საზოგადოებასაქართველო
საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში 4 999 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის პირველ ექვს თვეში (იანვარი-ივნისი) ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ახალშობილი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.
ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებულია ქორწინების 9925 და განქორწინების 6456 შემთხვევა.
კომენტარები