ვიდეოიტალიასაზოგადოება

იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან, ფლორენციასა და პიზაში განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა (ვიდეო)

ადგილობრივი მედიის ცნობით, კოკისპირული წვიმის გამო იტალიის ორ რეგიონში, ტოსკანასა და ემილია-რომანიაში, მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყრის შესახებ აფრთხილებენ, როს გამოც საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა.

ტოსკანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ სამაშველო და ჯანდაცვის სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან. ამასთან, ტოსკანის 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში დაიხურა სკოლები.

სტიქიის გამო განგაშის უმაღლესი – წითელი დონე მოქმედებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ფლორენცია და პიზა. პიზაში, მდინარე არნოს ნაპირზე წყალდიდობისგან დამცავი საშუალებები დაამონტაჟეს.

„ანსას“ ცნობით, 14 მარტის 20:50 სთ-ისთვის არნო ნაპირებიდან გადმოვიდა ფლორენციაში. წყლის დონე უფრო მაღალია (4.30 მ), ვიდრე  საფრთხის პირველი დონეა განსაზღვრული (3 მეტრი), მაგრამ ნაკლები, ვიდრე საფრთხის მეორე დონის ნიშნული (5.5 მ).

წყლის დონის მკვეთრი მატების გამო მდინარეებისა და წყალსატევების სიახლოვეს მცხოვრებ მოქალაქეებს ურჩევენ, დარჩნენ სახლებში და, შეძლებისდაგვარად, ზედა სართულებზე ავიდნენ

პარასკევს დილით ფლორენციაში უხვი ნალექი მოვიდა, ხოლო ბოლონიაში, სადაც 14 მარტს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო განგაშის წითელი დონე იყო გამოცხადებული, მეწყერი ჩამოწვა. მაშველებმა მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია განახორციელეს. სასწავლო პროცესი შეწყდა ფლორენციის უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსში. მეწყერები და წყალმოვარდნები იყო პრატოს, პისტოიის, ფლორენციის, ლუკის (ლუკა) და პიზის პროვინციებში.

საბედნიეროდ, სერიოზულად დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყალდიდობისა და წაქცეული ხეების გამო შეფერხდა მოძრაობა საავტომობილო გზებზე.

ფუჩეკიოს მუნიციპალიტეტში (ფლორენცია) 120 მოქალაქე გამოიყვანეს სახლებიდან, რომლებიც დატბორვის საფრთხის წინაშეა.14 მარტს ფუჩეკიოში არნოს წყლის დონე 5,7 მეტრამდე აიწია.

მდინარე არნოს დონის მუდმივი განსაკუთრებული მონიტორინგი მიმდინარეობს ფლორენციაში.

14 მარტს ფლორენციაში დაკეტილი იყო მუზეუმებიც და 15 მარტსაც დაკეტილი იქნება. გადაიდო საფეხბურთო მატჩები.

ვიდეო: უამინდობა ტოსკანაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close