ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10-16 ოქტომბერი

ამ კვირის პირველი ნახევარი დიდად ხელსაყრელი პერიოდი არ არის. ურთიერთობისას გექნებათ გაზვიადების ტენდენცია, გასცემთ დაპირებებს, რომლებიც შეიძლება ყოველთვის ვერ შეასრულოთ. ამ პერიოდში ზედმეტად არ უნდა ენდოთ სხვა ადამიანებს. კვირის დასაწყისში არ არის გამორიცხული სირთულეები სწავლაში. მიდრეკილი იქნებით, ერთდროულად ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღოთ, რაც საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანთ. ნუ იქნებით გონებაგაფანტული და შეეცადეთ, ნაკლებად იკამათოთ ხელმძღვანელობასთან. მეტი შესაძლებლობა გექნებათ თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვისთვის. ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია,  რომ დაკავდეთ მუსიკით, სიმღერით, ცეკვით, ხატვით. გაიზრდება ინტერესი რელიგიის მიმართ. შეეცადეთ ამ კვირაში ყველაფერი გააკეთოთ გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს ქველმოქმედება მორალურ კმაყოფილებას მოგანიჭებთ და უკან ათმაგად დაგიბრუნდებათ.

 

ვერძი

ეს კვირა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ იღბლიანია. თქვენი ავტორიტეტი და კრეატიულობა გაიზრდება. შეეცადეთ სოციალური წრე გააფართოოთ და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება ძალიან მაცდური პერსპექტივით. ამ კვირაში  უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ახალი ინტერესები სტიმულირებას მოგცემთ უკეთესი შედეგების მისაღწევად ყველა ფრონტზე. შაბათ-კვირას, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 15.

 

კურო

ამ კვირაში განსაკუთრებით სამუშაოზე გაამახვილეთ ყურადღება, ეჭვები და პირადი კითხვები შემდეგისთვის გადადეთ, ახლა დროა კარიერაზე იზრუნოთ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოთ. შეეცადეთ იყოთ უფრო მომთმენი გარშემო მყოფების მცირე ნაკლოვანებების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ყურადღების გაუთავებლად გადატანამ წვრილმანებზე შეიძლება ვინმე ძლიერ გააღიზიანოს და გააბრაზოს. ყველაფერი დაგეგმეთ და ისე იმოქმედეთ, ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები. ნუ შეგეშინდებათ ინოვაციური აზროვნების, თქვენმა ორიგინალურმა იდეებმა შეიძლება გზა გაგიხსნათ დიდი წარმატებისკენ ცხოვრების ყველა სფეროში.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ტყუპი

მთელი კვირის განმავლობაში ოპტიმიზმს გამოასხივებთ და ეს სხვებსაც მიიზიდავს. გელოდებათ რომანტიკული პაემნები, სიყვარულის განმხელა და, შესაძლოა, ქორწინების წინადადებაც. თქვენს კრეატიულ იდეებზე დიდი მოთხოვნა იქნება, მოემზადეთ ახალი შესაძლებლობებისთვის! თქვენი კარგი განწყობა დადებითად იმოქმედებს გარშემო მყოფებზე  და თქვენ მიმართ დამოკიდებულებაც მხოლოდ დადებითი იქნება. კვირის ბოლოს საკმარისი დრო გექნებათ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად  კარგი დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება და თქვენი აქტიურობა ზედმეტი ემოციების გარეშე შედეგიანი იქნება. შეეცადეთ დროულად დაასრულოთ დავალებები სამსახურში, რათა შაბათ-კვირას მშვიდად დაისვენოთ. ფრთხილად იყავით ხარჯებთან, შრომით მიღებული ანაზღაურება ამ კვირაშივე არ შემოგეხარჯოთ. ბევრი გარემოება დადებითად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე და ნებისმიერი ოჯახური პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. კვირა დღე ძალების აღდგენას და მეგობრებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ლომი

ეს კვირა სავსე იქნება ღონისძიებებითა და შეხვედრებით, ასე რომ, არ მოგწყინდებათ. პროფესიულ სფეროში შესაძლებელია ცვლილებები უკეთესობისკენ, თუ არ იზარმაცებთ. ეს კვირა შესანიშნავია სასურველი პროექტებისა და თამამი გეგმების განსახორციელებლად. შეიძლება მომგებიანი შემოთავაზება მიიღოთ. კვირის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში იქნებით და წამყვან პოზიციას დაიკავებთ. რაც უფრო ცნობიერი და თანმიმდევრული იქნება თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან, მით უკეთესი იქნება შედეგი. შეეცადეთ შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დასვენოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ქალწული

კვირის დასაწყისში შესაძლოა ემოციურად გარკვეული დაძაბულობა იგრძნოთ, ამიტომ სასურველია ახლა არც პროფესიულ და არც პირად ცხოვრებაში მკვეთრად არაფერი შეცვალოთ. შეეცადეთ თქვენი გრძნობები ზედმეტად მძაფრად არ გამოავლინოთ – ეს შეიძლება თქვენს ახლობლებს არ მოეწონოთ. სიფრთხილით მოეკიდეთ ჭორებს, იყავით მოწესრიგებული და მშვიდი. პარასკევს ენერგიის მატებას იგრძნობთ, თითქოს მეორე სუნთქვა გაიხსნება. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და მოაგვარეთ დაგროვილი პრობლემები. შაბათ-კვირას შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ბავშვებთან.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

სასწორი

აქტიურობა და სისწრაფე – ეს არის თქვენი მთავარი უპირატესობა ამ კვირაში. შეეცადეთ მშვიდად აღიქვათ ინფორმაცია, რომელიც მთლად სასიამოვნო შინაარსის არ იქნება და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოთ – დროის გაყვანა არ ღირს. ოთხშაბათს იღბალი ხელს შეუწყობს მათ, ვინც ხანგრძლივ მოგზაურობაში აპირებს წასვლას. საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას ნუ შეიქმნით და ნუ ეცდებით გარშემო მყოფებზე ზეწოლას თქვენი ავტორიტეტით. პარასკევს მოგიწევთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მორიელი

ამ კვირაში სამუშაოზე მაქსიმალური ყურადღება დაგჭირდებათ, მაგრამ შეგიძლიათ სოლიდური მოგების მოლოდინი გქონდეთ. თავისუფლად განახორციელეთ თქვენი ოცნებები და ფანტაზიები. ამავე დროს, შეეცადეთ რეალისტები იყოთ და გადაჭარბებულად არ შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. შურიან ადამიანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და სიმშვიდის შენარჩუნებისას საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ წარმატება საუკეთესო შურისძიებაა. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა წარმატებული იქნება, თუმცა შეეცადეთ ხელმძღვანელობას მოერიდოთ. ახლა არ არის გადამწყვეტი მოქმედებების დრო. კარგი იქნება, რეალურად შეაფასოთ თქვენი ძალები, მეტისმეტმა დატვირთვამ  შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით შუა კვირაში. დაიცავით თავი არასაჭირო კონტაქტებისგან. დაუთმეთ საკუთარ თავს მეტი დრო და ყურადღება სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ვარსკვლავების გავლენის გამო ამ კვირაში შესაძლოა სამოგზაუროდ (პროფესიული მივლინება ან ოჯახური მოგზაურობა) მოგიხდეთ წასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოგზაურობას მომავალში ბევრი მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა უკავშირდება.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თხის რქა

ამ კვირაში რაღაცის შეცვლა მოგიწევთ საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. ორშაბათს თქვენი გეგმის განსახორციელებლად მოთმინება დაგჭირდებათ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აგრესია და გაბრაზება არ დაუშვათ. შეეცადეთ შეარბილოთ ვნებების სიმძაფრე და გარშემო მყოფების ყურადღება სასიამოვნო ფაქტებზე გადაიტანოთ. კვირის მეორე ნახევარში სრულიად ახალი ინფორმაციის გამო პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელია მოულოდნელი შემობრუნება უკეთესობისკენ. გაიზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა და წარმატებები ახალი ნაცნობების შეძენისას.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მერწყული

ამ კვირაში საუკეთესო იქნება, თუ თქვენს აზრებს მკაფიოდ და ლოგიკურად გამოხატავთ, მაშინ სწრაფად მიაღწევთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთგაგებას. გელით უამრავი საქმე და მათში, იძულებითი შესვენების შემდეგ, სიხარულით „ჩაიძირებით“. შეძლებთ საინტერესო ნაცნობობის დამყარებას, ღირებული ინფორმაციის მიღებას და მომგებიანი კონტრაქტის დადებას და ეს ყველაფერი საოცრად მშვიდ გარემოში ჩაივლის. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას იყავით უფრო ყურადღებიანი. შაბათ-კვირას დაისვენეთ, გაერთეთ, ისიამოვნეთ ცხოვრებით.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

თევზები

ნურავის მისცემთ უფლებას, თქვენი სიკეთე ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენონ, თქვით უარი, როცა საჭიროა. შექმნილ სიტუაციაში დიდად გამოგადგებათ აზროვნების მოქნილობა და თანამოსაუბრის თანაგრძნობის უნარი. ნათესავებთან ურთიერთობისას ნუ მისცემთ თავისუფლებას გრძნობებს და ემოციებს, არსებობს ურთიერთობების გაწყვეტის რისკი. უფრთხილდით სამშაბათს, ამ დღეს შესაძლოა თქვენი საიდუმლოებები გამოაშკარავდეს. შეეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 11. 

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close