ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

დილა მაინც ყავით იწყება! – სამარგალოში ჩვეულებას ვერც დატბორილი კარ-მიდამო ცვლის (ვიდეო)

გაუმარჯოს მეგრულ იუმორს, რომელიც სტიქიასაც უმკლავდება!

სამეგრელო-ზემო სვანეთში სამდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტებიდან გადმოვიდა. შედეგად 11 ივლისს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს პრობლემები შეექმნა.

12 ივლისიდან წვიმა შეწყდა, თუმცა მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. წყალდიდობამ სტიქიის ზონებში ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები დააზიანა. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.

უშიშარი მეგრელები სტიქიას მხნედ დახვდნენ, გასაკეთებელი გააკეთეს და დახმარების მოლოდინში სუფრაც გაშალეს.

ყველა წყალწაღებულს გაუმარჯოსო! – „ილოცებიან“ ავთო და რაული.

„დანარჩენები წაიღო წყალმა და სიტყვა გააყოლეთ?“ – ეკითხება  ფეისბუქის მეგობარი. „ისე, გრილად კი ხართ“, – „შეშურდა“ ვიღაცას, „აბა, მტერმა უყურა ამას ფხიზელმა“, – შეეხმიანა მეორე; „დარდებს იქარვებენ. რა ქნან“, – გაამართლა მესამემ. „ვენეციაში ქეიფობ?“- ეკითხებიან მარგალი „ფრენდები“…

მოკლედ, გაუმარჯოს მეგრულ იუმორს, რომელიც სტიქიასაც უმკლავდება!

განსაკუთრებული ზიანი კი აბაშასა და სენაკს მიადგა. ეს ბაბუ, როგორც კომენტარებიდან გავარკვიეთ, აბაშელი რომან ბიძიაა. აი, ვისგან უნდა ვისწავლოთ სულის სიმხნევე!

აბაშა, სოფელი საგვაზაო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close