მედიცინატექნოლოგიები

იაპონიაში შექმნეს პრეპარატი, რომელიც კბილების ბუნებრივ რეგენერაციას უწყობს ხელს

იაპონელმა მკვლევრებმა დაიწყეს მსოფლიოში პირველი კლინიკური კვლევები ადამიანებზე ინოვაციური პრეპარატის, რომელიც შექმნილია კბილების ბუნებრივი რეგენერაციის სტიმულირებისათვის. პრეპარატი TRG-035 ბლოკავს ცილა USAG-1-ს, რითაც ბუნებრივ „მუხრუჭს“ თიშავს და კბილების მესამე კომპლექტის „მძინარე“ ჩანასახებს ააქტიურებს. შედეგად დაკარგული კბილების ადგილას ახალი კბილები იწყებს ზრდას. პირველი კლინიკური ცდები კიოტოში მიმდინარეობს.

იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური პრეპარატი TRG-035, რომლის სამიზნეა ცილა USAG-1 – ეს უკანასკნელი ხელს უშლის კბილების ახალი კომპლექტის ზრდას მეორე (მუდმივი) კბილების ცვლის დასრულების შემდეგ. USAG-1-ის დაბლოკვით ახალი პრეპარატი ააქტიურებს კბილების „მძინარე“ ჩანასახებს, რის შედეგადაც მესამე ნაკრების ზრდა იწყება. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გაამართლა და რეგენერაცია წარმატებით განხორციელდა.

კლინიკური კვლევები

კლინიკური კვლევები 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო კიოტოს უნივერსიტეტის კლინიკაში.
მასში მონაწილეობენ (I/II ფაზა) 30-64 წლის ზრდასრულები, რომლებსაც მინიმუმ ერთი კბილი მაინც აქვთ დაკარგული. კვლევის მიზანია მედიკამენტის უსაფრთხოების შეფასება და დოზის სწორად შერჩევა.

შემდგომი გეგმები

კვლევა გავრცელდება 2-7 წლის ბავშვებზე, რომლებსაც თანდაყოლილი ადენტია აქვთ – კბილების დიდი ნაწილი დაბადებიდან აკლიათ.

თუ შედეგები დადებითი იქნება, პრეპარატი ბაზარზე 2030 წლისთვის გამოვა.

TRG-035 იმპლანტებისა და პროთეზების ბუნებრივ ალტერნატივას გვთავაზობს: საკუთარი კბილების აღდგენას რეგენერაციის გზით. თუ მეთოდი ეფექტიანი და ადამიანებისთვის უსაფრთხო აღმოჩნდება, სტომატოლოგია მიიღებს ყველაზე რადიკალურ განახლებას ათწლეულების განმავლობაში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close