ვიდეოხელოვნება

ნახეთ, ვისაც არ გინახავთ, ბედნიერებაა მათი მოსმენა – „რანინელებმა“ კიდევ ერთი ნიჭიერების ზეიმი მოაწყვეს (ვიდეო)

ესპანური საბავშვო Voice-ის მონაწილე ბარბარე მახათაძემ და კიდევ ორმა „რანინელმა“ – ვაჩე ღვინიაშვილმა და ნიკოლოზ ხარატმა კიდევ ერთი მუსიკალური „აფეთქება“ მოაწყვეს.

საბავშვო კონკურს „რანინას“ მონაწილეები ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად გადაცემა „მელომანის“ სტუმრები იყვნენ. მათ არაერთი ცნობილი ქართული სიმღერა შეასრულეს და ყველამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

ხშირად გაიგონებთ, ბავშვმა მხოლოდ საბავშვო სიმღერები უნდა იმღეროსო, მაგრამ ასეთ ნიჭიერებას ვერავითარ ჩარჩოში ვერ მოაქცევ – მღერიან ყველაფერს: მხიარულ, სევდიან, პატრიოტულ და სატრფიალო სიმღერებს… მღერიან და გულგრილს არავის ტოვებენ. ეს ბავშვები ნიჭიერების ნამდვილი ზეიმია!

ამჯერად თქვენთვის ნატო გელაშვილის „თეთრი კლავიშები“ შევარჩიეთ, რომელიც ბარბარე მახათაძემ, ვაჩე ღვინიაშვილმა, ნიკოლოზ ხარატმა და აჩიკო ბერიძემ ერთად იმღერეს.

ადრე ამბობდნენ, „დარბაზი დაინგრაო“, ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ: დაინგრა სოც. ქსელები!..

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close