იტალიასპორტი

იტალიის პროკურატურა „ნაპოლის“ პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

5 წელი გავიდა, რაც იტალიურმა კლუბმა „ნაპოლიმ“ ფრანგული „ლილიდან“ ნიგერიული წარმოშობის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი შეიძინა, თუმცა „პარტონოპეის“ ამ ტრანსფერის გამო დღემდე აქვს პრობლემები.

როგორც ესპანური გაზეთი Marca იუწყება, იტალიის პროკურატურამ ოსიმენის შეძენისთვის „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ ამ გარიგებისას ფინანსურ თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ბუღალტრულ მაქინაციებს უკავშირდება, ადგილი უნდა ჰქონოდა 2019, 2020 და 2021 ფინანსურ წლებში. კლუბის პრეზიდენტის გარდა, პროკურატურა ითხოვს, ბრალი წაუყენონ როგორ კომპანიას, ისე იტალიელ ანდრეა კიაველის, რომელიც დე ლაურენტისის მარჯვენა ხელია.

ბერძენი ფეხბურთელის, კოსტას მანოლასის შეძენაც ასევე შედის გამოძიების ოპერაციათა სიაში, მაგრამ ოსიმენის ტრანსფერი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვიქტორ ოსიმენი ცოტა ხანში „ნაპოლიში“ უნდა დაბრუნდეს თურქული „გალათასარაიდან“, რომელშიც იჯარით იმყოფება და, როგორც ჩანს, ნეაპოლურ კლუბს მალე დატოვებს – მის დამატებას სხვადასხვა კლუბი შეეცდება, განსაკუთრებით – ინგლისიდან. ყველაზე მტკიცედ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდამსხმელის შესაძენად „მანჩესტერ იუნაიტედია“ განწყობილი. Fichajes.net-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა, ოსიმენის ტრანსფერში 75 მლნ ევრო გადაიხადოს.

რამდენიმე ხნის წინ სპორტულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში ვიქტორ ოსიმენის შეძენას ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი გუნდი – „პარი სენ-ჟერმენიც“ გეგმავდა. აგრეთვე, ნიგერიელი საფეხბურთო ვარსკვლავის მიმართ ინტერესს იჩენენ „ჩელსი“, „არსენალი“, „ასტონ ვილა“, „ნიუკასლი“ და „იუვენტუსი“.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „გალათასარაის“ რიგებში გამართულ 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close