ტექნოლოგიებიიტალიასაზოგადოება

საუკეთესო აპლიკაციები იტალიაში, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებთ

ტრანსპორტი, დოკუმენტები, საკვები, ენა, ამინდი - ყველაფერი უფრო ადვილია, როდესაც ხელთ გაქვთ შესაბამისი აპლიკაციების ნაკრები; განსაკუთრებით, თუ დიდი ხანი არ არის, რაც იტალიაში ხართ

ქვემოთ გაგაცნობთ საუკეთესო აპლიკაციებს (მობილურის დანართები), რომლებიც იტალიაში ყოფნისას დაგეხმარებათ ადაპტირებაში და ახალ ადგილას უფრო თავდაჯერებულადაც გაგრძნობინებთ თავს.

ტრანსპორტი და ნავიგაცია

Moovit

იტალიის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძლავრი ნავიგატორი: ავტობუსები, მეტრო და ტრამვაი. რეალურ დროში აჩვენებს, რამდენ ხანში მოვა ტრანსპორტი. შესაძლებელია ბილეთების შეძენა (ქალაქების მიხედვით), მარშრუტების დაგეგმვა, Apple Wallet-ის ჩართვა და სხვა.

მუშაობს მთელ იტალიაში: რომი, მილანი, ბოლონია, ტურინი, ნეაპოლი, ფლორენცია და სხვა.

App Store
Google Play

Enjoy

პოპულარული ქარშერინგი (ავტომობილის დაქირავება) დიდ ქალაქებში. უბრალოდ ატვირთეთ თქვენი დოკუმენტები, იპოვეთ უახლოესი მანქანა და გაემგზავრეთ. ბოლოში პარკინგი უფასოა. აქვს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, შვეიცარიის და ა. შ. მართვის მოწმობების მხარდაჭერა.

ხელმისაწვდომია: რომში, მილანში, ტურინში, ბოლონიაში, ფლორენციაში.

App Store
Google Play

Lime

ელექტროსკუტერებისა და ველოსიპედების დაქირავება. სისტემა სტაბილურად მუშაობს და დანართის საშუალებით მარტივად მართვადია. დაქირავების საფასური იწყება 1 ევროდან, პლუს საათობრივი ტარიფი. ასევე, ხელმისაწვდომია საათობრივი აბონემენტები.

ძირითადი ქალაქები: რომი, მილანი, ტურინი, ფლორენცია და სხვა.

App Store
Google Play

Trainline

იტალიასა და მთელ ევროპაში მატარებლის ბილეთების შეძენის საუკეთესო საშუალება. შეადარეთ Trenitalia-ს, Italo-ს და სხვა ოპერატორების ფასები და სწრაფად და მარტივად დაჯავშნეთ მგზავრობა QR-ბილეთებით დანართში.

საერთაშორისო: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და სხვა.

App Store
Google Play

გადასახადები და ფინანსები

Satispay

იტალიური ციფრული საფულე. Google/Apple Pay-ს შესანიშნავი ალტერნატივაა. სწრაფი გადახდები QR-კოდით, მომხმარებელთა შორის გადარიცხვები, მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადები და საგზაო მოძრაობის ჯარიმების გადახდაც კი.

მუშაობს მთელ იტალიაში.

App Store
Google Play

დოკუმენტები და ბიუროკრატია

IO

ციფრული სამთავრობო სერვისების მთავარი პორტალი. აქ მოდის შეტყობინებები  Agenzia delle Entrate-სგან, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადების ქვითრები, ჯარიმები და გადასახადები. ასევე შეგიძლიათ დოკუმენტების გაგზავნა თქვენს მუნიციპალიტეტში და ონლაინ გადახდა.

პორტალზე შესასვლელად დაგჭირდებათ SPID ან CIE (ელექტრონული პირადობის მოწმობა – ID-ბარათი).

App Store
Google Play

საყიდლები, ფასდაკლებები და ეკონომიკა

DoveConviene

ამ დანართის საშუალებით ხელმისაწვდომი ხდება თქვენ მახლობლად მდებარე სუპერმარკეტების ციფრული ფლაერები: შეთავაზებები Coop-ისგან, Lidl-ისგან, Esselunga-სგან, Eurospin-ისგან და სხვა. ასევე შეგიძლიათ შექმნათ საყიდლების სია და გამოთვალოთ დანაზოგი.

ფარავს მთელ იტალიას.

App Store
Google Play

Prezzi Benzina

აჩვენებს ახლომდებარე ყველაზე იაფ ბენზინგასამართ სადგურებს. ეფუძნება მომხმარებელთა განახლებებს. ირჩევთ ბენზინის ტიპს და დანართი გაჩვენებთ, რა ღირს ის ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურებში.

ფარავს მთელ იტალიას.

App Store
Google Play

Subito

განცხადებების ადგილობრივი პლატფორმა (OLX/Avito-ს ანალოგი). აქ ყველაფერს ყიდიან და ყიდულობენ: ველოსიპედებს, ტელეფონებს, ავეჯს და მანქანებსაც კი. განცხადებების განთავსება უფასოა.

მუშაობს მთელ იტალიაში, რეგიონული ფილტრებით

App Store
Google Play

საჭმელი, რესტორნები და მიტანის სერვისი

Giallo Zafferano

ოქროს სტანდარტი კულინარიულ აპლიკაციებს შორის. 4000-ზე მეტი რეცეპტი, მათ შორის, ვიდეოები, რჩევები და კლასიკური იტალიური სამზარეულოს საფუძვლები. შეგიძლიათ თქვენი რეცეპტებიც გააზიაროთ და დაამატოთ ისინი ფავორიტებში.

App Store
Google Play

The Fork

დაჯავშნეთ მაგიდა რესტორანში სულ რაღაც 30 წამში, პირდაპირ აპლიკაციიდან. დაწესებულებების დიდი არჩევანი, სამზარეულოების ფილტრები და 50%-მდე ფასდაკლებები პარტნიორ რესტორნებში.

App Store
Google Play

Glovo

საკვებისა და სასურსათო პროდუქტების მიტანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი. დანართი მოიცავს არა მხოლოდ რესტორნებს, არამედ, აგრეთვე, აფთიაქებს, ბაზრებს, ყვავილებსა და სხვა.

მუშაობს იტალიის 450-ზე მეტ ქალაქში.

App Store
Google Play

ენები და სწავლა

Drops

იტალიური ლექსიკის ვიზუალურად და თამაშით შესწავლა. გაკვეთილების თემებია: საკვები, მედიცინა, სპორტი და ა. შ. დღეში 5 წუთი უფასოდ – იდეალურია დაკავებული ადამიანებისთვის.

App Store
Google Play

ამინდი

Il Meteo

ამინდის ყველაზე ზუსტი აპლიკაცია იტალიაში. პროგნოზები, ჰაერის ხარისხი, მტვრის შემცველობა და ნალექების დონე სხვა რეგიონებთან შედარებით. აქვს შეტყობინებების და offline-რუკების მხარდაჭერა.

App Store
Google Play

გაითვალისწინეთ:

  • აპლიკაციების (დანართების) უმეტესობა უფასოა, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს შიდა ფასიანი შეთავაზებები ან პრემიუმ ანგარიშები.
  • თითქმის ყველა დანართი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე (ზოგიერთი, აგრეთვე, ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე).
  • დანართის ვერსიებს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფუნქციები რეგიონების მიხედვით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close