ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 თებერვალი – 5 მარტი

ეს კვირა ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ჩაივლის. დედის და ქალთა დღისთვის მზადება, ისევე როგორც მისი ხმაურიანი აღნიშვნა, ყველა ძირითადი მოვლენის ეპიცენტრი გახდება. თუ ამ შვიდდღიან პერიოდში თქვენი პერსონალური ბიზნესპროექტის დაწყებას ან სხვა მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებას გეგმავთ, ძალიან მცირე შანსი გაქვთ მათი წარმატებული განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სადღესასწაულო ფაციფუცზე გადაერთოთ და ყველა სხვა საკითხის მოგვარება უფრო შესაფერისი დროისთვის გადადოთ!

ვერძი

ამ კვირაში თამამად ჩაიფიქრეთ გრანდიოზული გეგმები, მათ შესანიშნავი მომავალი ექნება. რეკომენდებულია, ძველ კავშირებს და დროში გამოცდილ მეგობრებს დაეყრდნოთ. ახალ ნაცნობებთან ერთად ჯერ გულწრფელი ნუ იქნებით. ხუთშაბათი შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორების დღეა. პარასკევს არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი თქვენს ვალდებულებებზე – რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, პირნათლად შეასრულეთ. დიდია დამატებითი შემოსავლის ალბათობა მოულოდნელი წყაროებიდან. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, საყვარელი ადამიანი ძალიან გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 27.

კურო

თქვენი ცხოვრება ამ კვირაში ძალიან აქტიური იქნება. არ არის გამორიცხული, რომ თქვენთვის ახალი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაიწყოთ, რომლებიც განვითარდება და თქვენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, განსაკუთრებით – თუ მარტოხელა ხართ.  სამსახურში შანსი გექნებათ თქვენი ყველა საუკეთესო თვისება გამოავლინოთ და ხელმძღვანელობა დააინტერესოთ. ღირს პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი. შაბათ-კვირას მოინახულეთ მეგობრები, უარი არ თქვათ რაიმე ღონისძიებაზე მიწვევაზე ან კინოში წადით.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

ტყუპი

ამ კვირაში ვარსკვლავების დადებითი გავლენის გამო ცხოვრებაში, ძირითადად, კარგი ცვლილებები გელით. სამსახურში შეძლებთ დიდ წარმატებას მიაღწიოთ და თქვენი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ, რაც თქვენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. არ არის გამორიცხული მოულოდნელი შემოსავლები – შესაძლოა ძველი ვალები დაგიბრუნონ. კვირის ბოლოს მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში, საინტერესო ადამიანების მხიარულ კომპანიაში აღმოჩნდებით. პირად ცხოვრებაში ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა გარკვეული დროით შეგაწუხოთ, მაგრამ მათ მალე და მარტივად გადაჭრით.

სასიკეთო დღეები: 28, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

კირჩხიბი

ამ კვირაში დიდია კრიზისული სიტუაციების ალბათობა, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. მნიშვნელოვანია სიმშვიდე და კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. მცირე უსიამოვნებები პრობლემებს არ შეგიქმნით, თუ თავად არ ეძებთ მათ. არ უნდა ინერვიულოთ, მით უმეტეს, რომ თქვენი ავტორიტეტი სამსახურში ურყევია, თქვენი მიზანდასახული აქტიურობა და კარგი განწყობა ახალ მიღწევებამდე მიგიყვანთ. შაბათ-კვირას არ უნდა მიიღოთ კატეგორიული გადაწყვეტილებები საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში. ცოტა ხანს მოიცადეთ და უფრო დამშვიდებულ გუნებაზე გადაწყვიტეთ, როგორ უნდა გაგრძელდეს თქვენი ურთიერთობა.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 27.

ლომი

ამ კვირაში გაირკვევა, რომ ძირითად საკითხებზე საკუთარი პოზიცია გაქვთ. თუ ვინმეს რაიმეში არ ეთანხმებით, დაუყოვნებლივ გამოხატეთ თქვენი საწინააღმდეგო აზრი. წარმატების მისაღწევად სასურველია არ იჩქაროთ. შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით შეძლებთ, ღირსეულად გამოხვიდეთ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან. კვირის პირველ ნახევარში მცირე საოჯახო საქმეებს მიხედეთ, მეორე ნახევარი კი უმჯობესია დასვენებას დაუთმოთ. შაბათს შესაძლებელია ძალიან სასარგებლო ნაცნობობის დამყარება. თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 27, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

ქალწული

ამ კვირაში მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებით, სერიოზული პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. წყენას ნუ დააგროვებთ, ეს თქვენს ცხოვრებას მხოლოდ გაართულებს. თქვენთვის საუკეთესო ტაქტიკაა, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე და თქვენი ძალისხმევა ნამდვილად დაფასდება, კიდევ ცოტა დრო გჭირდებათ. იყავით მომთმენი და, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, იფიქრეთ ახალ შესაძლებლობებზე. კვირის ბოლოს მიხვდებით, რამდენად ძვირფასია თქვენთვის საყვარელი ადამიანი ყველა მისი ნაკლოვანებითა და სისუსტეებით. ეცადეთ, მასთან ერთად მეტი დრო გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 28.

სასწორი

ამ კვირაში ვარსკვლავებმა შესაძლოა თქვენს აზროვნებაში არასტაბილურობა გაზარდონ თქვენს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო. აჩქარება და ზედმეტი აურზაური თქვენთვის მიზანშეწონილი არ არის, ლოდინის სტრატეგიის დაცვით შეგიძლიათ განსაცვიფრებელ შედეგებს მიაღწიოთ. მოთმინება საშუალებას მოგცემთ, მოიპოვოთ აღიარება და მადლიერებაც კი გარშემომყოფებისგან, მათ მხარდაჭერასთან ერთად. შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანისგან ძვირადღირებულ საჩუქარს მიიღებთ.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

მორიელი

ვარსკვლავები ძალიან პოზიტიურ კვირას გპირდებიან. არაერთი მოვლენა მოგცემთ ცხოვრებით ტკბობის საშუალებას და ენერგიით აგავსებთ. პროფესიულ სფეროში თქვენი ინოვაციური იდეები არა მხოლოდ შთააგონებს სხვებს ახალი მიღწევებისკენ, არამედ ხელმძღვანელობასაც დააფიქრებს თქვენს დაწინაურებაზე. რაც შეეხება ფინანსებს, შესაძლო გაუთვალისწინებელი ხარჯების მიუხედავად საერთო ვითარება სტაბილური დარჩება. კვირის მეორე ნახევარი საუკეთესოა ცვლილებებისთვის. პირადი ცხოვრება ჰარმონიული და სიხარულით სავსე იქნება.

სასიკეთო დღეები: 28, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

მშვილდოსანი

ამ კვირაში გამორიცხული არ არის მცირე სირთულეები, მთელი თქვენი წინდახედულობა და თავშეკავება დაგჭირდებათ, რომ როგორმე თქვენი იმპულსურობა შეამციროთ. სამშაბათს სამსახურში არსებული სიტუაციის შედეგი მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. პარასკევი შეიძლება კვირის ყველაზე რთული დღე აღმოჩნდეს, ბევრი გადაუდებელი საქმე გექნებათ, თუმცა ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ. თქვენი შემოსავლები სტაბილურად და ეტაპობრივად გაიზრდება. პირად ცხოვრებაში შესაძლოა უთანხმოება საყვარელ ადამიანებთან, კონფლიქტის გაღრმავებას მოერიდეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

თხის რქა

ამ კვირაში, თუ შესაძლებელია, სამუშაოს მოცულობა შეამცირეთ. გადაჭარბებულმა აქტივობამ შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციამდე მიგიყვანოთ. სანამ გადამწყვეტ მოქმედებაზე გადახვალთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. ნიუანსებისა და წვრილმანების მიმართ დიდი ყურადღების გამოჩენა გმართებთ – გახსოვდეთ, რომ „ეშმაკი დეტალებში“. მიზანშეწონილია,  ახლობელი ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობა არ გამოავლინოთ მათი განსხვავებული აზრების გამო. ფინანსურ სექტორში, ვარსკვლავების გავლენის წყალობით, თქვენი საქმეები შესამჩნევად გაუმჯობესდება. თავისუფალი დრო უმჯობესია ოჯახს, შვილებს და საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, არც თქვენი ჰობი დაივიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

მერწყული

ამ კვირაში თავდაჯერებულობით იქნებით სავსე და იღბალიც „მხარს აგიბამთ“. თქვენი გეგმები განხორციელდება. ყველა წინა კონფლიქტი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. ეს „ოქროს დრო“ მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი სულიერი და პროფესიული განვითარებისთვის. ოთხშაბათს თქვენი საქმიანი შეხვედრები წარმატებით დაგვირგვინდება. პირად ცხოვრებაში კი დიდი შესაძლებლობა გექნებათ, უთანხმოებებს თავი დააღწიოთ და ოჯახური ურთიერთობები გააუმჯობესოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 3.

არასასიკეთო დღე: 27.

თევზები

ვარსკვლავები შესანიშნავ კვირას გპირდებიან, პოზიტიური ცვლილებები და წარმატებები გელით ცხოვრების ყველა სფეროში. თქვენი შესაძლებლობებითა და შრომისმოყვარეობით მაქსიმუმს მიიღებთ პროფესიული ცხოვრებიდან. ზოგადად, ყველაფერი, რასაც ამ პერიოდში გააკეთებთ, სავარაუდოდ, ძალიან წარმატებული იქნება, მათ შორის, ბიზნესშიც. შეგიძლიათ მეგობრებისა და ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. პირად ცხოვრებაში ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის ჯანსაღი ატმოსფერო გაგახარებთ და დადებითი ენერგიით აგავსებთ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close