ვიდეოკინო/ფილმები
ახალი რომანტიკული კომედია რიჩარდ გირის და სუზან სარანდონის მონაწილეობით (ვიდეო)
27 იანვარს ეკრანებზე გამოდის ახალი რომანტიკული კომედია „Maybe I Do“.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია მაიკლ ჯაკობსი. კომედიაში თამაშობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები: ემა რობერტსი, ლუკ ბრეისი, დაიან კიტონი, უილიამ ჰ. მეისი, სუზან სარანდონი და რიჩარდ გირი.
გადაღებები ნიუ ჯერსიში მიმდინარეობდა 2022 წლის თებერვალ-მარტში.
მომავალი წლის 27 იანვარს ფილმი შეზღუდული „ტირაჟით“ გამოდის – მას თავიდან მხოლოდ რამდენიმე არჩეულ კინოთეატრში უჩვენებენ.
კომენტარები