ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 – 29 ოქტომბერი
27 ოქტომბრამდე მთვარე იზრდება, 2023 წლის 28 ოქტომბერს კი სავსემთვარეობაა. ამ კვირაში ბევრი გადაწყვეტს სერიოზული ცვლილებების განხორციელებას ცხოვრებაში. როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ აჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღებას და რაღაც მომენტებში თავი შეიკავოს. ეს კვირა ყველაზე ძლიერია ამ თვეში და შეეცადეთ, მისი ენერგიები სწორად, თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ გამოიყენოთ.
უახლოეს დღეებში სიმშვიდე იქნება, ფაქტობრივად, ყველაფერში, როგორც ოფიციალურ საკითხებში, ისე პერსონალური ურთიერთობების სფეროში. ისარგებლეთ ამ სასიკეთო ეტაპით, რათა განთავისუფლდეთ დაღლილობისგან, დაისვენეთ, ისეირნეთ, გააკეთეთ ის, რაც განსაკუთრებით გიზიდავთ. კარგი იქნება, თუ ამ მშვიდი კვირის ბოლოს ხმაურიან წვეულებას მოაწყობთ თქვენი მეგობრებისთვის და ყველასთვის, ვინც ნამდვილად ძვირფასია თქვენთვის.
ეს კვირა კარგია სამეწარმეო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. იზრდება გარიგებების დადების ან ისეთი სამუშაოს შესრულების ალბათობა, რომელიც თქვენს ჩვეულ მოვალეობებს სცილდება. თუ არ გსურთ, სკანდალში გაეხვიოთ, თავი შორს დაიჭირეთ ემოციურად არასტაბილური კოლეგებისა და მეგობრებისგან. საშუალება გექნებათ, პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ქცევაში და გადახედოთ თქვენს ზოგიერთ გადაწყვეტილებას. კვირის მეორე ნახევარი სავსე იქნება კონტაქტებითა და შეხვედრებით. შაბათ-კვირას, ძირითადად, პირადი ცხოვრებით იქნებით დაკავებული, კარგი დროა შოპინგისთვის და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისთვის.
სასიკეთო დღეები: 23, 28.
არასასიკეთო დღე: 25.
კურო
თუ იაქტიურებთ, ამ კვირაში თქვენი ყველა პროექტი წარმატებული იქნება. გეგმების განსახორციელებლად არახელსაყრელი პირობების გამო შესაძლოა ინერვიულოთ, მაგრამ თქვენი ნებისყოფა და მოთმინების უნარი დაგეხმარებათ, ყველა რთული სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. კვირის მეორე ნახევარში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას უნდა ელოდოთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. მოსალოდნელია კარიერული ზრდის შესაძლებლობების გაჩენა. თავდაჯერებულობა საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მშვიდად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 26.
ტყუპი
ამ კვირაში რაც უფრო ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი, მით უფრო ადვილი იქნება თქვენთვის სასურველი წარმატების და საზოგადოების მიერ აღიარების მიღწევა. თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება და თქვენი აქტივობა, ზედმეტი ემოციურობის გარეშე, შედეგის მომტანი იქნება. თქვენს კრეატიულ იდეებზე დიდი მოთხოვნა იქნება, მოემზადეთ ახალი შესაძლებლობებისთვის! – ძალიან მალე თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება. ბევრი გარემოება დადებითად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე და ნებისმიერი ოჯახური პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მეგობრების გარემოცვაში ან ბავშვებთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 24, 26.
არასასიკეთო დღე: 25.
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს კვირა იქნება ძალიან ნაყოფიერი და გულუხვი სასიამოვნო სიურპრიზებით. კმაყოფილი დარჩებით თქვენი საყვარელი ადამიანის ყურადღებით. ოთხშაბათს სურვილი, რომ ყველაფერი თავად გააკეთოთ, შესაძლოა გარშემო მყოფებთან კამათით დასრულდეს. სტრესისგან თავის დასაცავად განდევნეთ ყველა უარყოფითი აზრი და ემოცია, შეეცადეთ, იპოვოთ პოზიტიური მომენტები ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ვითარებაში. ხუთშაბათს აჩვენეთ მთელი თქვენი ნიჭი და უნარები საჯარო ღონისძიებაზე. ხანგრძლივი მივლინებები პროდუქტიული და სასიამოვნო იქნება. შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა ძალიან გაგახალისებთ.
სასიკეთო დღეები: 23, 27.
არასასიკეთო დღე: 24.
ამ კვირაში ვარსკვლავები დიდ წარმატებას სამსახურში გპირდებიან და, ამავე დროს, ტექნიკური პრობლემების მოგვარებას სახლში. ოთხშაბათს კარგი გამოხმაურება ექნება თქვენს მოხსენებას; ალბათ მოგიწევთ ბევრი მუშაობა გაზეთებთან და არაერთ ადამიანთან ურთიერთობა. წარმატებული ჩანს მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები, სამართლებრივი საკითხების მოგვარება. შრომისმოყვარეობა კარგ შედეგს გამოიღებს როგორც მორალურად, ისე მატერიალურად. ხუთშაბათიდან ეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ თქვენი დატვირთვა. ასევე, კარგი იქნება, იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, დაისვენოთ ქალაქგარეთ სასტუმროში ან სამოგზაუროდ წახვიდეთ.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 25.
ამ კვირაში მოდურ სამოსსა და ვარცხნილობაზე მეტად ისეთი თვისებები დაგამშვენებთ, როგორიცაა დიპლომატია და მოთმინება. არ არის გამორიცხული, რომ პრობლემები შეგექმნათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში და თქვენი ძალისხმევის შედეგი არ იყოს ის, რასაც ელოდით, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ ირგვლივ მყოფები გაფასებენ და პატივს გცემენ. თუ შესაძლებელია, უმჯობესია დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ და შეზღუდოთ მონაწილეობა მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებში. ნუ დაივიწყებთ თქვენს ოჯახურ მოვალეობებს. მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას გაიარეთ კონსულტაცია საყვარელ ადამიანებთან.
სასიკეთო დღეები: 24, 28.
არასასიკეთო დღე: 26.
ამ კვირაში ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას, ეს საშუალებას მოგცემთ, იპოვოთ საჭირო გამოსავალი რთულ სიტუაციაში. დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა წინდახედულობა და თავშეკავება. ორშაბათს შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ სამსახურში, რომელიც შემოწმებას საჭიროებს. თქვენი ნიჭი, ენერგია და ამბიციები, სწორი მიმართულებით მიმართული, ახალ კარიერულ პერსპექტივებს შეგიქმნით. კვირის ბოლოს აქტიური პირადი ცხოვრება გელით, მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და შეხვედრები, მაგრამ მაინც მოერიდეთ კონტაქტებს საეჭვო პარტნიორებთან.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 26.
მორიელი
ამ კვირაში ბევრ თქვენგანს შეიძლება გაუჭირდეს უმარტივესი ამოცანების გადაჭრაც კი, რის გამოც თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან, მეგობრებთან და ოჯახთან, სავარაუდოდ, დაიძაბება და გაუგებრობას გამოიწვევს. პრობლემების შესამცირებლად ნუ მისცემთ ნეგატიურ გრძნობებს უფლებას, თქვენს გონებაში გაბატონდნენ. განსაკუთრებით ჯიუტ და შრომისმოყვარე პიროვნებებს კი დიდი შანსი აქვთ, საკუთარი კეთილდღეობის მშენებლობას მყარი საფუძველი ჩაუყარონ, თუმცა მხოლოდ სამუშაოსთვის არ უნდა იცხოვროთ, რადგან გული სიყვარულითა და რომანტიკით არის სავსე. მოაწყვეთ პაემანი, ნუ დამალავთ გრძნობებს, ნუ შეგეშინდებათ გულწრფელი აღიარებებისა.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 27.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შეიძლება შემდგომი დაწინაურების შანსი გამოჩნდეს. განსაკუთრებულ წარმატებას კარიერულ სფეროში ოთხშაბათი გპირდებათ, ამისთვის გარკვეული ძალისხმევაა საჭირო, მთავარია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან არ იკამათოთ. ფრთხილად იყავით ვინმეს ან რაიმეს შეფასებისას, შეიძლება კრიტიკით მტერი გაიჩინოთ. სასურველია თავი შეიკავოთ დაპირებისგან, რადგან მისი შესრულება დიდ დროის მოითხოვს, რის საშუალებაც ჯერ არ გაქვთ. პარასკევს ტყუილად ეცდებით, რაიმე საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, მხოლოდ დაიღლებით. უმჯობესია ყველაფერი გააკეთოთ ნელა, მაგრამ ეფექტიანად. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
სასიკეთო დღეები: 28, 29.
არასასიკეთო დღე: 23.
მიზნის მიღწევა, ვალდებულებების შესრულება და მიმზიდველი პერსპექტივები როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში – სწორედ ამას გპირდებით ეს კვირა. არ არის გამორიცხული მომგებიანი კონტრაქტები და შემოთავაზებები. ძალიან კარგი პერიოდია პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად ცხოვრების ყველა სფეროში, ამიტომ ხელიდან არ გაუშვათ შანსი და ძალისხმევა არ დაიშუროთ მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად. შეეცადეთ, ენერგია არ დახარჯოთ იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომელთა შესრულება თქვენს ძალებს აშკარად აღემატება. შაბათ-კვირას დაისვენეთ, გაერთეთ, ისიამოვნეთ ცხოვრებით.
სასიკეთო დღეები: 24, 27.
არასასიკეთო დღე: 29.
ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენით, სრულ ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავთან და სამყაროსთან. თქვენი შორსმჭვრეტელობა არ მოგცემთ საშუალებას, დაუშვათ შეცდომები და გააფუჭოთ პიროვნული თუ პროფესიული ურთიერთობები. პოპულარულები იქნებით თქვენს წრეში, სავსებით შესაძლებელია ახალი სასარგებლო ნაცნობობა და მნიშვნელოვანი კონტაქტები. შესაძლებელია რამდენიმე პოზიტიური ცვლილებაც: ახალი პერსპექტიული პოზიცია ან სამუშაო, უკეთეს ადგილას გადასვლა და ა.შ. მნიშვნელოვანია დაეხმაროთ თქვენს მეგობრებს, თუ მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. შაბათ-კვირა ახლობლებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 25, 29.
არასასიკეთო დღე: 24.
თუ აუცილებელი არ არის, ამ კვირაში არ უნდა აიღოთ რაიმე ვალდებულება. მუშაობის მსურველები აშკარა უმცირესობაში იქნებიან. თქვენმა ნაკლოვანებებმა, როგორიცაა გადაჭარბებული ემოციურობა და დრამატიზება იმისა, რაც ხდება, შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი ამბიციური გეგმების განხორციელებას. პარასკევს შესაძლოა მომგებიანი საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ. ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია თქვენი ცხოვრება ძირეულად შეცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და კარგად დაფიქრდეთ. უმჯობესია პროფესიონალ ადამიანებთან გაიაროთ კონსულტაცია, რათა შეცდომა არ დაუშვათ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 24.
თამთა გურული
კომენტარები