ამინდისაქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 26-28 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში – სეტყვა, ქარი. ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს.
„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები