ჰოროსკოპი

2023 წელი ჩინური ჰოროსკოპით: რას გვპირდება კურდღლის წელი

2023 წელი ჩინური კალენდრით წყლის შავი (ლურჯი) კურდღლის ნიშნით ჩაივლის. ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ დგება (შავი/ლურჯი კურდღლის წელი ბოლოს 1963 წელს იყო). 

საშიში მტაცებელი ვეფხვი 2023 წლის 22 იანვარს დაგვტოვებს – მას  წყლის კურდღელი ჩაანაცვლებს, შესაბამისად, კურდღლის წელი 2023 წლის 22 იანვარს დაიწყება და 2024 წლის 9 თებერვალს დასრულდება. როგორც ხედავთ, კურდღლის ნიშნით წელი კალენდარულზე 18 დღით მეტია. ის ბევრ სიკეთეს გვპირდება.

აგრესიული წინამორბედისგან განსხვავებით კურდღელი მშვიდი, მოხერხებული, ტაქტიანი ცხოველია. ის ნაყოფიერების სიმბოლოა და აფასებს სიმყუდროვეს და თბილ ატმოსფეროს. თუ მოახერხებთ თქვენს სახლში ასეთი გარემოს შექმნას, მაშინ უნდა ელოდოთ კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ბევრ პოზიტიურ ცვლილებას როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით.

 

ვირთხა

კურდღლის წელი ვირთხის წელს დაბადებულებისთვის წარმატებული და ბედნიერი იქნება. მოსალოდნელია შემოქმედებითი პოტენციალის გამომჟღავნება – საკუთარ თავზე სათანადო მუშაობით ყველა პროექტი წარმატებით განხორციელდება და პიროვნული ზრდა მნიშვნელოვნად დაჩქარდება. მნიშვნელოვანია მხოლოდ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და შექმნათ მშვიდი ატმოსფერო თქვენ გარშემო, რომელიც ახალ იდეებს შთაგაგონებთ. თქვენი გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა დაფასდება.

პირად ცხოვრებას რაც შეეხება,  ყველანაირი შანსი გექნებათ, რომ არსებული ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახადოთ,  მარტოხელებმა კი თავიანთი ცხოვრების თანამგზავრი იპოვონ.

 

ხარი

ხარის წელიწადში დაბადებულები 2023 წელს ურთიერთობის დიდოსტატები გახდებიან. ახალი ნაცნობები,  შეხვედრები, მოლაპარაკებები, ლექციები – ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველგან ეფექტურად წარდგებიან და მჭევრმეტყველები იქნებიან. მთავარია  გონივრულად გამოიყენოთ და  სწორად მართოთ ინფორმაცია. მაგალითად, ფრთხილად იყავით, რომ პარტნიორები შეცდომაში არ შეიყვანოთ. ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ის, ვინც ხართ.

პროფესიული საქმიანობის მხრივ განსაკუთრებით ხელსაყრელია წლის მეორე ნახევარი. შესაძლოა, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელზეც თქვენი შემდგომი ბედი იქნება დამოკიდებული. ხელსაყრელი წელია ახალი რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად.

 

ვეფხვი

კურდღლის წელი ვეფხვის წელს დაბადებულებისთვის იღბლიანია. 2023 წელს ვეფხვს დიდი შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ გააკეთოს საყვარელი საქმე, არამედ მნიშვნელოვანი ფულადი შემოსავალიც მიიღოს. მართალია სირთულეები მუშაობასა და კარიერაში გამორიცხული არ არის და სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ეს წელი შემდგომი წინსვლის ტრამპლინი გახდეს. მთავარია, არ შეწყვიტოთ ბრძოლა მიზნების მისაღწევად.

ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ახალი პროექტების გულმოდგინედ მომზადება. წლის ბოლოს თქვენი ძალისხმევა დაფასდება და წარმატებებს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

 

კურდღელი

კურდღლებო, ეს თქვენი წელია! შეიძლება მილიონები არ მოიტანოს და ცხოვრება თავდაყირა არ დააყენოს, მაგრამ მოგცემთ ყველაზე მნიშვნელოვანს – თქვენი ჭეშმარიტი არსის ღრმა შეცნობის შესაძლებლობას. ამისთვის დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას: ჩაეწერეთ  ფსიქოლოგთა წრეზე, დაესწარით ტრენინგებს, დაიწყეთ მედიტაცია. ნახავთ, როგორ სასწაულად შეიცვლება თქვენ მიერ სამყაროს აღქმა უფრო პოზიტიური მიმართულებით. გამოიყენეთ წლევანდელი მომენტი, რათა საფუძველი ჩაუყაროთ საკუთარი თავის სრულყოფას მომავალი 12-წლიანი ციკლისთვის.

პროფესიული თვალსაზრისით, ხელსაყრელი წელია ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად, ასევე, დიდი ხნის გეგმების რეალიზაციისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები. დიდი შანსია, მარტოხელა „კურდღლები“ თავიანთ დიდ სიყვარულს შეხვდნენ.

 

დრაკონი

თუ გასული წელი დრაკონის წელში დაბადებულთათვის მრავალი მოვლენით იყო სავსე, მომავალი წელი მათ საშუალებას მისცემს, გაიაზრონ ეს მოვლენები და სწორი დასკვნები გამოიტანონ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დრაკონებისთვის, რომ გამონახონ დრო მარტოობისა და სიმშვიდისთვის. შეიმუშავეთ რიტუალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დარჩეთ საკუთარ თავთან, გამოიკვლიოთ თქვენი შინაგანი სამყარო – ასეთ პირობებში აუცილებლად იგრძნობთ დადებით ცვლილებებს როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ დონეზე.

სტაბილური შემოსავლები გელოდებათ, შესაძლებელია თანხის მატებაც, თუმცა მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯებიც. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მომავალი წელს დრაკონები უფრო მეტად დაუცველები გახდებიან დაავადებებისა და ვირუსების მიმართ, ამიტომ განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელოდებათ.

 

გველი

დრაკონებისგან განსხვავებით გველები, პირიქით, საბოლოოდ უნდა გამოვიდნენ თავიანთი თავშესაფრიდან და გაიხსნან გარე სამყაროსთან. დროა პრაქტიკაში გამოიყენოთ დაგროვილი ცოდნა, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი რეალობაში. მაშინ რეფლექსია და თვითშემეცნება, რომლითაც ამ ბოლო დროს გათამამდით, ნაყოფს გამოიღებს და ახალ საფეხურზე აგიყვანთ.

გველის წელში დაბადებულებისთვის 2023 წელი მთლიანობაში პოზიტიური იქნება ცხოვრების ყველა სფეროში, თუმცა საჭიროა მეტი დაფიქრება და აქტიური მოქმედებები. ნიჭისა და შრომისუნარიანობის წყალობით თქვენს საქმიანობაში აღიარება გელოდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას,  იყავით მომთმენი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში და ყველაფერი კარგად წარიმართება.

 

ცხენი

ცხენის წელს დაბადებულებისთვის 2023 წელი ნაყოფიერი იქნება. აქტიურობა და შრომისმოყვარეობა – თქვენი წარმატების დევიზია. ღირს ძალისხმევა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, რადგან წარმატებებს მოგიტანთ. ეს განსაკუთრებით ეხება სამუშაოს და კარიერას. იყავით ამბიციური და ბედი წინსვლის ყველა შესაძლებლობით დაგაჯილდოებთ. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის და მაშინ იგრძნობთ, რომ თქვენი პოტენციალი გაცილებით მეტია, ვიდრე თავად ელოდით.

2023 წელს არაა გამორიცხული ურთიერთობების გართულება კოლეგებთან, მათგან შურის გამოვლენა. სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებითაც, გაუფრთხილდით თქვენს ანგარიშებსა და საფულეს. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და თბილი ატმოსფერო სუფევს.

 

თხა

მთლიანობაში თხის წელს დაბადებულებისთვის 2023 წელი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, თუმცა ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი შეიძლება რთულ, უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მთავარია ზედმეტად არ ჩაიკეტოთ და მზად იყო სირთულეების დასაძლევად. ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ სწრაფად გამოხვიდეთ სიბნელიდან, გაუმკლავდეთ სირთულეებს და თქვენი გზა იპოვოთ.

2023 წელი საინტერესო ნაცნობობის პერიოდია როგორც პირადი, ისე პროფესიული თვალსაზრისით. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, დასახოთ და განახორციელოთ ახალი გეგმები პარტნიორებთან ერთად. თხის წელში დაბადებულმა მარტოხელებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ პოტენციური პარტნიორების მიმართ, რადგან დიდი შანსია, მათ შორის იყოს ის ერთადერთი, რომელიც თქვენი ცხოვრების დიდი სიყვარული გახდება.

 

მაიმუნი

მაიმუნის წელში დაბადებულებს უამრავი თავგადასავალი ელოდებათ, რომელთა შორისაც შეიძლება სახიფათო ავანტიურაც იყოს და რეალური განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ. თქვენი ამოცანაა არა მხოლოდ გაუძლოთ მათ, არამედ გამოავლინოთ არასტანდარტული მიდგომა პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოჯადოებული წრიდან გამოხვიდეთ და საბოლოოდ მოაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გტანჯავდათ. ეცადეთ, გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ,  შაბლონების მიხედვით არ იმოქმედოთ და მოთმინება გამოიჩინოთ – მაშინ 2023 წელი თქვენთვის ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იქნება.

აუცილებლად დაფიქრდით წარსულში დაშვებულ შეცდომებზე, კარგად გაიაზრეთ ისინი, რათა მსგავსი შეცდომები მომავალში აღარ დაუშვათ.  თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ  მაინც აჯობებს, თუ  ფულს ხელმომჭირნედ დახარჯავთ.

 

მამალი

მამლის წელში დაბადებულებმა 2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირად ცხოვრებას. კურდღლის წელი ბევრ შანსს მოგცემთ გადაუდებელი საკითხების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. დიდია ალბათობა იმისა, რომ  კრიზისი მალე გაივლის და პარტნიორთან კვლავ მიაღწევთ ურთიერთგაგებას და ჰარმონიას ურთიერთობაში.

პროფესიული თვალსაზრისით სამუშაოზე საკმაოდ პროდუქტიული იქნებით და, შესაბამისად, დამსახურებულად დაჯილდოვდებით, თუმცა ბევრისთვის არც სამსახურის დაკარგვა ან ხელფასის შემცირებაა გამორიცხული. მეგობრები და თანამოაზრეები საქმიანი საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებიან.

 

ძაღლი

თითოეულ ჩვენგანისთვის არსებობს ცხოვრების ის სფეროები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩვენთვის მიუწვდომელი გვეჩვენება. ძაღლის წელში დაბადებულებისთვის 2023 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამგვარი „უგულებელყოფილი“ ამბების წინ წამოწევა. მისდიეთ სპორტს, დაიწყეთ საყვარელ ადამიანებთან უფრო აქტიური ურთიერთობა, სერიოზულად იფიქრეთ კარიერაზე, დაფიქრდით, რას აკეთებდით არასწორად და ნახავთ, თუ როგორ სწრაფად გადაჭრის თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ამოცანებს „შეცდომების გასწორება“.

კოლეგებთან მეგობრული და მშვიდი ურთიერთობები შეინარჩუნეთ და შეძლებთ კონფლიქტებისა და დაძაბულობის თავიდან აცილებას. ფინანსებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით, ავანტიურაში არ ჩაებათ. პირადი ცხოვრება სავსე იქნება პოზიტიური მოვლენებით, მარტოხელებს მნიშვნელოვანი ნაცნობობა და ბედნიერი მომავალი ელოდებათ.

 

ღორი

ღორის წელიწადში დაბადებულთათვის კურდღლის წელი მშვენიერი იქნება – შეგიძლიათ გაერთოთ, კარგად გაატაროთ დრო და ისიამოვნოთ. ერთი სიტყვით, აჩუქეთ საკუთარ თავს ნათელი ემოციები, რაც დიდი ხანია იშვიათობაა თქვენთვის. მნიშვნელოვანია, რომ ხელიდან არ გაუშვათ ამ პერიოდში ცხოვრების გზაზე გაჩენილი შესაძლებლობები. სამსახურში ყველაფერი დადებითად განვითარდება, მოსალოდნელია შემოსავლების გაზრდა, თუმცა ამისთვის გაბედული მოქმედება და სერიოზული ძალისხმევა მოგიწევთ. უკან ნუ დაიხევთ, დასაკარგი არაფერი გაქვთ!

2023 წელს, სხვა წელში დაბადებულებთან შედარებით, ყველაზე მეტად გაგიმართლებთ და თქვენი პირადი ცხოვრება ჰარმონიულად განვითარდება. რაც ყველაზე მთავარია – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ივარჯიშეთ, დაივიწყეთ მავნე ჩვევები, ჯანსაღად იკვებეთ და პერიოდულად გამოკვლევები ჩაიტარეთ, რომ მუდამ ფორმაში იყოთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close