ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მთავრობის მეთაურის მოვალეობების შესრულება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მადრიდის სასამართლოს მიერ სანჩესის მეუღლის, ბეგონია გომესის მიმართ დაწყებული წინასწარი საქმის წარმოება. ბეგონია გომესს გავლენით ვაჭრობასა და კორუფციაში შესაძლო მონაწილეობაში ედება ბრალი.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან საკუთარი უფლებამოსილებების შესრულება 29 აპრილამდე შეაჩერა, რათა „გაიაზროს და გადაწყვიტოს, ღირს თუ არა მთავრობის მეთაურის პოსტზე დარჩენა იმ ტალახის მიუხედავად, მემარჯვენეები და ულტრამემარჯვენეები რომ ცდილობენ პოლიტიკის გადაქცევას“. სანჩესის თქმით, მისი მეუღლე საკუთარ ღირსებას დაიცავს და სასამართლო სისტემასთან ითანამშრომლებს.
საჩივარი ბეგონია გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციული მოძრაობა „სუფთა ხელების“ აქტივისტებმა შეიტანეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები