ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17–23 ნოემბერი

ამ კვირაში ცაზე თერთმეტი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. ეს წარმოუდგენელი რაოდენობაა იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ კვირაში სამიდან ოთხ ასპექტამდე ფიქსირდება ხოლმე. ამიტომ ასპექტების ასეთი დიდი რაოდენობა ციური გავლენის ძალიან ფერად და მრავალფეროვან სურათს ქმნის.
17 ნოემბერს მზე-იუპიტერის ტრინი ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია, რომელიც პერსპექტიულ მიმართულებებს ხსნის. ასევე 17 ნოემბერს მზე-სატურნის ტრინი კი ხელს უწყობს დღემდე მიღწეული დადებითი პროგრესის განმტკიცებას და შენარჩუნებას.
17-18 ნოემბერს მერკური-პლუტონის სექსტილი ხელს უწყობს ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებას, სწავლას, კონტაქტებს და მოგზაურობას.
19 ნოემბერს მერკური-ურანის ოპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრაქტების უეცარი გაწყვეტა და შეცდომები ინფორმაციის დამუშავებისას.
19 ნოემბერი, მერკური-ნეპტუნის ტრინი – ამ ასპექტმა შეიძლება გაზარდოს ინტერესი ჰუმანიტარული მეცნიერებების, რელიგიისა და ხელოვნების, განსაკუთრებით პოეზიის მიმართ.
20 ნოემბერს მზე-მერკურის შეერთება აძლიერებს ინტელექტუალურ აქტივობას, ამავე დღეს ურანი-ნეპტუნის სექსტილი კი შორეულ პლანეტებს შორის გრძელვადიანი ასპექტია, რომელიც მცირე გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობებზე და, უპირველესად, გავლენას ახდენს თაობების ჩამოყალიბებაზე. ამ ასპექტის ქვეშ დაბადებულები შეიძლება იყვნენ კეთილი, უანგარო ადამიანები, ალტრუისტები.
21 ნოემბერს მზე-ურანის ოპოზიცია უსაზღვრო თავისუფლების რევოლუციური ასპექტია, რომელმაც დაძაბვის შემთხვევაში შეიძლება ქაოსი და ანარქია გამოიწვიოს. ასევე 21 ნოემბერს მზე-ნეპტუნის ტრინი კი ხელოვნებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების ხელშემწყობი ასპექტია.
22-23 ნოემბერს მერკური-იუპიტერის ტრინის გავლენით შეგიძლიათ გაიფართოვოთ ჰორიზონტი და წარმატებას მიაღწიოთ საჯარო გამოსვლებში. ასევე შესაძლებელია მრავალი სასარგებლო, პერსპექტიული კავშირის დამყარება.
22-23 ნოემბერს მერკური-სატურნის ტრინი – ეს ასპექტი ხელს უწყობს მეხსიერების გაძლიერებას და აზროვნების გაღრმავებას. კარგია, გაითვალისწინოთ თქვენი ქმედებების შედეგები, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. ზუსტი მეცნიერებების კვლევები კარგად მიმდინარეობს.
ჩამოთვლილი ასპექტების გათვალისწინებით, მათი უმეტესობა შეიძლება დაჯგუფდეს. ცენტრალური წერტილი მერკური-მზის შეერთებაა. ორივე ეს ციური სხეული, ერთად მოძრავი, ქმნის რამდენიმე დიდ ტრიგონს, რომლებიც ტრინებს ქმნიან იუპიტერთან, სატურნთან, ნეპტუნთან და ესენი მთელი თვის განმავლობაში ერთმანეთთან ტრინში არიან.
ეს დიდი ტრიგონი კვირის მთავარ ჰარმონიულ გავლენას ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ეს კვირა იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობის გავლენის ქვეშაა, რომელიც 15 ნოემბერს დაიწყო.
Nostal.ge შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავები მხოლოდ ტენდენციებს განსაზღვრავენ – თქვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი კი ყოველთვის თქვენ ხართ.
ვერძი
თუ ამ კვირაში სკეპტიციზმსა და ზედმეტ მსჯელობას შეეშვებით, საქმეები გამოსწორდება და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. შეეცადეთ, ენერგიულად მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები სამსახურში ან საყვარელ ადამიანებთან. თქვენი მონდომება საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ გაცილებით დიდ შედეგებს, ვიდრე დაგეგმეთ. უფრო მეტად მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. კვირის დასაწყისში შესაძლოა თქვენი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ. ხუთშაბათს პირად ცხოვრებაში მოულოდნელი გართულებებია შესაძლებელი.
შაბათ-კვირას თქვენი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაინაცვლებს, რაც შესანიშნავი დროა თქვენი საცხოვრებელი სივრცის განახლებისთვის.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
კურო
ეს კვირა ემოციურად დაძაბული იქნება, ამიტომ ეცადეთ, ნაჩქარევად არ იმოქმედოთ. ნუ იეჭვიანებთ და ყველაფერს ნეგატიურად ნუ შეხედავთ. მოემზადეთ ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. შეეცადეთ, გაუგოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და იპოვოთ სწორი მიდგომა. აუცილებელია გააკონტროლოთ არა მხოლოდ თქვენი ქმედებები და სიტყვები, არამედ თქვენი აზრებიც. ძველი ნაცნობებისგან ახალ და საინტერესო შემოთავაზებებს ელოდეთ. თქვენ გექნებათ ერთ-ერთი იშვიათი შესაძლებლობა, რომელიც კარიერულ წინსვლამდე მიგიყვანთ.
შაბათ-კვირა ხელსაყრელია თანამოაზრეებთან საუბრებისთვის მშვიდ ატმოსფეროში, სადაც გულწრფელობა წარმატების გასაღები იქნება.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 18.
ტყუპი
ეს კარგი კვირაა თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის ფართო საზოგადოების წინაშე წარმოსაჩენად. გამოავლინეთ კრეატიულობა და ეს სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ. კვირის შუა რიცხვებში აქტიური კომუნიკაცია საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, მაგრამ შეეცადეთ, ჩაუღრმავდეთ დეტალებს და მოერიდოთ ზედაპირულობას. კვირის ბოლოს თქვენი ოპტიმისტური ხედვა აამაღლებს თქვენს განწყობას საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში და ნებისმიერ კომპანიაში სასურველი სტუმარი იქნებით.
ვარსკვლავები გირჩევენ, კამათს მოერიდოთ და შეეცადოთ, იპოვოთ ეფექტიანი გზები თქვენი ენერგიის პოზიტიურად გამოყენებისთვის.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 17.
კირჩხიბი
ეს კვირა კარგ შანსს გაძლევთ, წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი მხარეები – ნუ შეგეშინდებათ თქვენი ნიჭის გამოვლენისა. შესაძლოა ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ეჭვი გქონდეთ, ამიტომ საყვარელ ადამიანებსაც ჰკითხეთ აზრი. მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება კოლეგების ყურადღების ცენტრში მოექცევა. სამშაბათს, თქვენი მომხიბვლელობის მაქსიმალურად გამოყენებით, თითქმის ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგიძლიათ. პარასკევს მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილებები წარმატებამდე მიგიყვანთ. სავარაუდოა კამათი და გაუგებრობები საყვარელი ადამიანებთან, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს საკითხებიც მშვიდობიანად მოგვარდება.
შაბათ-კვირა ხელსაყრელი დღეებია თვითანალიზისთვის და სიმშვიდის აღსადგენად.
სასიკეთო დღეები: 18, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
ლომი
თქვენი ენერგია მოითხოვს მკაფიო მიმართულებას – გამოიყენეთ ეს კვირა დაგროვილი ამოცანების გადასაჭრელად. მათი გადადება დაუშვებელია. ახლა დროა იაქტიუროთ და ყველაზე უსიამოვნო ამოცანებს შეეჭიდოთ, მაგრამ ეცადეთ, არც თქვენ გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები გამოტოვოთ. ირგვლივ მყოფებთან კომუნიკაციისას ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. მიეცით მოვლენებს საშუალება, ბუნებრივად განვითარდეს. კარიერული წინსვლისთვის გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.
შაბათ-კვირას ეცადეთ, ბუნებაში გახვიდეთ და მშვიდ გარემოში ძალები აღიდგინოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 22.
ქალწული
ამ კვირის ენერგია გაზრდის თქვენს სოციალურ აქტივობას და დიდი ხნის პრობლემები, რომლებიც გაწუხებთ, მოგვარდება. გამოიჩინეთ ინიციატივა და პროაქტიულობა სამსახურში, თქვენს იდეებს კოლეგები მხარს დაუჭერენ. სამშაბათს შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. კვირის შუა პერიოდში სამსახურში გადატვირთული იქნებით. თუ იგრძნობთ, რომ აქტიური პროექტები მეტ ენერგიას მოითხოვს, მშვიდად გადადეთ ისინი უფრო ხელსაყრელ მომენტამდე.
შაბათ-კვირას არაფორმალური შეხვედრაა მოსალოდნელი, რაც მომავალ საქმიან ღონისძიებებს განსაზღვრავს. სიტუაცია დადებითად განვითარდება და წარმატება, პრაქტიკულად, გარანტირებულია.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 21.
სასწორი
ამ კვირაში ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი საქმეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყოთ და მასზე კონცენტრირდეთ მთელი თქვენთვის დამახასიათებელი სიჯიუტით. ყველაზე რთული საკითხიც კი ვერ გაუძლებს თქვენს მონდომებას. სამშაბათს არსებობს რისკი, რომ რაღაც არასწორად გაიგოთ და დასკვნები ნაადრევად გამოიტანოთ. იღბალი თქვენს მხარეს იქნება, მაგრამ ეცადეთ, დაპირებების მიცემისას არ გადააჭარბოთ. მნიშვნელოვანია, იყოთ პუნქტუალური და მოერიდოთ კონფლიქტს ხელმძღვანელობასთან. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი უნარების უფრო მეტად წარმოსაჩენად.
შაბათ-კვირას ახალი არაფერი დაიწყოთ, არსებობს დამახინჯებული ინფორმაციის მიღების მაღალი რისკი.
სასიკეთო დღეები: 20, 21.
არასასიკეთო დღე: 18.
მორიელი
თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მშვიდად გრძნობთ თავს ამ კვირაში. გამოავლინეთ ნებისყოფა და თავიდან აიცილებთ დიდ ხარჯებს, რომლებიც თქვენი ფინანსური მდგომარეობის შერყევით არის გამოწვეული. თქვენთვის ახალი ჰორიზონტები გაიხსნება! ცნობისმოყვარეობა და ახალი გამოცდილების წყურვილი, წიგნების თუ ფილმების მეშვეობით, განსაკუთრებით ძლიერი იქნება სამშაბათს. შეეცადეთ, უფრო დიდი მნიშვნელობა იპოვოთ ჩვეულებრივ საქმეებში – ამან შეიძლება საინტერესო აღმოჩენამდე მიგიყვანოთ. შესანიშნავი დროა თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისთვის.
შაბათ-კვირა ბევრ კარგ შესაძლებლობას მოგცემთ შემოქმედებითი იდეების რეალიზებისთვის.
სასიკეთო დღეები: 17, 22.
არასასიკეთო დღე: 19.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შესაძლოა საქმეები ზუსტად ისე არ წავიდეს, როგორც მოელოდით და პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი იყოს. თუ თქვენს ქმედებებში არ ხართ დარწმუნებული, უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ და ისე იმოქმედოთ. შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე ხართ. ბევრი რამ გაღიზიანებთ, ემოციების მართვა კი გაგიჭირდებათ. ეცადეთ, გრძნობების გამოხატვით სხვებს გული არ ატკინოთ. გულწრფელი საუბრები საშუალებას მოგცემთ იპოვოთ განვითარების ახალი გზები.
შაბათ-კვირას დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ, იყავით გახსნილი და მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს.
სასიკეთო დღეები: 21, 23.
არასასიკეთო დღე: 20.
თხის რქა
ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია სამსახურის, საცხოვრებლისა და გარემოს შესაცვლელად. ძალები უნდა მოიკრიბოთ და არ მისცეთ საკუთარ თავს მოდუნების ან იმედგაცრუების უფლება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერზე კარგად დაფიქრდით, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. დიდი შანსია, რომ ამ ნიშნის ყველაზე აქტიურ და მიზანდასახულ წარმომადგენლებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
შეეცადეთ, შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 18,
არასასიკეთო დღე: 21.
მერწყული
ამ კვირაში დაგეგმილი ღონისძიებები შეიძლება ჩაიშალოს, მაგრამ სპონტანური ღონისძიებები ბრწყინვალე იქნება. შესაძლებლობა გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი. ოთხშაბათს თქვენი გეგმები შეიძლება დღეში ასჯერ შეიცვალოს საყვარელი ადამიანების განწყობის შესაბამისად, მაგრამ ეს საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნის გეგმები განახორციელოთ. თუმცა ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვაა – ვარსკვლავები სამედიცინო შემოწმებას გირჩევენ.
კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მარტო არ დარჩებით და საკუთარ თავში არ ჩაიკეტებით.
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 17.
თევზები
ნება მიეცით საკუთარ თავს და გამოხატეთ თქვენი გრძნობები და იდეები საბოლოო შედეგზე ფიქრის გარეშე, რადგან ამ კვირაში ვარსკვლავები განსაკუთრებით კეთილგანწყობილნი იქნებიან თქვენ მიმართ. მათი ხელმძღვანელობით, შეგიძლიათ სერიოზული და რთული დავალების შესრულება. ყველაზე ხელსაყრელი დღეები იქნება ოთხშაბათი და ხუთშაბათი. ცხოვრებისადმი მსუბუქი და ხალისიანი მიდგომა სიხარულს მოგანიჭებთ – უბრალოდ, დინებას მიჰყევით.
შეეცადეთ, შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 19, 20.
არასასიკეთო დღე: 21.
თამთა გურული




კომენტარები