ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11 – 17 მარტი
ამ კვირაში წინა რიგში წამოიწევს ცნებები, როგორიცაა ურთიერთდახმარება და ალიანსი. ნებისმიერი პროექტის დაწყებისას იმუშავეთ გარშემო მყოფებთან ერთად და მაშინ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ასევე, მთელი კვირის განმავლობაში თავიდან უნდა აიცილოთ კამათი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. თქვენი ცხოვრების ზომიერი ტემპის არჩევით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით გამონათქვამის მართებულობაში: „რაც უფრო ნელა მიდიხარ, მით უფრო შორს წახვალ“. ეს კვირა არ იქნება ხელსაყრელი სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისთვის, ამიტომ უმჯობესია რომანტიკული წინადადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოთ და გრძნობების აღიარებას მოერიდოთ.
დიდი ალბათობით, ეს კვირა ძალიან დატვირთული იქნება თქვენთვის, რასაც ვარსკვლავების პოზიცია მოწმობს. როგორც ჩანს, გსურთ მოაწესრიგოთ ყველაფერი, დაალაგოთ თაროებზე, თუნდაც საკუთარი აზრები და გრძნობები. თქვენი ინიციატივები, ოჯახური პრობლემებისადმი ფხიზელი და გაწონასწორებული მიდგომა დაგეხმარებათ ძველი ჭრილობების მოშუშებაში. კვირის შუა რიცხვებში უმეტეს თქვენგანს შესანიშნავი შესაძლებლობა ექნება სამსახურში პოზიციის გასაუმჯობესებლად და კარიერული წინსვლისთვის. გარეგნობაზე ზრუნვა, შეხვედრები და მოგზაურობა საკმაოდ წარმატებული იქნება. ამ შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანს თქვენი რჩევა დასჭირდება და მთელ თქვენს გონიერებას და საღ აზრს მოუხმეთ სწორი რჩევის მისაცემად.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 13.
კურო
თავშეკავება, კონცენტრაცია და მოკრძალება ის თვისებებია, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მაქსიმალურ წარმატებას ამ კვირაში ყველა სფეროში. შეძლებთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, იქნება ეს რაიმე გარიგება, ხელშეკრულებების გაფორმება თუ ახალ ბინაში გადასვლა. მცირე ძალისხმევით ბევრს მიაღწევთ, თითქოს თავისთავად, სინამდვილეში კი საქმე ისაა, რომ დიდი შრომით და მონდომებით ყველაფერს ადრე ჩაუყარეთ საკმაოდ მყარი საფუძველი თქვენი წარმატებისთვის, რაც ახლა გიფასდებათ. კვირის ბოლოს შესაძლოა იმდენად დატვირთული იყოთ ვარსკვლავების მდებარეობის გავლენის გამო, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დრო გამონახოთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნისთვის.
სასიკეთო დღეები: 11, 16.
არასასიკეთო დღე: 12.
ტყუპი
ამ კვირაში შესაძლოა სხვადასხვა კრეატიული იდეები გაგიჩნდეთ, რამაც მოსალოდნელია ღირსეული შემოსავალი მოგიტანოთ. შეეცადეთ არ შეაფერხოთ მოვლენები, არამედ მიეცით საშუალება მათ უპრობლემოდ შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში. ფოკუსირება და სწრაფი რეაქცია საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ დაკისრებულ ამოცანებს. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობა მხოლოდ გაუმჯობესდება. სამსახურში გექნებათ ყველაზე მოსახერხებელი გრაფიკი და შეძლებთ ძალიან დამაჯერებლად დაასაბუთოთ თქვენი ინიციატივები. შაბათ-კვირას შეეცადეთ აღარ გადადოთ აუცილებელი საშინაო საქმეები და სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ. ზედმეტი და გამოუსადეგარი ნივთები გადაყარეთ, ან მათ მიეცით, ვინც გამოიყენებს. ამით თქვენს საცხოვრებელ გარემოში აურასაც გააჯანსაღებთ.
სასიკეთო დღეები: 13, 17.
არასასიკეთო დღე: 14.
კვირის დასაწყისში შეიძლება ცოტა ინერვიულოთ, მაგრამ მალე თქვენი განწყობა გაუმჯობესდება და თავს საკმაოდ ენერგიულად იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ფიქრობდით. შუა კვირაში ბევრ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ადვილი იქნება კოლეგებთან საერთო აზრამდე მისვლა. შეეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ არსებული მდგომარეობა. განზე გადადეთ თქვენი შფოთვა და შიშები და სწრაფად იპოვით რეალურ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან. შაბათ-კვირას შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ და სამსახურში მეტი აქტიურობისთვის მოემზადოთ.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
კვირის დასაწყისში გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა, უფრო მეტი კომფორტი და წესრიგი იქნება თქვენს ცხოვრებაში. თქვენი კეთილგანწყობა ადამიანებს მიიზიდავს, რაც საინტერესო პერსპექტივებს გაგიხსნით. ოთხშაბათს შეძლებთ კარგი სამუშაო ტემპის აღებას და შეეცადეთ, კვირის ბოლომდე შეინარჩუნოთ. თქვენი მშვიდი დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება, თქვენი წარმატების გასაღები იქნება. შაბათ-კვირას ვარსკვლავების დადებითი გავლენის გამო შეძლებთ ხალისიანად გაატაროთ დრო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. თუ შვილები გყავთ, შეიძლება თქვენი დამატებითი ყურადღება დასჭირდეთ.
სასიკეთო დღეები: 15, 17.
არასასიკეთო დღე: 12.
ორშაბათი რომანტიკულ განწყობას მოგიტანთ, თუმცა საქმეები არ დაივიწყოთ, არსებობს რისკი, რომ ოცნებების დროს ძალიან ღრმად ჩაეფლოთ ილუზიების სამყაროში. ოთხშაბათს, პირიქით, ძალიან რეალური დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებით. არ უნდა გამოსცადოთ გარშემო მყოფების მოთმინება, რაც არ უნდა თვითკმაყოფილი ჩანდნენ ისინი. გაითვალისწინეთ, რომ ხუმრობასაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს. პარასკევს მიიღებთ დამსახურებული შექებას და მხარდაჭერას ხელმძღვანელებისგან. ზოგიერთ თქვენგანს მოუწევს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა და ამაზე ენერგიის დახარჯვა, თუმცა ეს თქვენს განწყობაზე გავლენას არ მოახდენს.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 14.
ამ კვირაში ყოველდღიური საქმეები კარგად ჩაივლის, შემოქმედებითი მცდელობები წარმატებით დაგვირგვინდება. გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, იმოგზაუროთ, იპოვოთ ახალი სიყვარული. კვირის მეორე ნახევარში ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, თუმცა ნუ იქნებით ძალიან თავდაჯერებული, აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები და გარშემო მყოფთა რჩევებიც გაითვალისწინეთ. შაბათ-კვირას იზრუნეთ თქვენს სახლზე, საოჯახო საქმეებზე და ბავშვებზე. შესაძლოა მოულოდნელი სტუმრების გამასპინძლებაც მოგიწიოთ.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 17.
ამ კვირაში ბევრი მაცდური შესაძლებლობის წინაშე აღმოჩნდებით და მოგიწევთ აირჩიოთ საუკეთესო, გრძელვადიანი სარგებლის გათვალისწინებით. კარგი კვირაა მოგზაურობისა და მასთან დაკავშირებული აქტივობებისთვის. მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობის „ქარიშხალი დაგიპყრობთ“. ისინი შემოგთავაზებენ თქვენი ოცნების სამუშაოს ან გაზრდილ ხელფასს თქვენს ამჟამინდელ სამსახურში. სახლში ატმოსფერო იქნება სასიამოვნო, ხელსაყრელი კომუნიკაციისთვის, რაც თქვენს განწყობაზე შესანიშნავ გავლენას მოახდენს. შაბათ-კვირას სულიერად დაისვენებთ.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 12.
ამ კვირაში თქვენი ქმედებების წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად ემზადებით მათთვის, რამდენად ნათლად და დეტალურად გეგმავთ ყველაფერს. თანმიმდევრულობა და სიფრთხილე დიდად დაგეხმარებათ, აჩქარება კი საზიანოა და მოლოდინი, რომ ყველაფერი თავისთავად გამოვა, შეიძლება არ გამართლდეს. არ არის საუკეთესო კვირა აქტიური მოქმედებებისთვის. ახლა უმჯობესია დაფიქრდეთ და ყველაფერი კარგად გააანალიზოთ, ვიდრე ბრძოლაში ჩაებათ. თქვენი საყვარელი ადამიანები ყურადღებას საჭიროებენ და შესაძლოა ოჯახურ პრობლემებთან გამკლავება მოგიწიოთ. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 11, 16.
არასასიკეთო დღე: 14.
ამ კვირაში ელოდეთ გარკვეულ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში ურთიერთობების კუთხით, გვაფრთხილებენ ვარსკვლავები. შესაძლოა თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან რომანტიკულ თუ მეგობრულ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. პროფესიულ სფეროში არ არის გამორიცხული, შეხვდეთ ისეთ პიროვნებას, რომელთან ურთიერთობაც დადებითად აისახება თქვენს მომავალ კარიერაზე. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს და ნუ მოიტყუებთ საკუთარ თავს კოლეგებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, სწორედ მათგან შეგიძლიათ მოელოდოთ მცირე უსიამოვნებებს. პირადი ინტერესების დაცვის დროს არ დაივიწყოთ საყვარელი ადამიანები, მათ თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 12, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
ამ კვირაში ბევრ თქვენგანს პირად ცხოვრებაში დიდი სიურპრიზი ელის ვარსკვლავების ხელსაყრელი გავლენის გამო. პროფესიული თვალსაზრისით, შესანიშნავი შესაძლებლობები გექნებათ მომგებიანი ფინანსური გარიგებისა და პერსპექტიული ხელშეკრულებების დასადებად. ხელსაყრელი კვირაა კომუნიკაციისა და გულწრფელი საუბრებისთვის. თუ მარტოხელა ხართ, ახლა არსებობს შანსი, რომ თქვენი მომავალი მეუღლე გაიცნოთ. ხუთშაბათს შეიძლება სიმშვიდე და ძილი დაკარგოთ, თუმცა ამის მიზეზი რომანტიკისგან შორს იქნება. შაბათ-კვირას შეეცადეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 11, 15.
არასასიკეთო დღე: 14.
შესაძლოა ახალი სამუშაო ან ახალი პასუხისმგებლობები გქონდეთ თქვენს ამჟამინდელ პოზიციაზე. კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, არ გაუშვათ ხელიდან კარიერული ზრდის შანსი და ახალი აქტივობების არ შეგეშინდეთ. შეეცადეთ, გათავისუფლდეთ იმ კომპლექსებისგან, რომლებიც ხელს გიშლიან ცხოვრებაში. ნუ დატოვებთ საქმეებს დაუმთავრებლად. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. შაბათ-კვირას გამონახეთ დრო და დიდი ხნის უნახავი მეგობრები ან ახლობლები მოინახულეთ.
სასიკეთო დღეები: 13, 17.
არასასიკეთო დღე: 15.
თამთა გურული
მსგავს თემაზე: ქალის ტიპები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კომენტარები