მსოფლიოეკონომიკა

EU: მოსახლეობის შემოსავალი ბოლო 20 წელიწადში მხოლოდ იტალიასა და საბერძნეთში შემცირდა

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში ოჯახების რეალური შემოსავალი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საშუალოდ 22 პროცენტით გაიზარდა. 2004-დან 2024 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე რეალურმა შემოსავალმა თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში მოიმატა, გარდა ორი ქვეყნისა – საბერძნეთისა და იტალიისა, სადაც, პირიქით, კლება დაფიქსირდა: საბერძნეთში – 5 პროცენტით, იტალიაში – 4 პროცენტით.

2004-2008 წლებში ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა 2008–2011 წლებში, გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, ზრდა შეჩერდა, ხოლო 2012-2013 წლებში კლების ფაზაში გადავიდა. ამის შემდეგ მიღწეული იყო თანმიმდევრული ზრდა 2020 წლამდე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გავლენით შემოსავლები კვლავ შემცირდა.

აღდგენა 2021 წელს დაიწყო. შემოსავლის ზრდა შენელებული ტემპით გაგრძელდა 2022 და 2023 წლებში, ხოლო 2024 წლის პირველადი მონაცემები ადასტურებს, რომ ზრდის ტემპი კვლავ აჩქარებას იწყებს.

ევროკავშირის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავლის ყველაზე მაღალი ზრდა 2004-2024 წლებში დაფიქსირდა რუმინეთში (134%), ლიეტუვაში (95%), პოლონეთში (91%) და მალტაზე (90%).

რეალური შემოსავალი ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორც აღვნიშნეთ, შემცირდა მხოლოდ საბერძნეთსა და იტალიაში. ყველაზე დაბალი ზრდა სხვა ქვეყნებს შორის დაფიქსირდა ესპანეთში (11%), ავსტრიაში (14%), ბელგიაში (15%) და ლუქსემბურგში (17%).

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close