ეკონომიკამოგზაურობა

ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით Wizz Air-მა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა 2 დეკემბერს შეასრულა. ავიაკომპანია რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის საჰაერო მარშრუტზე კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს Airbus A321neo ტიპის ხომალდით.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Wizz Air-ი პირველ რეისზე 340 მგზავრს მოემსახურა.

„ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 ავიაკომპანია ასრულებს 16 ქვეყნის 32 მიმართულებით.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი კვლავაც ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს საქართველოს ავიაბაზარზე. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის ინფორმაციით, 2025 წლის 11 თვეში Wizz Air-ი საქართველოში 1,7 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა და ქუთაისის აეროპორტიდან 4 900-ზე მეტი რეისი შეასრულა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close