ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15-21 აპრილი

ეს კვირა სიკეთისა და ჰუმანურობის ატმოსფეროში ჩაივლის. უახლოეს დღეებში შესაძლოა კონფლიქტებიც წარმოიშვას, თუმცა აუცილებლად შერიგებით დასრულდება. საერთოდ, შეეცადეთ დიდი ხნის წინათ დაწყებული კამათი ამ კვირაში დაასრულოთ. რომანტიკული მხარე სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ფინანსურ საკითხებში დიდი პრობლემები არ გექნებათ, თუმცა ამ სფეროში სრულ სიმშვიდეს არ უნდა ელოდოთ. უფრო კონკრეტულად, თუ რას უმზადებს სამყარო ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 15 აპრილიდან 21 აპრილამდე, ამ კვირის ჰოროსკოპიდან შევიტყობთ.

 

ვერძი

ამ კვირაში ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეულით, თქვენი თანდაყოლილი ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა საკმარისია იმისთვის, რომ არ დანებდეთ დაბრკოლებებს და გადალახოთ ისინი ყოველგვარი უსიამოვნების გარეშე. +ხუთშაბათს სამსახურში და ოჯახში საკამათო სიტუაციებში შესაძლებელია კომპრომისების მიღწევა. პარასკევს დიდი შანსი გექნებათ, ბრწყინვალედ წარმოაჩინოთ თქვენი უნარები პროფესიულ სფეროში. კვირის ბოლოს ცვლილებების სურვილმა შეიძლება გადამწყვეტი მოქმედებისკენ გიბიძგოთ. კვირას საყვარელ ადამიანებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კურო

ამ კვირაში დიდი ალბათობით ძალიან დატვირთული იქნებით როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი სამუშაოსა და პირად საკითხებს შორის, რათა ახლობლებს თქვენი ყურადღება არ მოაკლდეთ. არ გადადოთ გეგმების განხორციელება განუსაზღვრელი ვადით, რადგან თქვენი იდეები საკმაოდ დროული და მნიშვნელოვანია. ოთხშაბათს შეეცადეთ არ იყოთ კატეგორიული, ამან შესაძლოა გაართულოს ირგვლივ მყოფების დამოკიდებულება თქვენ მიმართ. შაბათ-კვირას მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იყავით დარწმუნებული თქვენს ქმედებებში.

სასიკეთო დღეები: 15, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ მკვეთრი ცვლილებები თქვენი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. თქვენი მონდომება საშუალებას მოგცემთ დიდი ხნის სურვილები აისრულოთ, მაგრამ მკაცრად უნდა იმოქმედოთ გეგმის მიხედვით. გზად მცირე სირთულეების წინაშე  თქვენი შინაგანი თავდაჯერებულობა და მონდომება გაიზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, მარტივად გადალახოთ ყველაფერი. შაბათ-კვირას მეგობრული შეხვედრების სითბო და რომანტიკული პაემნები გელით.

სასიკეთო დღეები: 17, 19

არასასიკეთო დღე: 21.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შეგიძლიათ გაახაროთ გარშემო მყოფები თქვენი შესაძლებლობებით, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენით. მოსმენის უნარი წარმატებას მოგიტანთ. შეგიძლიათ წარმატებით შეცვალოთ საქმიანობის ტიპი, თუ  ამის წინაპირობები არსებობს. ქაღალდებთან მუშაობისას გამოავლინეთ ისეთი თვისებები, როგორიცაა კონცენტრაცია და ყურადღება. კარგი შესაძლებლობა გექნებათ გააუმჯობესოთ თქვენი რეპუტაცია სამსახურში და  ცხოვრების ხარისხი. ნათესავებმა შეიძლება  მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თქვენს ცხოვრებაში, ბევრი მათგანი დაგეხმარებათ არაერთი პრობლემის გადაჭრაში, რომელიც გაწუხებთ.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ლომი

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს გააკრიტიკებენ, ბევრსაც წარმატებები ელის.  ნუ იჩქარებთ ზედმეტად ემოციურად თავის დაცვას ან, კიდევ უარესი, კამათს. მიიღეთ ეს გამოცდილება, მიჰყევით თქვენს თვალსაზრისს და არ დანებდეთ არავის და არაფერს, რადგან ყველაზე სწორი გადაწყვეტილებები თქვენია. ოთხშაბათი კარგ განწყობას გპირდებათ, რაც არ უნდა მოხდეს. კვირის ბოლოს კარიერულ საკითხებს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. რომანტიკულ სფეროში დიდი შესაძლებლობა გექნებათ, გამოხატოთ თქვენი გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ. შაბათ-კვირას შეეცადეთ დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

ამ კვირაში შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები და შეძლებთ ისეთი რამის გაკეთებას, რაც სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ. იყავით სამართლიანი, დაიცავით თქვენი აზრი და მაშინ ვერანაირი ჭორები ვერ შეგაწუხებთ, თუმცა აკონტროლეთ თქვენი ტემპერამენტი, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებსა და ქმედებებს, რათა არ დააზიანოთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან ახლოს არიან. ხუთშაბათს გონივრულმა კომპრომისმა ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობაში შეიძლება მოულოდნელი მოგება მოგიტანოთ. თუ შაბათ-კვირას სახლში რემონტის დაწყებას გადაწყვეტთ, გაიარეთ კონსულტაცია ახლობლებთან.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

 

სასწორი

ამ კვირაში მხოლოდ ძალიან მცირე ძალისხმევა გჭირდებათ სასურველი მიზნის მისაღწევად. შესაძლოა გადაჭარბებულმა თვითკრიტიკამ დაგძლიოთ, მაგრამ ასეთი პოზიციაც კი შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. სამშაბათს კონფლიქტმა, რომელიც ერთ დროს მოგვარდა, შეიძლება თავი შეგახსენოთ, შეეცადეთ ამ სიტუაციას დელიკატურად და ფრთხილად მიუდგეთ. ახლა მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სწორად გაგიგებენ. პარასკევს მეგობართან გულწრფელი საუბარი საშუალებას მოგცემთ, თავი დააღწიოთ პრობლემებს. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მორიელი

უბრალოდ, შეუცვლელი ადამიანი ხართ, თქვენ გარეშე ამ კვირაში ბევრი პრობლემა ვერ მოგვარდება. თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, გენდობიან და ელიან მხარდაჭერას და დახმარებას, უბრალოდ, ეს თქვენი პირადი ცხოვრების ხარჯზე არ გააკეთოთ. როდესაც საქმე რაიმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ნუ იქნებით ემოციური და შეინარჩუნეთ ტემპერამენტი ნებისმიერ ფასად. ოთხშაბათი და პარასკევი კარგი განწყობისა და სასიამოვნო სიურპრიზების დღეებია. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას ღია ცის ქვეშ მეგობრების გარემოცვაში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში დაცული იქნებით ყოველგვარი სირთულისგან, განსაკუთრებით მოწინააღმდეგეების შესაძლო მცდელობისგან, ზიანი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას, რაც განპირობებულია რიგ ვარსკვლავთა ხელსაყრელი გავლენით. სამსახურში ხლმძღვანელები და კოლეგები ყურადღებით მოგისმენენ, მაგრამ  ფრთხილად იყავით ინფორმაციასთან, განსაკუთრებით – თუ ის პირადად თქვენ გეხებათ. დაიკავეთ მოსალოდნელი პოზიცია და იმოქმედეთ რაც შეიძლება გააზრებულად და გონივრულად, თუმცა მიუხედავად წარმატებისა, როგორც ჩანს, მაინც გაწუხებთ განცდა, რომ რაღაც გაკლიათ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

სასურველია, კვირის პირველი ნახევარი ყოველდღიურ მოვალეობებს და მიმდინარე საქმეებს დაუთმოთ. მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება, რადგან მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი არსებული რთული სიტუაციიდან. სასიყვარულო სფეროში ყველაფერი გამოსწორდება, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ნორმალურად განვითარდება. უფრო მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეგიძლიათ დაისვენოთ და იოცნებოთ. შაბათ-კვირას მოგიწევთ ოჯახური პრობლემების მოგვარება.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მერწყული

კვირის დასაწყისში თითქმის ყველა საქმეში წარმატებას მიაღწევთ და  თავს კარგად იგრძნობთ.  მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენი ოჯახისა და ახლობლების ინტერესებზე. სერიოზულად უნდა იფიქროთ მომავალ შვებულებაზე და დაჯავშნოთ სასტუმრო და ავიაბილეთი. სამსახურში საკუთარ თავზე ბევრს ნუ ისაუბრებთ, ნურავის მიაწვდით საკვებს ჭორებისთვის. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს ძველის დასრულების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევთ. კვირის ბოლოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თევზები

ამ კვირაში თავს შესანიშნავად გრძნობთ,  სავსე ხართ ძალითა და ენერგიით. ნუ იტყვით უარს მომგებიან შემოთავაზებებზე. განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ადამიანებს კარგი შესაძლებლობები გამოუჩნდებათ წარმატებული შედეგის მისაღწევად. უმუშევარი დიდი ალბათობით იპოვის კარგ სამუშაოს ღირსეული ხელფასით. შეეცადეთ, საქმიან პარტნიორებთან და საყვარელ ადამიანებთან კამათში არ ჩაერთოთ. შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად ჯობს, ოდნავ შეანელოთ ტემპი, გახსოვდეთ, რომ სასურველი თანხის გამომუშავებას მაინც შეძლებთ და საკუთარ თავს მცირე შესვენების უფლება მიეცით.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close