ისტორიაიტალიაკულტურა

რომში, მიწის ქვეშ 2300 წლის წინათ ნიჟარებითა და მარჯნებით შექმნილი მოზაიკა აღმოაჩინეს

რომის პალატინის ბორცვის ფერდზე 5-წლიანი გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საბანკეტო დარბაზი, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. II-I საუკუნეებით თარიღდება. დარბაზის კედელზე ნიჟარებითა და მარჯნებით შექმნილი მოზაიკაა შემორჩენილი.

დაახლოებით 2 300 წლის წინათ შექმნილი ნამუშევარი უფრო დიდი სასახლის ნაწილია, რომელიც რომის ფორუმის მახლობლად მდებარეობს. აღნიშნულ ადგილას გათხრები 2018 წლიდან მიმდინარეობს.

თითქმის 5 მეტრის სიგრძის მოზაიკაზე ვაზი, ლოტოსის ფოთლები, სამკაპები, საყვირები, ჩაფხუტები და მითოლოგიური ზღვის არსებებია გამოსახული. მოზაიკაზე სცენები ნიჟარებთან და მარჯნებთან ერთად სადაფის, ძვირფასი მინის ნატეხებისა და მარმარილოს ნაჭრების გამოყენებითაა შექმნილი. ნიმუში ძველეგვიპტური ლურჯი ფილებით, ტრავერტინითა და კრისტალებით ჩარჩოშიც არის ჩასმული.

კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკის ხელმძღვანელის, გათხრებზე პასუხისმგებელი პირის, არქეოლოგ ალფონსინა რუსოს თქმით, ამ აღმოჩენას „შეუდარებლად“ მის კარგ მდგომარეობაში აღმოჩენასთან ერთად აქცევს მასზე არსებული გამოსახულებაც, რომელიც, სავარაუდოდ, მდიდარი არისტოკრატის მიერ დაფინანსებული და მოგებული ბრძოლების აღნიშვნის სცენებს შეიცავს.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close