ვიდეოქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტისპორტი

როგორ გადაიქცა ტოჩინოშინი თმის მოკვეცის ცერემონიის შემდეგ ლევან გორგაძედ (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა კარიერა დაასრულა

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა 35 ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. კარიერის მანძილზე მან „მაკუუჩი“ დივიზიონში 500-ზე მეტი შეხვედრის მოგება შეძლო.

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ სუმოში სპორტული კარიერა 2006 წელს დაიწყო, 2018 წელს კი იმპერატორის თასი მოიგო. ქართველი სუმოისტი მე-3 ევროპელი სპორტსმენია, რო­მელ­მაც ამ ტიტულის მოპოვება შეძ­ლო და ოძეკის რანგს მიაღწია.

მაშინ ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი არ­ჩილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ლე­ვან გორ­გა­ძის გამარჯვების მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე წერდა:

„სუმო. ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყეა. ღმერ­თე­ბის ბრძო­ლაა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა სუ­მო­ში, ლე­გენ­დის მი­ხედვით, ღმერთებს შო­რის შედ­გა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ღმერ­თის შვი­ლე­ბი ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტო­რე­ბი გახ­დნენ და იმი­ტო­მაც ჰქვია თასს იმ­პე­რა­ტო­რის თასი. სუ­მო­ის­ტე­ბიც დღემ­დე რა­ღაც ნა­ხევ­რა­დღმერ­თე­ბად ით­ვლე­ბი­ან აქ. და ეს თასი მო­ი­გო ლე­ვან­მა. ღმერ­თე­ბის ბრძო­ლა­ში გახ­და ჩემ­პი­ო­ნი. ბოლო დღე­ე­ბი სულ ტო­ჩი­ზე წერ­და და ლაპარა­კობ­და აქ ყვე­ლა. სა­ელ­ჩო­ში რე­კავ­დნენ და გვი­ლო­ცავ­დნენ. და დღეს სა­ბო­ლო­ოდ ჩემ­პი­ო­ნია!

ის­ტო­რია და­წე­რა ამ ბიჭ­მა. ჩათ­ვა­ლეთ, რომ დღე­ი­დან მთელ­მა ია­პო­ნი­ამ იცის სა­ქარ­თვე­ლო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ია­პო­ნელ­მა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნით. დიდი, სას­წა­უ­ლი, სა­ო­ცა­რი საქ­მე გა­ა­კე­თა ჩვენ­მა ბიჭ­მა… დიდი, დიდი ამ­ბა­ვია ძა­ლი­ან. ეს არის ის­ტო­რია მებ­რძოლ სულ­ზე,რო­მე­ლიც არ ნებ­დე­ბა. მად­ლო­ბა ლე­ვანს. სა­ოც­რად მა­გარ, ალალ, ჯიგ­რი­ან ბიჭს და ნამდ­ვილ მე­ო­მარს!“

თავდაპირველად  ტოჩინოშინის დიდი სუმოდან წასვლის შესახებ ინფორმაცია Facebook-გვერდმა „სუმოს ქომაგებმა“ გაავრცელა. ლევან გორგაძემ კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა.

სპორტსმენის გაცილების საზეიმო ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში შედგა. ქართველ სუმოისტს ჩომაგე, იგივე სუმოისტების ვარცხნილობა მოკვეცეს (ცერემონიას ჰქვია „დანპაცუ- სიკი“ რის შემდეგაც მებრძოლი სუმოს სამუდამოდ დაემშვიდობა. რიტუალში მოქმედი და ყოფილი სუმოისტები მონაწილეობდნენ.

„18-წლიანი ასპარეზობის შემდეგ დადგა ის დღე, როდესაც წავედი სამუდამოდ აქტიური სპორტიდან. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ცერემონიაზე მობრძანდა, განსაკუთრებით ქართველებს, იმ ქართველებს, რომლებმაც საქართველოდან ძალიან დიდი გზა გამოიარეს და ტოკიომდე ჩამოვიდნენ, რომ ჩემი სპორტიდან გაცილებას დასწრებოდნენ“, – თქვა ცერემონიაზე ლევან გორგაძემ.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომელიც მუსიკალურად ანსამბლმა „რუსთავმა“ გააფორმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close