ჯანმრთელობარჩევები

„3-2-1“ ტექნიკა: სპეციალისტის რჩევა მთელი ღამის მშვიდი ძილისთვის

ღამით გაღვიძება, ზოგჯერ არაერთხელ, მოშარდვის სურვილით ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა და თუნდაც მალევე იბრუნებდეთ ძილს, ასეთი გამოფხიზლება მაინც არღვევს ძილის ნორმალურ რეჟიმს. როგორც ამერიკელი ექიმი, ძილის კლინიკური სპეციალისტი და კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი მაიკლ ბრეუსი განმარტავს, ღამით რეგულარულმა გაღვიძებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ძილის ხარისხი და მძიმე შემთხვევებში ექიმის კონსულტაციაც კი გახდეს საჭირო.

ბრეუსის თქმით, თუ ღამით გაღვიძება მხოლოდ ეპიზოდურად გაწუხებთ, შეგიძლიათ სცადოთ მარტივი, მაგრამ ეფექტიანი მეთოდი – „3-2-1“ ტექნიკა. მისი არსი საღამოს ჩვეული ჩვევების ეტაპობრივ შეზღუდვაში მდგომარეობს:

  • დაძინებამდე 3 საათით ადრე: უარი თქვით ალკოჰოლზე;
  • დაძინებამდე 2 საათით ადრე: შეწყვიტეთ ჭამა;
  • დაძინებამდე 1 საათით ადრე: შეზღუდეთ ან საერთოდ შეწყვიტეთ სითხის მიღება.

ეს ყოველდღიური რეჟიმი ამცირებს შარდის ბუშტზე დატვირთვას და ნაკლებად სავარაუდოს ხდის ღამის განმავლობაში მოულოდნელ გამოღვიძებას.

ბრეუსის მიერ დაარსებული The Sleep Doctor’s-ის ვებსაიტზე განმარტებულია, რომ ღამით ხშირი შარდვა, რომელიც ცნობილია, როგორც ნიქტურია, უფრო ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში. რეკომენდაციებში ნათქვამია: „ნიქტურია შეიძლება ახალგაზრდებშიც შევგხვდეს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო გავრცელებული ხდება“.

სპეციალისტის თქმით, „3-2-1“ ტექნიკა უსაფრთხოა და ბევრს ეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში. თუმცა ბრეუსი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხანდაზმულებმა მის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ სითხის შეზღუდვა დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მათთვის ზიანის მომტანი არ იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close