მსოფლიოკრიმინალი

ბრიტანეთში, მატარებელში თავდასხმა მოხდა – რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა

ბრიტანეთში, კემბრიჯშირის მიმართულებით მოძრავ მატარებელში 2 ნოემბერს დანით შეიარაღებული პირი მგზავრებს თავს დაესხა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, როცა მატარებელი ლონდონისკენ მიემართებოდა.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც გამოძიება იუწყება, თავდამსხმელმა დანით მიაყენა ჭრილობები მგზავრებსა და მატარებლის თანამშრომელს, რომლის ქმედებამ, პოლიციის თქმით, „გმირულად აღკვეთა უფრო მძიმე ტრაგედია“.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს 32 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობასა და ფიზიკურ თავდასხმაში. მეორე პირი, რომელიც თავდაპირველად დააკავეს, მოგვიანებით გათავისუფლდა – პოლიციის თქმით, „იგი შეცდომით დააკავეს“.

ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური დადასტურება თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა გარდაცვალების შესახებ, თუმცა რამდენიმე წყაროს ცნობით, ორმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო და მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევას ტერორისტული მოტივი არ ჰქონია. თავდამსხმელი არ ფიგურირებს ქვეყნის ტერორიზმთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზაში. პოლიცია ამ ეტაპზე თავდასხმის მიზეზების დასადგენად მუშაობს, თუმცა ერთ-ერთ ძირითად ვერსიად ფსიქიკური აშლილობა განიხილება.

მომხდარის შემდეგ, მატარებლის ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით გაძლიერდა პოლიციის პატრულირება რკინიგზის სადგურებსა და ტრანსპორტის ქსელში.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი „მძიმე და შემაშფოთებელი შემთხვევაა“, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გადახედვის საჭიროებას.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close