მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკა

ევროპა ცივი ზამთრისთვის ემზადება – გაზის კრიზისის გამო გერმანიის ქალაქებში ქუჩები ჩააბნელეს, შადრევნები გამორთეს და საჯარო შენობებში წყლის გათბობა გათიშეს

ევროპა ცივი ზამთრისთვის ემზადება – ბავარიის ქალაქ აუგსბურგში, მთავარი მოედნები და ქუჩები ჩაბნელებულია, გამორთულია შადრევნები. აუგსბურგი გერმანიაში ერთადერთი ქალაქი არაა, სადაც ანალოგიური ვითარებაა. მასშტაბური ენერგო კრიზისის გამო გერმანიის ქალაქ ჰანოვერშიც საჯარო შენობებში გათბობა გამორთეს. ენერგიის დაზოგვის მიზნით იქაც გამოირთო შადრევნები და განათებები.

მოსახლეობისთვის საჯარო შენობებში ხელის დასაბანად მხოლოდ ცივი წყალი იქნება ხელმისაწვდომი. წყლის გამათბობლის გამოყენება შეიზღუდება სპორტულ დარბაზებში. ადგილობრივებს მოუწოდებენ, ხშირად არ მიიღონ შხაპი, ან დროის ხანგრძლივობა შეამცირონ. ევროკავშირის სახელმწიფოები თვლიან, რომ თუ მოქალაქეები ენერგიის მოხმარებას 15 პროცენტით შეამცირებენ, ეს საშუალებას მისცემს ქვეყნებს, ზამთრის ცივ თვეებში ენერგიის მარაგი გაზის გარდაუვალი დეფიციტისთვის შემოინახონ.

ენერგოკრიზისი ერთადერთი პრობლემაა არაა, რასაც ის ევროპული ქვეყნები განიცდიან, რომლებიც რუსულ ენერგორესურებზე არიან დამოკიდებულები. ევროპელებს გასულ წელთან შედარებით მინიმუმ 8-ჯერ გაზრდილი გადასახდების გადახდაც მოუწევთ. ევროზონა რეკორდულ ინფლაციასაც ებრძვის, რის გამოც ფასები საკვებ პროდუქტებზეც იზრდება.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა გარკვეული დისკომფორტი უნდა დაძლიონ იმისთვის, რომ ევროკავშირმა რუსეთს ბუნებრივი აირით შანტაჟის უფლება არ მისცეს.

ამ კვირას „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება სარემონტო სამუშაოების მიზეზით, კიდევ 20 პროცენტით შეამცირა. ევროპაში გერმანია გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, მისი მოხმარებული ენერგიის მეოთხედი სწორედ ბუნებრივი აირია, რომლის ნახევარსაც რუსული გაზის იმპორტი შეადგენს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close