მსოფლიოამინდი

ანტალიაში ხმელთაშუა ზღვის წყლის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ანტალიაში ზღვის წყლის ტემპერატურა რეკორდულად მაღალია. ამის შესახებ თურქული პორტალი Aaz Turk იუწყება

თურქეთის პოპულარულ კურორტზე ზღვის წყალი +28,4°C-მდე გათბა, რაც აბსოლუტური რეკორდია მას შემდეგ, რაც მეტეოროლოგიური დაკვირვებები მიმდინარეობს.

ასეთი ტემპერატურა თურქეთის საზღვაო კვლევების ფონდმა (TÜDAV) არა მარტო საკურორტო ქალაქ ანტალიის სიახლოვეს დააფიქსირა, არამედ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სხვა პოპულარულ ადგილებზეც.

დამქანცველი სიცხისგან შეწუხებული დამსვენებლები, ჩვეულებრივ, ზღვის წყალში გრილდებიან ხოლმე, თუმცა ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში ანტალიაში ჩასული დამსვენებლები ზღვის წყალს გაგრილების საშუალებად ვეღარ აღიქვამენ.

ექსპერტების მონაცემებით, ბუნებრივი ანომალია აუცილებლად იქონიებს გავლენას ზღვის ფლორასა და ფაუნაზე. ორგანიზაცია TÜDAV-მ და ევროპის ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა – European Greens შეშფოთება გამოხატეს ამ სარეკორდო მაჩვენებლის გამო.

TÜDAV-ს განცხადებაში, რომელიც გასულ კვირაში ჩატარებულ გაზომვებს ეფუძნება, ნათქვამია: „ხმელთაშუა ზღვის ზედაპირული წყლების საშუალო ტემპერატურამ +28.4°C-მდე აიწია, რაც უპრეცედენტო დონეა. ამან შესაძლოა სახეობების განადგურება გამოიწვიოს“.

TÜDAV-ს გენერალურმა მდივანმა სიბელ სეზერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზი კლიმატის ცვლილების გავლენის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ზონაა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონი. „ეს არ გაგვკვირვებია და ეს ნიშნულის ზღვრული დონე არ არის: რეკორდი ყოველ მომდევნო წელს შეიძლება დამყარდეს“.

ამრიგად, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთი ნაწილი – რომელიც თურქეთსა და საბერძნეთთან არის ახლოს – ტემპერატურული მაჩვენებლებით თითქმის დაეწია წითელ ზღვას (აგვისტოში წითელი ზღვის წყალი +29°C-მდე თბება) და პერსპექტივაში შესაძლოა კარიბისა და არაბეთის ზღვას, აგრეთვე, სპარსეთის ყურეს დაეწიოს, სადაც წყლის ტემპერატურა +30 – +33°C-ს აღწევს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close