რუსმა სამხედროებმა პრეზიდენტი პუტინი შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებისას მოკლან. ამის შესახებ ტაბლოიდი The Sun-ი ლონდონის სამეფო კოლეჯის კონფლიქტების ექსპერტზე, რობერტ ტრონტონზე დაყრდნობით წერს.
ტრონტონის აზრით, რუსი გენერლები თვლიან, რომ პუტინმა უფრო რბილად დაიწყო მოქმედებები უკრაინასთან მიმართებაში, კერძოდ, ჯარები გაიყვანა კიევიდან და დონბასზე კონცენტრირდა. უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს და დაზვერვის მთავარ სამმართველოს აქვთ შესაძლებლობა პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის ზომები მიიღონ, თუ დაინახავენ, რომ რუსეთის ჯარი დონეცკში და ლუგანსკში პოზიციებს კარგავს.
პუტინს შეიძლება დაუყენონ ულტიმატუმი: ან გადადგეს, ან მოკვდეს.
ბრიტანელი მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ რთული არ იქნება რუსეთის მოსახლეობის დარწმუნება პრეზიდენტის შემთხვევით სიკვდილში. ასეთი მაქინაცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოახერხა გენერალურ მდივანთან, ლეონიდ ბრეჟნევთან და სხვა კომუნისტ ლიდერებთან დაკავშირებით 1970-80-იან წლებში.
„მათ ეყოფათ ჭკუა ამის გასაკეთებლად. თუ სასახლის კარის გადატრიალება გინდათ, ეს ჩუმად, სრულიად საიდუმლოდ უნდა აკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ „გრუ“, ეს გააკეთოს და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ მიშვნელოვნად დიდი ძალები მიიღეს კიდეც. შემდეგ აიძულებთ ადამიანებს ილაპარაკონ ტელევიზიით, რომ პუტინი ცუდად არის და მაშინ უკვე ახალი ლიდერი გიჩნდებათ. ვინმე იტყვის: „საწყალ პუტინს გულის შეტევა დაემართა მისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის და ამდენხნიანი დაძაბულობის გამო, და ვიღაც მის მაგივრად დავნიშნეთ“. სცენარი მარტივია“, – ასეთია რობერტ ტრონტონის ხედვა.
პროფესორი ირწმუნება, რომ გენერლები დიდ ზეწოლას ახდენენ პუტინზე იმის გამო, რომ ის კატასტროფულ დანაკარგებს განიცდის უკრაინაში. რუსეთმა უკვე დაკარგა დაახლოებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ათასზე მეტი ტანკი და თვითმფრინავი, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი. ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა ვერცერთ გაცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია, აპრილში კი იძულებული გახდა, კიევის ოლქიდან ჯარი გაეყვანა.
„არმიას არ შეუძლია ამდენი ადამიანის დაკარგვა განაგრძოს. ის სისხლისგან იცლება. მას ჯარისკაცები გამოელია, უმთავრდება რაკეტები, ყველაფერი უთავდება. არმიაში აუცილებლად იქნება პრობლემები მორალურ სულისკვეთებასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ჯარისკაცები იკითხავენ: რატომ ვაკეთებთ ამას?“ – ამბობს ტრონტონი.
უკვე ახლა რუსეთის არმიაში დიდი რაოდენობით სერჟანტი და ჯარისკაცია, რომლებიც გენერლებს ამ კითხვებით მიმართავენ. გადატრიალების შემთხვევაში მაღალჩინოსან რუს სამხედროებს შეუძლიათ ფრონტის ხაზიდან საუკეთესო ნაწილები გაიყვანონ და მოსკოვში წაიყვანონ. ჯარის გადაადგილებას აუცილებლად დააფიქსირებს თანამგზავრი – და ეს პუტინის კრახის სიგნალი იქნება.
თუმცა, რობერტ ტრონტონი შიშობს, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში შესაძლოა სამხედრო გადატრიალების შემდეგ რუსეთს სათავეში უფრო სასტიკი და სამხედრო საქმეში უფრო დახვეწილი ადამიანი ჩაუდგეს. ყველაზე რეალური კანდიდატები მისი აზრით გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი და „ფეესბეს“ მეთაური, ალექსანდ ბორტნიკოვი არიან.
„რუსებს უთხრეს, რომ ისინი ნაცისტებს ეომებიან, ამიტომ მას, ვინც ხელისუფლებაში მოვა, არ შეუძლია უცებ თქვას: „ოი, ჩვენ ვნებდებით. გავდივართ უკრაინიდან“. ეს იგივეა, რომ თქვას: – ჩვენ ნაცისტებთან მარცხი განვიცადეთ. ამის თქმის შემდეგ რუსეთში ვერცერთი ლიდერი ცოცხალი ვერ გადარჩება“.
სრულიად რეალურია, ახალმა ლიდერმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს და რომელიმე უკრაინული ქალაქი პირისაგან მიწისა აღგავოს, რათა საკუთარი განზრახვის სერიოზულობა დაამტკიცოს და უკრაინელებს დანებება აიძულოს. რობერტ ტრონტონი თვლის, რომ ეს შეიძლება ვლადიმირ პუტინის დროსაც მოხდეს, თუ მას მკაცრი პოზიციის მომხრეები ამას აიძულებენ.
newsreport.ge
კომენტარები