ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8 – 14 სექტემბერი

ამ კვირაში, 8-იდან 14 სექტემბრის ჩათვლით, პლანეტარული ასპექტები დაკავშირებულია მზის გადასვლასთან ქალწულის ნიშნიდან სასწორში და ქალწულის ნიშანში მყოფი მერკურის გავლენასთან პრაქტიკულ, ანალიტიკურ საკითხებზე, ასევე, მერკურის და ვენერას ასპექტებთან, რომლებიც მიუთითებს კომუნიკაციის, ჰარმონიისა და ბალანსის ძიების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ურთიერთობებთან ან ღირებულებებთან დაკავშირებულ შესაძლო კონფლიქტურ სიტუაციებზე.
ამ კვირაში ცაზე სამი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. ყველა ასპექტს ჰარმონიული ხასიათი აქვს, რამაც შეიძლება შეარბილოს ციური გავლენა.
12 სექტემბერი, მზე-იუპიტერის სექსტილი – ეს ასპექტი ხელს უწყობს იმ ადამიანთა ენერგეტიკული პოტენციალის გაძლიერებას, რომელთა ჰოროსკოპზეც მოქმედებს. ძლიერდება თვითშეფასება და თავდაჯერებულობა, მასშტაბური ამოცანების დასახვისა და შთამბეჭდავი შედეგების მიღწევის უნარი. საქმიანობის სფეროს გაფართოება და ახალი პერსპექტივების გახსნა ოპტიმისტურ განწყობას შექმნის. წარმატებული საქმიანობა გამბედაობას და გახსნილობას მოითხოვს.
12-13 სექტემბერი, მერკური-იუპიტერის სექსტილი – ეს ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტუალური აქტივობის გაძლიერებას. ინტერესების სფერო და აზროვნების მასშტაბი შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს. გაზრდილი ცნობისმოყვარეობა ხელს შეუწყობს წარმატებას სწავლაში როგორც ზუსტ, ისე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ასევე, მოსალოდნელია მრავალი განსხვავებული კონტაქტი და ნაცნობობა. ფართო კონტაქტების წყალობით უამრავი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს მიმდინარე საკითხების წარმატებით გადაჭრას.
13 სექტემბერი, მერკური-მზის შეერთება – ეს ასპექტი რეგულარულად მეორდება წლის განმავლობაში და დაკავშირებულია მერკურის რეტროფაზებთან წელიწადში 3-4-ჯერ. ახლა მერკური პირდაპირ ფაზაშია დაკავშირებული, რაც შეიძლება ინფორმაციული პროცესების დადებით გააქტიურებას ნიშნავდეს. კონტაქტები, მოგზაურობები, მოლაპარაკებები, დოკუმენტაცია, ინფორმაციის ძიება და ანალიტიკური დამუშავება წარმატებულია. საქმიანი და სოციალური კავშირები ფართოვდება და ძლიერდება. შესაძლოა აქტიურად გამოვლინდეს სამეწარმეო უნარები.
მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირაში დაბნელებების დერეფანში ვიმოძრავებთ, რაც ცხოვრების მრავალ ასპექტზე იმოქმედებს. ასეთ პერიოდებში ცნობიერება შეიძლება დაბინდული იყოს, მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ამ კვირაში წარმოქმნილი სიტუაციები შეიძლება ერთგვარ გამოცდად იქცეს. ეს დრო შესაფერისია ახალი შესაძლებლობებისთვის მოსამზადებლად.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კომუნიკაციას. საქმიან მოლაპარაკებებში ან პირად საუბრებში ნათქვამი სიტყვები შეიძლება გარდამტეხი გახდეს. შეეცადეთ მშვიდად და გულწრფელად გამოხატოთ თქვენი აზრები, რადგან ახლა ნებისმიერი საუბარი ან თუნდაც მარტივი იდეა შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზად იქცეს. ოჯახის, ფინანსებისა და კარიერის თემები შეიძლება მოულოდნელად წამოვიდეს წინა პლანზე და რაც უფრო მეტად გაცნობიერებული და მომზადებული იქნებით, მით უფრო კარგად შეძლებთ სიტუაციების დაბალანსებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
ვერძი
ამ კვირაში დიდი შანსი გაქვთ, შექმნათ მყარი საფუძველი სამსახურში და პირად ცხოვრებაში შემდგომი მიღწევებისთვის. პროფესიული წარმატება თქვენს პუნქტუალურობასა და კეთილსინდისიერებაზე იქნება დაფუძნებული. ეს კვირა ვერძისთვის მოულოდნელი შთაგონებისა და შემოქმედებითი იმპულსების დრო იქნება. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება და შეძლებთ მიიღოთ პერსპექტიული შეთავაზება, რაც ძალიან სასარგებლო იქნება. ნუ მისცემთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას, ნუ წახვალთ დაუსრულებელ კომპრომისებზე. სასიამოვნო სიურპრიზები შესაძლებელია პირად ურთიერთობებში, ემოციური კავშირის განმტკიცებაში.
დაუთმეთ შაბათ-კვირა პასიურ დასვენებას, შეეცადეთ, აღიდგინოთ დახარჯული ენერგია.
სასიკეთო დღეები: 10,14.
არასასიკეთო დღე: 11.
კურო
ახლა ქვეცნობიერად მზად ხართ იბრძოლოთ ნათელი მომავლისთვის. მაგრამ შეგნებულად უნდა შეცვალოთ როგორც თქვენი სტრატეგია, ისე ტაქტიკა. იმოქმედეთ უფრო რბილად, იყავით უფრო კეთილი, შეცვალეთ თქვენი რისხვა წყალობით, ეს გააადვილებთ საქმეს თქვენთვის და გარშემო მყოფებისთვის. თავაზიანობისა და კეთილშობილების მკაცრ საზღვრებში დარჩენით, შეიძლება მოულოდნელად დაგაწინაურონ ან ბედისწერის სხვა არანაკლებ სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ. ფინანსური სტაბილურობა თქვენს წინდახედულობაზე იქნება დამოკიდებული.
ღირს შაბათ-კვირისთვის ყველაზე რთული პრობლემების გადაჭრის დაგეგმვა, ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 9.
ტყუპი
ამ კვირაში ყურადღება უნდა გაამახვილოთ მიმდინარე ამოცანებზე. სამუშაო წარმატებას და მოგებას მოგიტანთ. და მაშინაც კი, თუ რამე არ მოგწონთ, ნუ იჩქარებთ ახალი სფეროს ძებნას. მალე მიხვდებით, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობთ. თქვენი სურვილები ასრულდება. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ, განსაკუთრებით, თუ უმნიშვნელო პრობლემებს ყურადღებას არ მიაქცევთ. ეს კვირა იდეალურია კონტაქტების წრის გასაფართოებლად, კონფერენციებზე დასასწრებად ან, უბრალოდ, შემთხვევითი საუბრებისთვის, რომლის დროსაც შეიძლება საინტერესო იდეები დაიბადოს. შემოქმედებითი აღმავლობა და კარგი განწყობა მთელი კვირის განმავლობაში არ დაგტოვებთ, ისარგებლეთ ამ წარმატებული კომბინაციით.
შაბათ-კვირას შანსი გექნებათ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 10.
კირჩხიბი
ამ კვირაში კონცენტრირდით მთავარ საკითხებზე, უპირატესობა მიანიჭეთ ლოგიკურად გააზრებულ ქმედებებს. ეცადეთ, ნათლად დაგეგმოთ თქვენი საქმეები და ამოცანები. კვირის პირველი ნახევარი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე მეორე, მაგრამ ნუ იჩქარებთ, უმჯობესია ყველაფერი გააზრებულად გააკეთოთ, რადგან ვარსკვლავების წინასწარმეტყველებით, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც თქვენი თვითკონტროლი უმაღლეს ღირებულებას შეიძენს. ღირს საყვარელი ადამიანების წინაშე თქვენი ვალდებულებების გადახედვა და საქმეების მოწესრიგება. შესაძლებელია გაუგებრობები მეგობრებთან.
შაბათ-კვირა კარგი პერიოდია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისა და სამუშაოსთვის, ნუ დაკარგავთ დროს ცარიელ ლაპარაკზე.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 9.
ლომი
ამ კვირაში თქვენში შინაგანი ცვლილებები მწიფდება, თუმცა ჯერჯერობით მათი არსი გაურკვეველია და თავი შეიკავეთ გულწრფელი საუბრებისგან. ეცადეთ, არ დაჰყვეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გონიერება. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ილუზიებით იყოს მოცული. თქვენ არ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ მოვლენების მიმდინარეობაზე, მაგრამ შეგიძლიათ მოემზადოთ ნებისმიერი სიურპრიზისთვის და ადრინდელი მოწინააღმდეგეები შეიძლება თქვენი საიმედო მოკავშირეები გახდნენ.
სასურველია, შაბათ-კვირას საოჯახო საქმეები და პრობლემები მოაგვაროთ.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 9.
ქალწული
ქალწულებისთვის ეს კვირა სავსე იქნება შინაგანი რეფლექსიებითა და თვითანალიზით. შეიძლება იგრძნოთ მარტოობის საჭიროება, რათა მოაწესრიგოთ თქვენი აზრები და გაერკვეთ გრძნობებში. შუა კვირაში მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოგიწევთ, ნუ მისცემთ სხვებს ამ პროცესის მართვის უფლებას და წარმატება გარანტირებული იქნება. გარდა ამისა, როგორც ჩანს, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გადახედვა მოგიწევთ. ახლობლები ახალ წამოწყებებში დაგეხმარებიან. ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება როგორც სამსახურში, ისე სახლში. დიდია პერსპექტიული ნაცნობობის ალბათობა.
შაბათ-კვირა შესანიშნავი დროა მედიტაციისთვის, ეზოთერიზმის შესასწავლად ან, უბრალოდ, დასვენებისთვის.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 11.
სასწორი
სასურველია, ამ კვირაში რეალისტურად შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები, საკუთარ თავზე არ აიღოთ დამატებითი სამუშაო დატვირთვა. თუ მშვიდი და მიზანდასახული ხართ, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ წარმატებას. მეგობრების დახმარება საშუალებას მოგცემთ, ადვილად გაუმკლავდეთ წარმოშობილ პრობლემებს. პარასკევი კარგ ამბებს მოგიტანთ. ეს კვირა ხელსაყრელია მეგობრული კონტაქტების დასამყარებლად. შესაძლოა საკამათო სიტუაციაში შუამავლობა ან ჯგუფური ღონისძიების ორგანიზება მოგიწიოთ. ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოჩენისა, ეს დაფასდება.
კვირას არაფორმალური შეხვედრა ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით.
სასიკეთო დღეები: 11, 12.
არასასიკეთო დღე: 10.
მორიელი
ამ კვირაში კარგი შესაძლებლობა გექნებათ თვითშეფასების ასამაღლებლად, თქვენს ბრწყინვალე საქმიან და ორგანიზატორულ თვისებებს არაკეთილმოსურნეებიც კი აღიარებენ. თქვენი თანდაყოლილი ლოგიკა და საღი აზრი დაგიცავთ უაზრო ქმედებებისგან, თუმცა უმჯობესია არავის საქმეში არ ჩაერიოთ. უნდა ენდოთ თვითგადარჩენის ინსტინქტს, ეს დაგეხმარებათ თქვენი ყველაზე სანუკვარი გეგმების პრობლემების გარეშე განხორციელებაში. მნიშვნელოვანია კონცენტრირება და წარმატება გარანტირებულია. მიზანდასახულობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ნუ ინანებთ დახარჯულ ფულს და დროს – ძალიან მალე გაამართლებენ.
შაბათ-კვირას პირად ფრონტზე მოსალოდნელია სიურპრიზები საყვარელი ადამიანისგან.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 12.
მშვილდოსანი
დიდი ალბათობაა, რომ მთელი კვირის განმავლობაში დიპლომატის როლის შესრულება მოგიწიოთ. კომპრომისების პოვნის ხელოვნებაში თანასწორი არ გეყოლებათ. თუ მოგზაურობას გეგმავდით, უცხო ენას სწავლობდით ან ახალ ცოდნას იძენდით, ახლა ამ გეგმების განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელი დროა. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება სცადონ თქვენი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. იყავით ფხიზლად, ეცადეთ, ხაფანგში არ გაებათ.
შაბათ-კვირას თქვენი ენერგია პირადი ურთიერთობების სფეროსკენ მიმართეთ. წინასწარ დაფიქრდით სამოქმედო გეგმაზე, რათა თავიდან აიცილოთ კამათი საყვარელ ადამიანებთან.
სასიკეთო დღეები: 9, 10.
არასასიკეთო დღე: 13.
თხის რქა
ამ კვირაში ნუ იჩქარებთ ყველა დაგროვილი საკითხის ერთდროულად მოგვარებას, ეცადეთ, სამუშაო დატვირთვა თანმიმდევრულ ეტაპებად დაყოთ. სანუკვარი გეგმების რეალობად ქცევა ამ დღეებში თქვენს აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ოსტატურად შეძლებთ ბიზნესპარტნიორებთან დიალოგის შენარჩუნებას. ორშაბათი შეიძლება კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იყოს, ნუ ინერვიულებთ. ასევე, შესაძლოა ზოგიერთ საკითხს ახალი კუთხით შეხედოთ ან დიდი ხნის ფსიქოლოგიური პრობლემები მოაგვაროთ.
შაბათ-კვირა შორიდან სტუმრებს გპირდებათ.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
მერწყული
ამ კვირაში თქვენი ცხოვრება საინტერესო და მოვლენებით დატვირთული იქნება. შემოქმედებითი დამოკიდებულებისა და ინტელექტის დახმარებით ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ. თითქმის ყველა მიმდინარე სამუშაო საკითხში მთლიანად მოგიწევთ ჩაფლობა, ამიტომ პირადი ურთიერთობებისთვის დრო პრაქტიკულად აღარ დაგრჩებათ. შესაძლებელია, რომ არაკეთილმოსურნეები შეეცადონ, კონფლიქტში ჩაგითრიონ, ყურადღებით იყავით. ასევე შესაძლოა, კომპრომისი იპოვოთ დიდი ხნის საკამათო საკითხში ან გაამყაროთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან. ეძებეთ ბალანსი და ურთიერთგაგება.
ეცადეთ, მიმდინარე საქმეები შაბათ-კვირამდე დაასრულოთ და გამოსასვლელ დღეებში კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
თევზები
კვირის დასაწყისიდანვე მოვლენების ეპიცენტრში იქნებით. საქმიანი საკითხების გადაჭრისას უფრო მეტად უნდა დაეყრდნოთ ინტუიციას, – უცნაურია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლოგიკამ სასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. სიტუაცია კვირის შუა რიცხვებისთვის აშკარად ხელსაყრელი უნდა გახდეს, რაც კონკრეტულ გამოხატულებას მატერიალური კეთილდღეობის ზრდაში იპოვის. ეს შეიძლება იყოს კარგი დრო ახალი დიეტის, ვარჯიშის რეჟიმის ან, უბრალოდ, კვებისადმი უფრო შეგნებული მიდგომის დასაწყებად.
შაბათ-კვირას არ უნდა გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ სიტუაცია ტრივიალური, მაინც კარგად დაფიქრება გმართებთ.
სასიკეთო დღეები: 9, 10.
არასასიკეთო დღე: 11.
თამთა გურული
კომენტარები