მსოფლიოპოლიტიკა

„კვანტური ნახტომი“: ვერტიკალური ასაფრენ-დასაფრენი მანქანები და „თავისუფალი ქალაქები“ – ტრამპის წინასაარჩევნო ინიციატივა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ჩაატაროს კონკურსი, რათა ათამდე „თავისუფალი ქალაქი“ აშენდეს.

„ამერიკელთა წინა თაობები დიდ ოცნებებს მისდევდნენ და იმ გაბედულ პროექტებს ახორციელებდნენ, რომლებიც ერთ დროს აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მათ დაუსახლებელ კონტინენტამდე მიაღწიეს და ახალი ქალაქები ააგეს ველურ საზღვარზე. მათ შეცვალეს ამერიკელთა ცხოვრება სახელმწიფოთაშორისი საავტომობილო გზების სისტემით – ეს შესანიშნავი იყო. და მათ გაუშვეს თანამგზავრების უზარმაზარი ქსელი დედამიწის ორბიტაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპი ამბობს, რომ იგი უმასპინძლებს კონკურსს საზოგადოებისთვის, რათა შექმნან [პროექტები] და შემდეგ ააშენონ „თავისუფლების ქალაქები“ ფედერალური მიწის მცირე ნაწილზე.

ტრამპი, ასევე, განიხილავს ინვესტიციას ვერტიკალური ასაფრენ-დასაფრენი მანქანების წარმოებაში –  ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ასეთ ავტომობილებს შეუძლიათ კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირონ ერთმანეთს ამერიკული ქალაქები და სოფლები.

ტრამპის ეს გადაწყვეტილება იმ „ძირითადი ინიციატივის“ ნაწილია, რომელიც ახალი მანქანის ღირებულების შემცირებასა და ტრანსპორტირების ახალი მეთოდების შექმნაზეა ორიენტირებული.

„ისევე, როგორც გასულ საუკუნეში ამერიკის შეერთებულმა შტატები ედგა სათავეში საავტომობილო რევოლუციას, მინდა დავრწმუნდე, რომ ამერიკა და არა ჩინეთი, იქნება ლიდერი საჰაერო მობილობაშიც“, – ამბობს ტრამპი ვიდეოში.

ტრამპის „კვანტური ნახტომის“ ინიციატივა იმ ვიდეოების ციკლიდანაა, რომელიც მან საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შემდეგ გაავრცელა. სხვა ვიდეოები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება და განათლება.

„მაგრამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ სითამამე დაკარგა. ჩემი ხელმძღვანელობით ჩვენ მას დავიბრუნებთ. თუ გადავხედავთ წარსულს, სულ რაღაც სამი წლის წინ, რასაც ჩვენ წარმოუდგენელს ვქმნიდით. რა კარგი იყო, რა კარგი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანი იქნება კვანტური ნახტომი ამერიკის ცხოვრების სტანდარტში“, – ამბობს ტრამპი.

წყარო: tabula.ge

p. s. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. ეს იქნება მე-60 არჩევნები აშშ-ის ისტორიაში, რომელზეც შესაძლოა ამერიკელებმა ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი აირჩიონ (იმ შემთხვევაში, თუ 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ან არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ან მიიღებს და წააგებს). 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა მასში მონაწილეობის შესახებ. მან 2022 წლის 15 ნოემბერს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება დააანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

სამყარო კვანტურ დონეზე შეიცვალა – მაიას ტომის წინასწარმეტყველება ახდა?!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close