იტალიამიგრაციაპოლიტიკა

იტალია: ტურინის საიმიგრაციო სამსახური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმებას ამარტივებს

ტურინის პოლიციის მთავარი განყოფილება საიმიგრაციო დოკუმენტების მიღების გასამარტივებლად ელექტრონულ სერვისს ნერგავს.

ტურინის კვესტურამ ახალი სერვისი დანერგა, რითაც გაცილებით უადვილებს ცხოვრებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც თავიანთი საიმიგრაციო დოსიეს შევსება სჭირდებათ იმ დოკუმენტებით, რომლებიც აკლიათ. ადრე ასეთი დოკუმენტების წარსადგენად საჭირო იყო პირადად მისვლა საიმიგრაციო ოფისში, რომელიც ფრატელი რუფინის ქუჩის 11 ნომერში მდებარეობს, გრძელ რიგში დგომა და დროის კარგვა. ახლა შესაძლებელია ყველაფერი ოფისში მიუსვლელად მოგვარდეს, დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით გაგზავნით.

ამისათვის, უბრალოდ, უნდა გაგზავნოთ მოთხოვნილი დოკუმენტები სპეციალურ ელექტრონულ  მისამართზე ([email protected]), თან დაურთეთ საფოსტო ქვითრის ასლები, ჩაწერის დამადასტურებელი საბუთები ან ოფისიდან მიღებული ქვითარი, ასევე, უარის თქმის შესახებ შეტყობინების ფოტოასლი. ეს პროცედურა არა მხოლოდ ზოგავს დროსა და ძალისხმევას, არამედ აჩქარებს დოკუმენტების დამუშავებას, რაც პროცესს უფრო გამჭვირვალეს და მოსახერხებელს ხდის.

ეს ინიციატივა ტურინის საჯარო სერვისების მოდერნიზაციის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის მომსახურების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ახლა უცხოელებისთვის იმიგრაციასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება გაადვილდა და უფრო კომფორტული გახდა.

იმედია, ტურინის ინიციატივას სხვა ქალაქებიც შეუერთდებიან, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს და იმიგრანტებს საიმიგრაციო ოფისებთან უწევთ გრძელ რიგებში დგომა თავიანთი დოსიეს შესავსებად.

ნინო ხოშტარია

წყარო: https://questure.poliziadistato.it/it/Torino/articolo/684682225a50d640585390785/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close