მსოფლიოეკონომიკა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი თითქმის 300%-ით გაიზარდა – რამდენ ხანს გაგრძელდება ენერგეტიკული კრიზისი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი თითქმის 300%-ით გაიზარდა, ნავთობი კი 30%-ით გაძვირდა.

დასავლეთის მასშტაბით არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ევროპაში კომუნალური და ენერგეტიკული ხარჯების 2 ტრილიონი დოლარით ზრდას პროგნოზირებს.

„ვფიქრობთ, ბაზარი სათანადოდ ჯერაც ვერ აფასებს კრიზისის სიმწვავესა და სიღრმეს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კრიზისი 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისზე უარესი იქნება“, – განაცხადა საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსმა ალბერტო განდოლფმა.

უმსხვილესი ევროპული ბანკის, Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორისб კრისტიან სევინგის განცხადებით, ენერგორესურსების ფასები მომავალი წლის განმავლობაშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

Deutsche Bank-ის პროგნოზს იზიარებს ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-იც, რომელიც ვარაუდობს, რომ ევროპის მასშტაბით ენერგეტიკული კრიზისი 4-5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, წამყვანი ეკონომიკები კი, კერძოდ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი რეცესიის თავიდან არიდებას ვერ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ კომუნალური ხარჯების შესამცირებლად ევროპის ქვეყნები სხვადასხვა ტიპის ზომას იღებენ. საერთო ჯამში, ევროპის მასშტაბით 650 მილიარდი დოლარის მოცულობის სახელმწიფო დახმარების პროგრამები განიხილება, რომელთა უმეტესობაც ენერგორესურსების სუბსიდირებასა და საგადასახადო შეღავათებზეა მიმართული.

bm.ge-ის მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close