ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 19-25 სექტემბერი

ამ კვირის პირველი ნახევარი ძალიან დატვირთული პერიოდი იქნება. შეიძლება წარმოიშვას ისეთი გარემოებები, რომელთა გადალახვაც  გაძნელდება, თუმცა ღირს სიტუაციების გამიჯვნა – ისინი, რომლებიც თქვენზე არ არის დამოკიდებული  და ისინი, სადაც თქვენ უნდა გამოავლინოთ ნებისყოფა და მზადყოფნა ნებისმიერ დაბრკოლებასთან საბრძოლველად. აქტიურობა და ენერგიულობა ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ.

ამ კვირის მეორე ნახევარში ვარსკვლავების პოზიცია უფრო ხელსაყრელია. ახლა შეგიძლიათ გახდეთ უფრო ღია და უშუალო ურთიერთობებში, რაც საბოლოოდ თანამოსაუბრის თვალსაზრისის უკეთ გააზრების საშუალებას მოგცემთ.. პირად ურთიერთობებში ეს არის სიტუაციის მკაფიო და ზუსტი შეფასების პერიოდი. შესაძლებლობა გექნებათ, ილუზიების გარეშე შეხედოთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს. ეს კარგი დროა თქვენი კავშირების გასაძლიერებლად, მეტი სიცხადისთვის.

 

ვერძი

ეს კვირა შეიძლება იყოს ძალიან დაძაბული, მაგრამ, ამავე დროს, პერსპექტიული. იყავით აქტიური, თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოთ. შეეცადეთ არა მარტო ისაუბროთ, არამედ ყურადღებით მოუსმინოთ თანამოსაუბრეებს. არსებობს საშიშროება, რომ ძველმა სტერეოტიპებმა ხელი შეგიშალოთ თქვენი გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში. ხუთშაბათს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეთ ყურადღება და შეიძლება წინა პოზიციაზე აღმოჩნდეთ – მიზანთან ახლოს! შაბათ-კვირას, დიდი ალბათობით, სასიამოვნო გარემოში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 21.

 

კურო

ამ კვირაში ყველაფერში დამოუკიდებლობა გჭირდებათ: ფიქრებში, საქმეებში, მოქმედებებსა და, რაც მთავარია, გადაწყვეტილებებში, მაგრამ თუ ძალიან უკომპრომისო იქნებით, მაშინ სავარაუდოა კონფლიქტი როგორც სამსახურში, ისე ოჯახში. დაიცავით თქვენი ინტერესები, მაგრამ სხვების ინტერესებიც გაითვალისწინეთ. ახალი იდეების შესახებ  არავის არაფერი უთხრათ, – ამის დრო ჯერ არ მოსულა, მაგრამ მიმდინარე საკითხების გადაწყვეტას ნუ გადადებთ, შემდგომში უსიამოვნებებს რომ არ გადააწყდეთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეგიძლიათ ბოლომდე ჩაეფლოთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილის რეალიზებაში. თქვენთვის სწორედ ახლა გაიხსნება წარმატებისკენ მიმავალი გზა, რომელიც ადრე შეუძლებელი ჩანდა. შეეცადეთ გააკონტროლოთ ემოციები ნებისმიერ სიტუაციაში,  -თქვენი გადაწყვეტილებები გონივრული და სამართლიანი უნდა იყოს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა მცირეხნიანი მოგზაურობა მოგიხდეთ. შაბათ-კვირას კარგი დასვენება გჭირდებათ და წინასწარ დაგეგმეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 25

არასასიკეთო დღე: 19.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში სამსახურში მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება. შესაძლოა დაგჭირდეთ კომპრომისის მოძებნა ოჯახურ და პროფესიულ პასუხისმგებლობებს შორის. შეეცადეთ გამოიჩინოთ ტაქტი და თანაგრძნობა. შუა კვირაში სამსახურში ატმოსფერო უფრო კრეატიული და კონსტრუქციული გახდება. თქვენ წინაშე შესაძლოა ახალი ჰორიზონტები გაიხსნას. პარასკევს სასიხარულო მოვლენებს ელოდეთ პირადი ცხოვრებაში. შაბათს მოსალოდნელია წარმატებული მოგზაურობა.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ლომი

ამ კვირაში თქვენთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ მიმდინარე მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. ცხოვრება უამრავ საჩუქარს გპირდებათ სასიამოვნო კონტაქტების, სხვადასხვა შეხვედრისა და საინტერესო მოგზაურობის სახით. შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ სასარგებლო კავშირები საკუთარი თავისთვის  და სერიოზული პროფესიული არჩევანი გააკეთოთ. პოზიტიური ემოციებით სავსეს არაფერი გამოგრჩეთ, მიღებული ინფორმაცია გულდასმით გადაამოწმეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ ასპარეზზე.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

სასურველია არ შეანელოთ თქვენი საბრძოლო ენთუზიაზმი და მეტი ყურადღება მიაქციოთ ბიზნესპროექტებს. ამ კვირაში გაუთვალისწინებელი პრობლემები მოსალოდნელი არ არის. დაგეგმილი საქმეების განხორციელება მაღალ დონეზე უნდა მოხდეს. იმისათვის, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა ახლობლებთან, გაუთავებლად ნუ ამბობთ, რომ დაკავებული ხართ, გამონახეთ დრო ოჯახური სადილისთვის. და მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში სირთულეები შეგაწუხებთ, მეგობრები და ნათესავები ყოველთვის მზად იქნებიან თქვენს დასახმარებლად.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

სასწორი

ეს კვირა საკმაოდ წარმატებულია ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლებელია მარტოხელა სასწორებმა მომავალი მეუღლე იპოვონ. პროფესიული თვალსაზრისით, სასურველია თავი აარიდოთ ზედმეტ და არასასიამოვნო საქმიან შეხვედრებსა და საუბრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვირის ბოლოს შესაძლოა ენერგია აღარ გეყოთ. კარგი იქნება, შეამოწმოთ თქვენი პარტნიორის სანდოობა, რათა შემდეგ ეჭვი არაფერში შეგეპაროთ. შაბათს ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. შეეცადეთ, თავისუფალი დრო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ, რომლებიც კარგად გიცნობენ და ესმით თქვენი.

სასიკეთო დღეები: 19, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მორიელი

მთლიანობაში, ეს კვირა ხელსაყრელია საქმის თანმიმდევრული წარმართვისთვის, პროფესიულ სფეროში წინსვლისა და პოზიციის გასაძლიერებლად. ასევე მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრება, – კარგი იქნება, თუ  სასიყვარულო პაემანს დაგეგმავთ, ან ერთად იმოგზაურებთ. იყავით მომთმენი, პრეტენზიები დაივიწყეთ და შედეგად მნიშვნელოვანი წარმატება და დიდი მოგება გელით. თქვენი ენთუზიაზმი და ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ისეთ ატმოსფეროს შექმნის თქვენ ირგვლივ, რომ გარშემო მყოფებს ენერგიით აავსებს. ადვილად დააკმაყოფილებთ ოჯახის წევრების ყველა საჭიროებას,  რაც თავადაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში პროფესიული ინტერესები და პირადი ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება გადაჯაჭვული, შესაძლოა თქვენმა მეგობრებმა ან ნათესავებმა მონაწილეობა მიიღონ საქმიან პროექტებში. სამშაბათს ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას, ამ დღეს სასურველია აკონტროლოთ არა მხოლოდ ქმედებები და სიტყვები, არამედ აზრებიც. ნუ დანებდებით იმედგაცრუებას და ნეგატიურ განწყობას. ოთხშაბათს გარემოებები შეიძლება დადებითად განვითარდეს, მაგრამ მათი გამოყენება ადვილი არ იქნება თქვენი პარტნიორების ახირებების გამო. კვირის ბოლო სარგებელსა და მოგებას გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თხის რქა

ამ კვირაში ისეთი დადებითი ენერგიით ხართ დამუხტული, რომ თქვენს სახეს ღიმილი არ სცილდება. სიფრთხილე და სიბრძნე ძალიან გამოგადგებათ ორშაბათს, როცა გარკვეული კონფლიქტის მოგვარება მოგიწევთ. საქმიან ურთიერთობებში  შეეცადეთ თავიდან აიცილოთ გაუაზრებელი ქმედებები, არ აჰყვეთ ილუზიებს და უგულებელყავით მაცდური შეთავაზებები. ოთხშაბათიდან დაწყებული მოგზაურობა და მოლაპარაკებები ახალ პარტნიორებთან შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. ხუთშაბათს თავი აარიდეთ უსარგებლო შეხვედრებს და ზედმეტ კონტაქტებს. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თქვენი შემოქმედებითობის ზრდა.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ამ კვირაში სამსახურში მეტისმეტად დაიტვირთოთ. შეეცადეთ არ გარისკოთ, „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“, ვინაიდან ამბიციური კარიერული გეგმების განსახორციელებლად აუცილებელია საიმედო პარტნიორი. შუა კვირაში გულწრფელად გაგიხარდებათ ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ოჯახური პრობლემების მოგვარებისას გამოიჩინეთ მოთმინება და გამძლეობა, შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ოთხშაბათს უფრთხილდით დანაკარგებს და მოტყუებას. კვირის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. თუ მოგზაურობის საშუალება გექნებათ, უარი არ თქვათ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თევზები

ამ კვირაში  ახალი საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. სამშაბათს ბევრ სფეროში შეძლებთ საკუთარი თავის გამოვლენას და წარმატების მიღწევას. ოთხშაბათს, პირიქით, უმჯობესია ერთ რამეზე გაამახვილოთ ყურადღება და ძალიან არ იჩქაროთ, შეეცადეთ ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით და სიზუსტით გააკეთოთ. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს ფულადი დანაკარგების რისკი, თუმცა ეს ოჯახის ბიუჯეტის მოულოდნელი შევსების კარგ შანსებს არ გამორიცხავს. შაბათ-კვირას შეეცადეთ მეგობრებთან ერთად სადმე მყუდრო გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close