ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი მომავალ წელს ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება – მასკი

როგორც Tesla-ს ხელმძღვანელი პროგნოზირებს, ხელოვნური ინტელექტი მომავალი წლის ბოლოსთვის ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება, ინფრასტრუქტურამ კი სწრაფად მზარდი ტექნოლოგიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. პარალელურად ილონ მასკი საკუთარი სტარტაპისთვის, xAI-ისთვის ინვესტიციების მოძიებას განაგრძობს.

„ჩემი ვარაუდით, მომავალი წლის ბოლოსთვის ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება. ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში AI-ს შესაძლებლობები ალბათ ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს გადააჭარბებს“, – განაცხადა Tesla-სა და SpaceX-ის CEO-მ Norges Bank Investment Management-ის აღმასრულებელ დირექტორ, ნიკოლაი ტანგენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გასული 18 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღწევებმა, მათ შორის, ვიდეოგენერირების ხელსაწყოებისა და უფრო ეფექტიანი ჩატბოტების გაშვებამ, AI-ს გეგმები ბევრი კომპანიისთვის დააჩქარა. მათ შორის, Google-ის DeepMind-ის თანადამფუძნებლის, დემის ჰასაბისის პროგნოზით, ხელოვნური გენერალური ინტელექტი (AGI) 2030 წლისთვის მიღწეული უნდა იყოს.

მასკის ინფორმაციით, ტესტირების პროცესშია მისი AI-სტარტაპის, xAI-ის ჩატბოტის, Grok-ის მეორე ვერსია. მილიარდერის განცხადებით, Grok-ი იმაზე ჭკვიანი იქნება, ვიდრე ბაზრის ამჟამინდელი ლიდერი, OpenAI-ის GPT-4-ია.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close