ტექნოლოგიებიიტალია

იტალიაში გამოჩნდა Wi-Fi ზარის სერვისი, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, თუ მობილური კავშირი მიუწვდომელია

Wi-Fi calling – ეს არის მომსახურება, რომლის მეშვეობითაც მობილური ტელეფონით შეგიძლიათ დარეკოთ ან ზარი მიიღოთ ჩვეულებრივად, ოღონდ  Wi-Fi-ს საშუალებით მაშინაც კი, თუ მობილური კავშირი მიუწვდომელია. 

გქონიათ სიტუაცია, როდესაც ისეთ ზონაში ხართ, სადაც მობილური ტელეფონი ცუდად იჭერს, მაგ., სახლის ზოგიერთ ოთახში, ან ოფისში, სადაც  Wi-Fi კარგად მუშაობს? და იძულებული ხართ, თანამოსაუბრეს სთხოვოთ, ვაი-ფაის მეშვეობით Whatsapp-ით დაგირეკოთ. ამ პრობლემის გადაწყვეტა უკვე დიდი ხანია არსებობს – Wi-Fi Calling-ი, მაგრამ ის იტალიაში ახლახან შევიდა სრულად ძალაში.

ბოლო კვირებში ჯერჯერობით მხოლოდ Tim-მა და Wind 3-მა გაუშვეს მომსახურება ზოგიერთი შეზღუდვით, რომელიც მარკეტინგული მოსაზრებებიდან გამომდინარეობს. აქამდე ამ მომსახურებას მარტო  Vianova Mobile-ი სთავაზობდა თავის აბონენტებს, თუმცა ეს მობილური ოპერატორი გამორჩეულად ბიზნეს მომხმარებლებზეა ორიენტირებული.

Wi-Fi calling – ეს არის მომსახურება, რომლის მეშვეობითაც მობილური ტელეფონით შეგიძლიათ დარეკოთ ან თქვენ დაგირეკონ ჩვწულებრივად, ოღონდ  Wi-Fi კავშირის მეშვეობით მობილური კავშირის სიგნალის გარეშე. მომხმარებელი, რომელიც ამ მომსახურებაში ჩაერთვება, შეძლებს დარეკვას, ან ზარების მიღებას მაშინაც კი, თუ ფიჭური კავშირის დაფარვის ზონაში არ იმყოფება. იგი აგრძელებს დარეკვას თავისი მობილური ნომრიდან, თუ მობილური კავშირი არის, მაგრამ სუსტია, მაშინაც Wi-Fi calling-ი ეხმარება ზარის ხარისხის გაუმჯობესებაში.

Wi-Fi-ს მეშვეობით დარეკვა საკუთარი ტელეფონის ნომრიდან VoIP-ის (Voice over IP) სხვა დანართებივით (აპლიკაცია) მუშაობს Wi-Fi-ს მეშვეობით, როგორიცაა, მაგ.:  Skype ან WhatsApp, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება. Wi-Fi-ს მეშვეობით საკუთარი ნომრიდან განხორციელებული ზარები მუშაობს  ფიჭური კავშირისთვის მონაცემთა იმავე პაკეტის გადაცემით, როგორც  VoIP  Wi-Fi-ს შემთხვევაში, Wi-Fi-ს და ინტერნეტკავშირის საშუალებით. ინტერნეტიდან მონაცემები ფიჭურ ქსელს გადაეცემა, შემდეგ კი – უკან, მეორე მხარეს. მომსახურება Generic Access Network-ის (GAN) ახალ ვერსიას წარმოადგენს.

რის გაკეთებაა საჭირო, რომ  Wi-Fi colling-ით შეძლოთ საკუთარი ნომრიდან დარეკვა? ამისთვის საჭიროა იმ ოპერატორის სიმბარათი გქონდეთ, რომელიც ამ მომსახურებას  მიუერთდა, აგრეთვე, შესაბამისი სმარტფონი, რომელშიც დაყენებული უნდა იყოს სისტემის ბოლო ვერსია (ის ამ ახალ ფუნქციასაც მოიცავს). აღნიშნული ორი პირობის შესრულების შემდეგ ფუნქცია Wi-Fi calling ავტომატურად გაგიაქტიურდებათ და სრულიად  უფასოა, თუმცა მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია გამორთოს ის თავისი მობილური ტელეფონის პარამეტრებიდან (settings).

სამწუხაროდ, იტალიაში კიდევ ერთი შეზღუდვა მოქმედებს: დღეისათვის Tim-სა და Wind 3-ს Wi-Fi ზარების მხარდაჭერა აქვთ მხოლოდ Wi-Fi-ს საკუთარ ქსელებში ანუ მომხმარებელი Tim-ის ან Wind 3-ის სტაციონარულ ქსელს უნდა მიუერთდეს, რომ შესაბამისი მომსახურებით სარგებლობა შეძლოს. ზოგადად, ტექნიკურად Wi-Fi calling-ს  ვაი-ფაის ყველა ქსელის მეშვეობით შეუძლია მუშაობა.

რაც შეეხება Vianova-ს, ეს მობილური ოპერატორი ითხოვს, რომ სმარტფონში Vianova Phone-ის დანართი („აპლიკაცია“) დააყენოთ, სხვა მხრივ, Wi-Fi-ს ნებისმიერ ქსელში მუშაობს. Vodafone-სა და Iliad-ს Wi-Fi calling-ის მომსახურება ჯერ არ გაუშვიათ, თუმცა მათმა „დედა კომპანიებმა“ ეს უკვე გააკეთეს სხვა ქვეყნებში. მაგ., Free-მ (ფრანგული Iliad) საფრანგეთში უკვე ერთი წელია, ამასთან, Wi-Fi-ს ნებისმიერ ქსელთან მუშაობს. იმედია, ანალოგიური ნაბიჯი იტალიაშიც მალე გადაიდგმება. 

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close