მედიცინასაზოგადოება

კოვიდმა 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინზე ნეგატიური გავლენა იქონია – BBC

ახალი კვლევის თანახმად, კოვიდპანდემიამ დიდ ბრიტანეთში 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევაში, რომელსაც ექსეტერის უნივერსიტეტის სპეციალისტები ატარებენ, 3 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობს, რომლებიც ყოველწლიურად ავსებენ კითხვარს და კოგნიტიურ ტესტებს გადიან. შედეგებმა მათი ტვინების ფუნქციონირებაში ვარდნა დააფიქსირა.

მეცნიერების შეფასებით, კვლევის შედეგები შეიძლება სტრესით, მარტოობით და ალკოჰოლის მოხმარებით აიხსნას. მათი თქმით, კოვიდთან დაკავშირებულ შიშებთან გამკლავებამ და გაურკვევლობამ ადამიანების რუტინა დაარღვია და შესაძლოა ტვინის ჯანმრთელობაზე „რეალური, ხანგრძლივი გავლენა ჰქონდეს“.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება ყველაზე სწრაფად პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, ლოკდაუნების დროს გაიზარდა. მეხსიერებასთან დაკავშირებული ფუნქციის დაქვეითება მეორე წელსაც გაგრძელდა. ზოგადად, ყველაზე დიდი ვარდნა ამ მხრივ ჰქონდათ ადამიანებს, რომლებთან მეხსიერების პრობლემები პანდემიამდეც ჰქონდათ.

კვლევის მიზანი ჯანმრთელი ტვინის დაბერების მექანიზმის შესწავლა და დემენციის განვითარების მიზეზების დადგენა იყო. ავტორები მომავალში მის გაგრძელებას გეგმავენ, თუმცა, არსებული მონაცემებით, მათ უკვე შეუძლიათ გააკეთონ დასკვნა, რომ პანდემიის დროს არსებულმა პირობებმა ტვინის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close