იტალიაპოლიტიკა

ტურინში, აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ტურინში, ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკებების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯა მელონის მმართველობას აპროტესტებენ.

ტურინში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სტუდენტებს  უსაფრთხოების კორდონის გარღვევის და ცენტრალურ მოედანზე – პიაცა კასტელოზე  მდებარე ადმინისტრაციულ შენობასთან მისვლის საშუალება არ მისცა.

მომხდარს გამოეხმაურა თავად ჯორჯა მელონიც.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით ზოგიერთ მოედანზე ძალადობისა და ქაოსის მიუღებელი სცენების მომსწრე, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივი კანონდამრღვევების მიერ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

საპროტესტო აქციები ტურინის გარდა გაიმართა მილანსა და რომშიც.

მედიის ცნობით, იტალიის მასშტაბით გამართული აქციების ორგანიზატორები სტუდენტები არიან, რომლებსაც არ მოსწონთ მელონის მთავრობის პოლიტიკა, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ზოგიერთ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ასევე გამოდიოდნენ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ და ღაზის მოსახლეობის მხარდასაჭერად.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close