ქართველები უცხოეთშისპორტი

ზურიკო დავითაშვილი ევროპაში კვირის საუკეთესო მოთამაშეა – როგორია ქართველი შემტევის სატრანსფერო ფასი (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის ტოპ-5 ლიგებში 10-ქულიანი შეფასებით კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რეიტინგი გავლენიანმა გამოცემა Whoscored-მა შეადგინა.

სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერი“ დავითაშვილის შთამბეჭდავი თამაშის წყალობით დაამარცხა 3:1. მეტოქის კარში სამივე გოლი 23 წლის ლეგიონერმა გაიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი (საფეხბურთო ტერმინი – როცა ერთ მატჩში ერთი და იგივე მოთამაშე სამ გოლს გაიტანს) შეასრულა. ამ მაჩვენებლით გასულ კვირას ზურიკო დავითაშვილი ტოპ-5 ლიგებში ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდა, რომელმაც 10-ქულიანი შეფასება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზურიკო დავითაშვილი ორმა ანალიტიკურმა პორტალმა – whoscored-მა და Sofascore-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 7 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზურიკო დავითაშვილის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კი მნიშვნელოვნად გაიზარდა – Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების თანახმად, სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევის სატრანსფერო ფასი 5 მილიონი ევრო გახდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close