საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩში ესპანეთთან დამარცხდა (ვიდეო)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა – თბილისში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 4:0.
ესპანელები პირველივე წუთიდან დაეუფლნენ უპირატესობას და ანგარიშიც მალე გახსნეს – მე-11 წუთზე ოიარსაბალმა პენალტი გაიტანა. ამას მოჰყვა ზუბიმენდის და ტორესის გოლები და პირველი ტაიმი 0:3 დასრულდა სტუმრების სასარგებლოდ.
მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე ტორესის ჩაწოდებულ ბურთს ოიარსაბალმა თავი დაუხვედრა და მეკარიდან მარცხენა კუთხეში დაარტყა. მამარდაშვილი გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა, რომელიც ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი კარის ბადეში გაეხვია. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მშრალი ანგარიშით – 0:4 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა ქართველები პირველ შეხვედრაშიც დაამარცხეს – 2:0.
ჯგუფის მეორე მატჩში თურქეთმა ბულგარეთს უმასპინძლა და გაიმარჯვა ანგარიშით 2:0.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მე-3 ადგილზეა ერთი მოგებით და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს. პირველ და მეორე ადგილებზე ესპანეთი (15) და თურქეთია (12). ბულგარეთი კი, რომელმაც ყველა მატჩი წააგო, 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს ბულგარეთში გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ნუცა ყაველაშვილი





კომენტარები