„ათენში რაღაც იცვლება!“ – მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ტრანსპორტი შაბათობით 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს (ვიდეო)

კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში ყოველ შაბათს მეტროს 24-საათიანი მუშაობის რეჟიმის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მან ეს განცხადება TikTok-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა, რომელსაც თან ახლდა ფრაზა: „რაღაც იცვლება“.
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან მეტრო, ავტობუსები და ტრამვაი ყოველ შაბათს შესვენების გარეშე იმოძრავებენ. ეს გადაწყვეტილება შაბათ-კვირას დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორების გადაადგილების გამარტივებას ისახავს მიზნად.
ვიდეოს წარწერაში მიცოტაკისმა აღნიშნა: „ათენში შაბათობით რაღაც იცვლება! ამიერიდან ქალაქის სატრანსპორტო სისტემა ყოველ შაბათ-კვირას 24 საათის განმავლობაში იმუშავებს“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ტრანსპორტის მუშაკებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ მათი ძალისხმევით ხდება ეს პროექტი შესაძლებელი.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები