ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23-29 იანვარი

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენა გაიძულებთ, თავიდან შეაფასოთ თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან. თუ წარსულში ყველაფერს აკეთებდით ნათესავებისა და მეგობრებისთვის, ახლა მიხვდებით, რომ საკუთარ თავს ძალიან ცოტა ყურადღებას აქცევდით. თუ, პირიქით, ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდით და ცდილობდით, ახლობელი ადამიანების პრობლემები არ შეგემჩნიათ, ახლა ამის შეცვლა მოგინდებათ. პროფესიულ საქმეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი და სტაბილურობის ეს პერიოდი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ახლა, სანამ პრობლემები და ბევრი სამუშაო არ გაქვთ, აუცილებლად გამონახავთ დროს თქვენი ყველაზე გამორჩეული ჰობისთვის.

 

ვერძი

ამ კვირაში თქვენი მომხიბვლელობის სრულ ძალას იგრძნობთ, ირგვლივ მყოფების ყურადღება კი მხოლოდ გააძლიერებს თქვენს პოზიციას. სამშაბათს თქვენი ორიგინალური წინადადება შესაძლოა სამსახურში კოლეგებს სარისკო მოეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტუაციის გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხუთშაბათს და პარასკევს არასასურველია ზედმეტი პროფესიული ვალდებულებების აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აუტანელ ტვირთად შეიძლება იქცეს თქვენთვის. მიზნის მისაღწევად უნდა ეცადოთ, სიტუაციას მოერგოთ და ნეგატიურ გრძნობებს ებრძოლოთ. დაგეგმილი შვებულება კვირას მნიშვნელოვანი საკითხების გამო შეიძლება შეწყვიტოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

ამ კვირაში სამსახურში წარმატება გელით. მოიკრიბეთ ძალები თქვენთვის საინტერესო კოლექტიური საქმიანობისა და პროექტების განხორციელებისას. სწორედ ახლა შეგიძლიათ გახდეთ ლიდერი და ორგანიზატორი. ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე და არ გაბრაზდეთ კოლეგებზე ზედმეტი მონდომებისა და მცირე შეცდომების გამო. დაგვიანებამ და გაჭიანურებამ შეიძლება ცოტა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ საკითხს ცოტა ფილოსოფიურად შეხედეთ. რაც უფრო თავშეკავებული იქნებით, მით უფრო გაგიადვილდებათ, თქვენს პრობლემებს უფრო კონსტრუქციულად მიუდგეთ. პირად ცხოვრებაში ისიამოვნებთ კარგი დასვენებით და სასიამოვნო კომუნიკაციით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ტყუპი

ამ კვირაში ბევრი აღნიშნავს, რომ საოცრად მიმზიდველი ხართ. კომპლიმენტების სიმრავლემ შესაძლოა გაგაბრუოთ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველა ეს სასიამოვნო სიტყვა მართალია! ამ კვირაში გადაუდებელი საქმეების მოსაგვარებლად მოემზადეთ და თავისუფლად გამოიყენეთ თქვენი ხიბლი არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ საქმიანი მიზნებისთვისაც. აქტიურობა პროფესიულ სფეროში ახალი მიღწევების გარანტიაა. გამოიყენეთ ეს პერიოდი რაიმე ახალი საქმის დასაწყებად. შაბათ-კვირას იმხიარულეთ ისე, თითქოს არ გაინტერესებთ, რა მოხდება შემდეგ. მარტოხელა ტყუპებს ბედი გაეხსნებათ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში დაფასდება ისეთი თვისებები, როგორიცაა თავდაჯერებულობა და ნებისყოფა. ორშაბათს კარიერული წინსვლის შანსი გექნებათ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ახლა შეგიძლიათ დაისვენოთ. კონკურენტებს არ სძინავთ, ერთი უყურადღებო მოქმედება და ყველაფერი ჩაიშლება. გახსოვდეთ, რომ ახალი შესაძლებლობები ახალ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებსაც ნიშნავს. შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თქვენი პირადი ცხოვრება სიმშვიდითა და ჰარმონიით იქნება სავსე. შეეცადეთ, შაბათ-კვირა სასურველ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ლომი

ამ კვირაში, სავარაუდოდ, საინტერესო მოგზაურობა გელით. იყავით ყურადღებიანი ახალი ნაცნობებისა და მათი შემოთავაზების მიმართ. ოთხშაბათი კარგი დღეა იმისათვის, რომ რაღაც ახალი საქმე ან რაიმე ახლის სწავლა დაიწყოთ. ხუთშაბათს შეეცადეთ შეიკავოთ ემოციები, ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიტყვებს და თანამოსაუბრეების ქცევას. შესაძლოა ამ გზით თავიდან აიცილოთ პრობლემები პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში. კარგი იქნება, თუ ამ კვირაში მეგობრებთან მაინც გულწრფელად ისაუბრებთ. კვირა დღე ოჯახს და თქვენს ჯანმრთელობას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ქალწული

თქვენი მჩქეფარე ენერგია თითქმის არასოდეს იკლებს, უბრალოდ, გული არ გაიტეხოთ. ოთხშაბათს შესაძლოა თქვენი გეგმები შეიცვალოს. სულიერი ზრდისა და განვითარების ახალი რაუნდისთვის დაუნდობლად უნდა მოიცილოთ ყველაფერი არასაჭირო, რაც თქვენს ცხოვრებაში დაბნეულობას ქმნის. სამსახურში სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და პერსპექტიული იქნება, რაც თავდაჯერებულობის განმტკიცებასა და სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, ხუთშაბათს არ მისცეთ უფლება კოლეგებს, კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგაყენონ. შაბათს ნათესავებთან ვიზიტი სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენზე.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

სასწორი

ამ კვირაში ძალიან ყურადღებიანი იყავით სამსახურში უმცირესი ცვლილებების მიმართაც კი, რადგან გონივრული სიფხიზლე არასოდეს არავის ავნებს. სამშაბათს ადვილად გამონახავთ საერთო ენას ხელმძღვანელებსა და კოლეგებთან. კარგი იქნება, თუ სამსახურის ყველა მნიშვნელოვან საკითხს პარასკევამდე მოაგვარებთ. შეეცადეთ, თქვენი ნიჭი და თანდაყოლილი ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ. კარგი დროა ოჯახური ურთიერთობებისთვის, ვარსკვლავების გავლენის წყალობით საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო და საინტერესო დროს გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მორიელი

ვარსკვლავების რჩევით, ამ კვირაში გადაუდებელი საკითხების მოსაგვარებლად უნდა მოემზადოთ. კონტაქტებსა და შეხვედრებს დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ეს აქტივობები მომავალში კარგ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი დატვირთვა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ კარიერულ კიბეზე მაღლა აიწევთ. პირად ცხოვრებაში ხელსაყრელი ცვლილებები გელით. შუა კვირაში თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სულიერ და მორალურ ასპექტს. შაბათ-კვირას შეგიძლიათ მოაგვაროთ ოჯახში არსებული დიდი ხნის წინააღმდეგობები და სიმშვიდე და ჰარმონია მოიპოვოთ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში შეეცადეთ, პირადი პრობლემებისგან გათავისუფლდეთ და სამსახურში საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება. თქვენი სიმტკიცე და მონდომება გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მოგიწევთ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ყველანაირი ავანტიურა და არ ჩაებათ ინტრიგებსა და შეთქმულებებში. უმჯობესია საკუთარი გამოცდილება მხოლოდ უახლოეს და სანდო მეგობრებს გაუზიაროთ. შაბათს დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, რათა ირგვლივ მყოფებმა თქვენი რჩევა მოისმინონ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

ამ კვირაში ღირს, რომ თქვენი პროფესიული ცოდნის გასაფართოებლად დრო გამონახოთ. ახლა შეძენილი ყოველი ახალი უნარი ნებისმიერ წუთს შეიძლება ძალიან მოთხოვნადი გახდეს. წარმატებული კვირაა კარიერული წინსვლისთვის. საჭიროების შემთხვევაში კოლეგები დიდ დახმარებას გაგიწევენ. მოგზაურობა და მივლინებები კარგად ჩაივლის. მთავარია, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტები აიცილოთ თავიდან, რადგან შეიძლება თქვენი დაპირისპირება საეჭვოდ მოეჩვენოთ. კვირის ბოლოს დატვირთული პირადი ცხოვრება გელით. შაბათ-კვირას შეეცადეთ, ისე დაისვენოთ, როგორც თავად გსურთ, სხვების აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მერწყული

ამ კვირაში ბევრ ადამიანთან გექნებათ ურთიერთობა და ძალიან სასარგებლო ინფორმაციებს მიიღებთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ შეგიძლიათ სამყაროს ახლებურად დანახვა და ძველი იდეების გაცოცხლება მცირედი შესწორებებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოჯახი და მეგობრები თქვენს მიღწევებს დააფასებენ, ამიტომ შექებას ნუ ელით. კვირას ფრთხილად უნდა იყოთ: მაღალია მოტყუების, ღალატის, უპატიოსნო თამაშების რისკი. შეეცადეთ, პირად ცხოვრებაში გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თევზები

ამ კვირაში შესაძლებელია დაწინაურება, რომელსაც დიდხანს ელოდით. მიზანშეწონილია, უხეშად არ გამოხატოთ თქვენი გრძნობები, დისტანცია შეინარჩუნოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელობასთან. შეეცადეთ, რომ ჭორების ობიექტი არ გახდეთ, გამოიჩინეთ დისციპლინა და ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. კვირის ბოლოს ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, თითქოს მეორე სუნთქვა გაიხსნება. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და იზრუნეთ დაგროვილი საოჯახო საქმეების მოგვარებაზე. ბოროტად ნუ გამოიყენებთ ახლობლების კარგ დამოკიდებულებას თქვენ მიმართ.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 24

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close