პოლკ „აზოვის“ ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი მესამე დღეა გრძელდება.
„აზოვის“ მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მებრძოლები თავდაცვას განაგრძობენ.
„მარიუპოლის მცველები ინტენსიური ცეცხლის პირობებში ქარხნის დაცვას განაგრძობენ. მტერი იყენებს ავიაციას, არტილერიას და სახმელეთო ჯარს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ჩანს „აზოვსტალის“ დაბომბვის კადრები.
ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებში უკრაინელ სამხედროებთან ერთად არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ჯერ ვერ მოხერხდა.
მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორის, ენვერ ცქიტიშვილის განცხადებით, რამდენიმე თავშესაფარი ქარხანაში იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია პირდაპირ ბირთვულ დარტყმასაც გაუძლოს.
კომენტარები