ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 მარტი – 3 აპრილი

ამ კვირაში ბევრს გაუჩნდება სურვილი, თავი დააღწიოს ყოველდღიურ აურზაურს და სადმე შორეულ კუნძულზე გაემგზავროს. ასეთი იმპულსები, სავარაუდოდ, მალე გაივლის (თუმცა არიან ისეთებიც, ვინც უკვე ალაგებს ჩემოდანს და სამოგზაუროდ ემზადება) და უახლოესი დღეების გეგმას აუცილებლად უნდა დაემატოს ესთეტიკური სიამოვნების ძიება, ინტელექტუალურ თანამოსაუბრეებთან ხშირი კომუნიკაცია და შესაძლებელი ფიზიკური ვარჯიში. აგრესიისა და უსაფუძვლო ეჭვიანობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

 

ვერძი

ამ კვირაში ვარსკვლავები ვერძისგან გაბედულ და გადამწყვეტ მოქმედებას ელიან საკუთარი პოზიციის დასაცავად. სიმტკიცე და მონდომება თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ, აი ეჭვები და საქმის გაჭიანურება კი წარუმატებლობის გზაა. მოგიწევთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ გაურკვეველი სიტუაციები, არ ჩაგითრიონ რაიმე ინტრიგებსა და შეთქმულებაში. უმჯობესია საკუთარი გამოცდილება უახლოეს და ყველაზე სანდო ადამიანებს გაუზიაროთ. შაბათს მოგიწევთ დიდი ენერგია დახარჯოთ, რათა ირგვლივ მყოფებმა მოგისმინონ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

 

კურო

ამ კვირაში მოგიწევთ ბევრი იშრომოთ და წარმატების გჯეროდეთ, რაც არ უნდა მოხდეს. ორშაბათს შეეცადეთ არ კოლეგებთან ერთად იმოქმედოთ, რადგან ამ სიტუაციაში საუკეთესო შედეგს გუნდური მუშაობით მიიღებთ. ამავე დროს, პლანეტების ხელსაყრელი გავლენის გამო  საშუალება გექნებათ საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო შესანიშნავად გაატაროთ დრო. მზის დადებითი გავლენა კი სტრესის მოხსნას და თქვენ ირგვლივ მშვიდი გარემოს შექმნას გპირდებათ, რაც შემოქმედებითი მუხტის გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ, სიმშვიდეს მიაღწიოთ და ეფექტიანი გზები იპოვოთ თქვენი მომავალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

სასიკეთო დღეები: 32, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ტყუპი

ინტუიცია არ გიმტყუნებთ და საშუალებას მოგცემთ, გადამწყვეტად იმოქმედოთ, რის შედეგადაც თქვენი ცხოვრების პოტენციალი შესამჩნევად გაიზრდება და ადვილად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას ყველა ფრონტზე. შესაძლოა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა გააქტიურდეს. სოლიდურ მოგებას მიიღებთ და პროფესიულ პოზიციას განიმტკიცებთ. ნათესავებთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან ურთიერთობა ახალ ხარისხს შეიძენს, მათში აღმოაჩენთ რაღაც ახალს და სასიამოვნოს, რასაც აქამდე, უბრალოდ, ვერ ამჩნევდით. შაბათ-კვირას შეგიძლიათ მოგზაურობით ან მომგებიანი შენაძენით დატკბეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში სასურველია წინასწარ შეადგინოთ საქმეებისა და შეხვედრების დეტალური გეგმა და მის შესრულებას შეეცადოთ. სამშაბათს პრინციპული საკითხების გადაწყვეტისას აზრს ნუ შეიცვლით. ოთხშაბათს ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ხუთშაბათს შეეცადეთ არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საქმიანი ინფორმაცია და არ გადადოთ შეხვედრები. ამასთან, ფრთხილად იყავით, რადგან არსებობს შეცდომის დაშვების შანსი, რომელიც მომავალში გამოვლინდება. შაბათ-კვირას  შეეცადეთ ახლობელი ადამიანების წრეში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ლომი

ეს კვირა ხელსაყრელია ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად, სამუშაოს მოსაძებნად და კარიერული ზრდისთვის. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ემოციები აკონტროლოთ. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღების, რაც საშუალებას მოგცემთ ყურადღება გაამახვილოთ მიზანზე და ნდობა მოიპოვოთ. სავარაუდოა, რომ ზოგიერთ თქვენგანს მოუწევს მცირე ხნით ოჯახთან განშორება, მივლინებაში წასვლა. შეეცადეთ არ ჩაერთოთ სათავგადასავლო რომანტიკულ ისტორიებში, თუ არ გსურთ სასიყვარულო სამკუთხედში მოხვდეთ. გამონახეთ დრო ოჯახისა და მეგობრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ქალწული

საკმაოდ ბევრს ითხოვთ საკუთარი თავისგან, იყავით უფრო მიმტევებელი და უარს ნუ იტყვით სანდო ადამიანების დახმარებაზე. სავარაუდოა, რომ თქვენი  შრომატევადი სამუშაო, პლანეტების დადებითი გავლენის წყალობით, პროფესიულ ფრონტზე წარმატებამდე მიგიყვანთ, რაც შემდგომ კარიერულ ზრდაში გამოგადგებათ. ამ კვირაში  ძალიან წარმატებული იქნება რამდენიმედღიანი მოგზაურობა. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ საბუთების მოწესრიგება, სესხებისა და კომუნალური გადასახადების გადახდა. შეეცადეთ კვირა დღე საკუთარ თავს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 2.

 

სასწორი

კვირის პირველი ნახევარი მდიდარი იქნება საინტერესო შეხვედრებითა და ღონისძიებებით. დროა საკუთარი თავი რაღაცით გაანებივროთ. სამშაბათს ჯობია ხმამაღლა არ გამოხატოთ თქვენი აზრი მნიშვნელოვან თემებზე, თუნდაც თქვენს ხელმძღვანელობაზე. კვირის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული კონფლიქტების პროვოცირება. სასურველია პარასკევს პირად ცხოვრებაზე იზრუნოთ, გაუზიაროთ თქვენი პრობლემები საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებთ. ამ კვირაში შეიძლება სრულიად შემთხვევით შეხვდეთ ადამიანს წარსულიდან.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მორიელი

ამ კვირაში სამუშაო ისე დაგეყრებათ თავზე, რომ ამოსუნთქვის საშუალება არ გექნებათ, მაგრამ ყველაფერს მოასწრებთ, შესაბამისად, მოგებასაც მიიღებთ და ხელმძღვანელობისა და კოლეგებისგან პატივისცემასაც დაიმსახურებთ. თქვენი ავტორიტეტი და სანდოობა მოიმატებს. ოთხშაბათს დიდი პრობლემებისგან გათავისუფლდებით. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან, რათა მათ თქვენი განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება იგრძნონ, რაც ხშირად აკლიათ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ სამოგზაუროდ წახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა კარგ შესაძლებლობებს მოგცემთ თქვენი იდეების რეალიზაციისთვის. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ მარტო წარმატებას ვერ მიაღწევთ, ეძებეთ მხარდაჭერა მეგობრებსა და ახლობლებში. შეეცადეთ ჯანსაღ კომპრომისზე წახვიდეთ ბიზნეს პარტნიორებთან და კოლეგებთან, ეს ძალიან დაგეხმარებათ, ოღონდ თავს ძალიან ნუ დაიტვირთავთ. არ დაივიწყოთ ოჯახი, მეგობრები და დასვენება. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მხიარულ კომპანიებში, დაესწროთ სადღესასწაულო გასართობ ღონისძიებებს, მაქსიმალურად ისიამოვნოთ ცხოვრებით.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

 

თხის რქა

კვირის პირველი ნახევარი დიდი ალბათობით საოჯახო საქმეების აურზაურში ჩაივლის. თქვენი საღი აზრი დაგეხმარებათ, ადეკვატურად შეაფასოთ არსებული მდგომარეობა და ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეთ. ხუთშაბათიდან მოგიწევთ ბევრი მუშაობა, დაგროვილი მასალის უზარმაზარი რაოდენობის სისტემატიზაცია. ეს პროცესი შორიდან არც თუ ისე საინტერესოა, თქვენთვის კი ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იქნება. მისი შედეგი ძალიან მოულოდნელი იქნება და გამოიწვევს მიმზიდველ პროფესიულ პერსპექტივებს.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მერწყული

ეს კვირა, პლანეტების გავლენის წყალობით, ბევრ სასიამოვნო მოვლენასა და შეხვედრებს გპირდებათ. სიამოვნებით გაატარებთ დროს მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში, რომლებთან ურთიერთობა განსაკუთრებით თბილი და სანდო გახდება. თქვენი ენერგია და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე. თქვენ წინაშე გაიხსნება პერსპექტივები და მათკენ სწრაფვა თქვენი  მოთხოვნილება გახდება, თუმცა ნუ დაუსახავთ თავს შეუძლებელ ამოცანებს. ეს არ არის სესხის აღებისა და დიდი შესყიდვების დრო.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თევზები

ამ კვირაში კარგი ამბები და საუკეთესო განწყობა გელით პლანეტების ხელსაყრელი გავლენის წყალობით. შესანიშნავი პერიოდია კომუნიკაციისთვის, მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, რომელთა გადადებაც აღარ შეიძლება. დახმარებისა და რჩევისთვის დაგიკავშირდებიან. შეიძლება კრეატიული იდეების რეალიზების შესაძლებლობა მოგეცეთ. მიუხედავად სამსახურში დატვირთულისა, ბევრი თქვენგანი ოჯახსაც არ მოაკლებს ყურადღებას და შაბათ-კვირას მათთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატარებს.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close