ჯანმრთელობარჩევები

ვის უფრო ეტანებიან კოღოები და როგორ დავიცვათ თავი ამ სისხლისმსმელი მწერებისგან

კოღოები – ეს პატარა არსებები ოდითგანვე უდიდეს პრობლემებს უქმნიდნენ კაცობრიობას. საუკუნეებმა განვლო, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა: კოღოები ადამიანებს დასვენებისა და მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც ცნობილია, ძირითადად, მდედრი კოღოები იკბინებიან და ამას მანამდე აკეთებენ, სანამ კვერცხებს დაყრიან. მათ აუცილებლად უნდა დალიონ ადამიანის სისხლი, რადგან ის შეიცავს ცილას, რომელიც ჭუპრის განვითარებისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ კოღოებს განსაკუთრებით იზიდავთ ოფლის სუნი და ადამიანები, რომელთაც სხეულის მაღალი ტემპერატურა აქვთ.

დადგენილი ფაქტია, რომ კოღოებს „ძალიან მოსწონთ“ ლუდის მოყვარულები, მათ უფრო ესხმიან თავს, ვიდრე მათ ფხიზელ მეგობრებს. გარდა სუნისა, კოღოები „გემრიელი საკვების“ მოსაძებნად მხედველობასაც იყენებენ. რაც უფრო მუქი ფერის ტანსაცმელი აცვია მსხვერპლს, მით მეტად ხდება კოღოებისთვის შესამჩნევი, ვიდრე ღია ელფერის ტანსაცმლით შემოსილები.  ეს აბეზარი, სისხლისმსმელი განსაკუთრებით აქტიურდებიან მზის ჩასვლის და წვიმის წინ – წვიმა მათი ყველზე დიდი მტერია. ვერ იტანენ ვერც კვამლს – აუცილებელია იმ ადგილების დაბოლვა, სადაც კოღოები ბუდობენ. საუკეთესო საშუალებაა დამწვარი ყავის კვამლის ოთახში მოტარება.

კოღოები ასევე ვერ იტანენ ზოგიერთ ეთერზეთს. მაგალითად, მიხაკის, ევკალიპტის, ლიმონის ეთერზეთებს და კარგი იქნება, თუ რომელიმე ამ ზეთის რამდენიმე წვეთს ღია ცეცხლზე დაასხამთ – სანთელზე, კოცონზე… შეგიძლიათ ეთერზეთი სხეულის იმ ნაწილებზეც წაისვათ, რომელსაც ტანსაცმელი არ ფარავს.

კოღოს კბენის შემთხვევაში გართულებების თავიდან ასაცილებლად ნაკბენი დაიმუშავეთ ნიშადურის სპირტით ან საკვები სოდის ხსნარით (ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე). იმისათვის, რომ ნაკბენი ადგილი არ შეგიშუპდეთ, ყინული დაიდეთ. კარგი შინაური საშუალებაა სოდის „პასტა“: 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჩაის კოვზ წყალში აურიეთ და ნაკბენზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ძალიან კარგად აცხრობს ნაკბენს კბილის პასტა, მხოლოდ ის, რომელსაც მენთოლი ურევია. წაისვით ნაკბენზე და 10-15 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ნაკბენის კვალიც კი გაქრება.

აგარაკზე წასვლამდე წინასწარ მოიმარაგეთ კოღოების საწინააღმდეგო საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ კოღოს კბენა, ძირითადად, უვნებელია და ქავილიც მალე გადის, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ზოგჯერ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს და ნაკბენი გასივდეს. ამასთან, გარკვეულ სიტუაციებში სწორედ ამ მწერს გადააქვს სხვადასხვა მძიმე ინფექციური დაავადება.

ასე რომ, უფრთხილდით კოღოებს და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

თამთა გურული

ამავე თემაზე: რამდენად ეფექტიანია კოღოების მოსაგერიებელი ხალხში გავრცელებული მეთოდები – მეცნიერთა პასუხი

რატომ იზიდავს ზოგი ადამიანი კოღოებს: მეცნიერთა უახლესი დასკვნა

რამდენად ეფექტიანია კოღოების მოსაგერიებელი ხალხში გავრცელებული მეთოდები – მეცნიერთა პასუხი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close