პოლიტიკაქართველები უცხოეთშიnews

გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.

ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობდა მკვლევარად და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის და ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში. 

2022 წელს იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა, რომელიც მას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გადასცა საზეიმო ღონისძიებაზე 2022 წლის 19 მაისს.

„პროფესორ კარტოზიას, როგორც მეცნიერსა და მთარგმნელს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, განსაკუთრებით ლიტერატურის სფეროში. „დამსახურების ჯვრის“ ჯილდო წარმოადგენს პროფესორ კარტოზიას მნიშვნელოვანი საქმიანობის აღიარებას. ბატონი ალექსანდრე ყოველთვის ხელს უწყობდა კულტურულ დიალოგს საქართველოსა და გერმანიას შორის”, – ასე გამოეხმაურა მაშინ გერმანიის საელჩო ალექსანდრე კარტოზიას დაჯილდოებას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close