გაერთიანებული სამეფოს ცხოველთა უფლებების დამცველებმა განგაში ატეხეს. ქვეყანაში პარამიქსოვირუსის აფეთქებაა, რომელმაც მტრედები ნამდვილ ზომბებად აქცია. ისინი წრეზე დადიან, კისერი მოგრეხილი აქვთ. საშიშია ასეთ ფრინველებთან მიახლოება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში JSPCA ცხოველთა თავშესაფარში გაიზარდა მტრედების რიცხვი, რომლებიც მიწაზე დაეშვნენ. ბევრს აღენიშნება ნევროლოგიური ნიშნები, როგორიცაა კისრის გადაგრეხა, თავბრუდახვევა ან დგომის უნარის დაკარგვა”, – Animal Rescue-ს ინფორმაციით.
ექსპერტების აზრით, ვირუსი მომაკვდინებელია და აზიანებს არა მხოლოდ მტრედებს, არამედ შინაურ ფრინველებსაც. ამიტომ ცხოველთა უფლებების დამცველებმა მოუწოდეს მოქალაქებბს, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ შინაურ ფრინველებს და თუ შეამჩნევენ, რომ ფრინველმა წონაში კლება დაიწყო, მადა დაკარგა, ტრემორი გამოჩნდა და სკინტლი მწვანე გახდა – სასწრაფოდ მიმართონ ვეტერინარს.
„ზოგჯერ მათ ასევე ექნებათ დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია წონასწორობის დაკარგვის ან კარგად ფრენის შეუძლებლობის გამო. ჩვენ ჰუმანურად ვუკეთებთ ევთანაზიას გადარჩენილ ფრინველებს, რათა მათ არ დააინფიცირონ სხვები, ნათქვამია JSPCA-ს განცხადებაში.
ექსპერტების აზრით, ბრიტანეთის კუნძულებზე ამინდი ხელსაყრელია ვირუსის შემდგომი გავრცელებისთვის. საბედნიეროდ, ის ადამიანებს არ გადაეცემა.
primetime.ge
კომენტარები