ვიდეოხელოვნება

„ჯერ კიდევ შოკში ვართ!“ – ორმა ქართველმა ანიმატორმა „პინკ ფლოიდის“ კონკურსში გაიმარჯვა და 100 ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯილდოვდა (ვიდეო)

ლეგენდარული Pink Floyd-ის ცნობილი ალბომის, Dark Side of the Moon-ის ორმოცდაათი წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით Pink Floyd-ის ანიმაციურ კონკურსში რატი  დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ გაიმარჯვეს და საპრიზო ფულადი ჯილდო – £100 000 მიიღეს.

რატისა და ნასტასიას ნამუშევარი 10 გამარჯვებულ ანიმაციას შორის მოხვდა და საბოლოოდ ჟიურიმ ის საუკეთესოდ დაასახელა.

პირველი სამეული კი ასე გამოიყურება: მესამე ადგილზე მონიკა ფიბის მიერ Eclipse-ისთვის შექმნილი ანიმაცია გავიდა (£25 000). მეორე ადგილი  Time-ისთვის შექმნილი ანიმაციისთვის დეივიდ ჰორნმა დაიკავა(£50 000), ხოლო პირველ ადგილზე Brain Damage-ისთვის შექმნილი ანიმაციისთვის რატი დაბრუნდაშვილი და ნასტასია ნიკიტინა დასახელდნენ (£100 000).

„ნასტასიამ და მე პირველი ადგილი ავიღეთ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში, ჯერ კიდევ შოკში ვართ…“ – წერს რატი დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეოს აღწერაში რატი და ნასტასია წერენ, რომ ანიმაცია Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, სიდ ბარეტის ხსოვნას მიუძღვნეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close