მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

რას აკეთებენ უკრაინელი მილიარდერები საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად?

რას აკეთებენ მდიდარი უკრაინელები უკრაინის დასახმარებლად:

1. რინატ ახმეტოვი

უკრაინაში ყველაზე მდიდარი ადამიანი რინატ ახმეტოვია, რომელიც Forbes-ის მიხედვით, 4.6 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებს ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარება. მეწარმის თქმით, მთელი მისი ბიზნესი დღეს ორიენტირებულია დაეხმაროს ადამიანებს გადარჩენაში და ყველა არსებული გზა და საშუალება მიმართოს ამ უბედურების დასრულებისკენ. შედეგად, ომის დაწყების პირველივე დღიდან, მხოლოდ  ახმეტოვის ბიზნეს-აქტივებიდან გაცემულმა დახმარებამ, 600 მილიონი უკრაინული გრინვა შეადგინა. აქედან 100 მილიონი კონკრეტულად კიევს მოხმარდა. 330 ჯავშან-ტექნიკის მომარაგებას, 5 მილიონი გრივნა კი ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყო.

გარდა ამისა, ბიზნესმენი, უკრაინის სამ რეგიონს, საავადმყოფოებს, სამხედროებს, მაშველებსა და თონეებს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის, რაც დაახლოებით 50-60 მილიონ გრივნას უტოლდება. მეტიც, მობილიზებული ჰყავს  სპეციალისტები და ინჟინრები, რომ უკრაინას ელექტრომომარაგება 24/7-ზე, გამართულად მიეწოდებოდეს. ხოლო  ჯარისკაცებისთვის და ბავშვთა საავადმყოფოების საჭიროებისთვის 1.05 მილიონი გრივნაა გათვალისწინებული. პარალელურად, უკრაინელი მილიარდერი, საწვავისა და თავდაცვის საშუალებების მიწოდებას აგრძელებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია რინატ ახმეტოვის ფონდის როლი, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო კლინიკებს მედიკამენტებს აწვდის. ახმეტოვის ინიციატივით შეიქმნა ჰუმანიტარული შტაბიც, რომელიც მარაგდება პროდუქტებით და ასევე ჩართულია ადამიანების ევაკუაციაში. ინფორმაციისთვის, რინატ ახმეტოვის ქონება, ომის დაწყების შემდეგ 7.6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

2. ვიქტორ პინჩუკი

მდიდარი უკრაინელების რეიტინგში, უკრაინის რიგით მეორე პრეზიდენტის ლეონიდა კუჩმის სიძე, ვიქტორ პინჩუკიც მოხვდა, რომლის ქონება დღეს, 2.5 მილიარდით შემცირების შემდეგ, 1.9 მილიარდი დოლარია. მართალია კონკრეტული თანხა, რომელიც ბიზნესმენმა უკრაინელების დასახმარებლად გამოყო, ცნობილი არ არის, თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია, რომ უკრაინის ჯარს იგი ფულადი რესურსებით ამარაგებს და თან მოუწოდებს დასავლეთს, მეტად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ომის მიმდინარეობისას. მის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში კი, ყოველდღიურად 100 მილიონი უკრაინული გრივნა ირიცხება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, პინჩუკმა Wall Street Journal-ში დაწერა სტატია, სადაც დასავლეთს იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს და ეს ყველაფერი არაა, მანვე შექმნა სპეიალური ფონდი, სადაც ყოველდღიურად თითქმის ნახევარი მილიონი უკრაინული გრივნა ირიცხება და სრულად სამხედრო საჭიროებებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას ხმარდება.

3. კონსტანტინ ჟევაგო

სიაში რიგით მესამე კონსტანტინ ჟევაგოა, რომლის ქონება თებერვლის შემდეგ 2.4 მილიარდი დოლარით შემცირდა. იგი არ ასაჯაროვებს, თუ რა ოდენობის თანხა გამოყო დარჩენილი 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ქონებიდან მშობლიური უკრაინის დასახმარებლად, თუმცა ცნობილია, რომ მისი ჰუმანიტარული ფონდის ანგარიშზე 7.5 მილიონი დოლარია.

4. ვადიმ ნოვინსკი

დათვლილ რეიტინგში მოხვდა Metinvest-ის აქციონერი ვადიმ ნოვინსკი, რომელიც ქონების 1.4 მილიარდით შემცირების შედეგად დღეს 1.3 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და სამშობლოს მტერთან საბრძოლველად სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს. ამისთვის კომპანიამ 10 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  თანხის ნაწილი რინატ ახმეტოვის აქტივებსაც მოიცავს, რომელიც ასევე კომპანიის აქციონერია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ვადიმ ნოვინსკი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით დაზარალებულ ჯარისკაცებსაც უწევს დახმარებას, ამ მიზნით კი ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიონი უკრაინული გრივნა დაიხარჯა.

5. პეტრო პოროშენკო

რაც შეეხება უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაკეტონ უკრაინის ცა და კიევს საბრძოლო თვითმფრინავები და თავდაცვის საშუალებები მიაწოდონ, თავადაც აქტიურად არის ჩართული და ეხმარება ქვეყანას, კონკრეტულად კი ჯარს: ტექნიკით, აღჭურვილობითა და სპეციალური სამოსით. ინფორმაციისთვის, პოროშენკოს ქონება 700 მილიონი დოლარია და მან ომის პერიოდში 1.6 მილიარდი დოლარი დაკარგა, შესაბამისად, ფორბსის მილიარდერთა სიასაც გამოეთიშა. გარდა ამისა, ის პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თუ რა დახმარებას უწევს ის და მისი მეუღლე ჯარსა და ექიმებს.

6. სერგეი ტიგიპკო

მილიარდერების ჩამონათვალში სერგეი ტიგიპკოც მოხვდა, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ 700 მილიონ დოლარით შეუმცირდა ქონება და დღეს  600 მილიონ დოლარს ფლობს. ის არ აკონკრეტებს ზუსტ თანხას, რომელიც ომის მიმდინარეობისას  ურაინის ჯარს მოახმარა, თუმცა ტიგიპკო ადასტურებს ფაქტს, რომ სამხედრო აღჭურვილობისა და საჭირო პროდუქტების მომარაგებას უზრუნველყოფს და ეხმარება ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებსაც.

7. გალინა და ალექსანდრ გერეგები

და სიის ბოლო წევრები გალინა და ალექსანდრ გეგერები არიან 500 მილიონი დოლარის ქონებით, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინული არმიის დახმარება გადაწყვიტეს და ამისთვის 100 მილიონ გრივნაზე მეტი გამოყვეს, ასევე, უზრუნველყოფენ მოსახლეობისა თუ ტექნიკის ტრანსპორტირებას უკრაინიდან ევროპაში და პირიქით. მათი ქონება ომის დაწყების შემდეგ 1.7 მლრდ დოლარით შემცირდა და ისინი „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში აღარ ირიცხებიან.

ეს არ არის იმ ბიზნესმენთა სრული ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. მათ რიგებს ის ადამიანებიც ავსებენ, რომლებიც წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობენ და შრომობენ. მათ შორისაა, სტარტაპ Revolut-ის თანადამფუძნებელი ვლად იაცენკო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში უკრაინას ყოველდღიურად 1.5 მილიონი ფუნტს ურიცხავდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ალექსანდრე იაროსლავსკი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იახტას ყიდის და ეს თანხა რუსეთზე გამარჯვების შემდეგ ხარკოვის აღდგენას მოხმარდება.

მილიარდერი იური კოსიუკი ამბობს, რომ უკრაინელებს 4 000 ტონა პროდუქცია და  200 მილიონი უკრაინული გრივნა გადასცა.

რამდენიმე მილიარდერი, რომლებსაც ხშირად ვხედავთ Forbes-ის სიაში, ომის დაწყების დღიდან ჩუმად არის. მაგალითად, მედიაში არ იძებნება ინფორმაცია, ეხმარება თუ არა სამშობლოს ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი, რომლის ქონებაც დღეს მილიარდი ამერიკული დოლარია, ან გენადი ბოგოლიუბოვი, რომლებიც დანაკარგების მიუხედავად, დღევანდელი მონაცემებით, მილიარდერთა სტატუსს ინარჩუნებენ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close