მსოფლიოკრიმინალი

საფრანგეთის საზღვაო პოლიციამ სანაპიროზე გამორიყული 60 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი იპოვა

საფრანგეთის საზღვაო პოლიციამ ნორმანდიის სანაპიროზე 850 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომელიც რამდენიმე დიდ შეკვრაში იყო განაწილებული. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ შეტყობინება ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრისგან მიიღო. სამართალდამცველებს ნარკოტიკის ნაპირზე გამოსატანად დამატებითი ძალა და ტექნიკა დასჭირდა.

ჯერჯერობით უცნობია, გადმოყარეს ნარკომოვაჭრეებმა ტვირთი ბორტიდან თუ ტრანსპორტირების ასეთი გზა გამოიყენეს. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 60 მილიონი ევროა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close