მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

მარტოხელა ლოკოკინასთვის „საქმროს“ მოსაძებნად „საქორწილო სააგენტო“ შეიქმნა

ახალ ზელანდიაში აქტიურად ეძებენ პარტნიორს უჩვეულო ლოკოკინასთვის, რომლის ნიჟარა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით არის დახვეული, რაც ძალზე იშვიათია. ამ ისტორიაზე New Zealand Geographic (NZGeo) წერს.

წელს აგვისტოში, ვაირარაპის (რეგიონი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე. – ​​რედ.) მცხოვრებმა ჟიზელ კლარკსონმა თავის ბაღში უჩვეულო ლოკოკინა იპოვა, რომლის სპირალი საათის ისრის საწინააღმდეგოდ იყო დაგრეხილი.

„ამოვიღე დიდი მცენარე და ლოკოკინა მიწაში ჩავარდა… ავიღე და შევნიშნე, რომ რაღაც რიგზე არ იყო. თავიდან სხვა სახეობა მეგონა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ლოკოკინა „ცაცია“ „იყო“, – ციტირებს NZGeo ახალზელანდიელის სიტყვებს.

ქალმა ლოკოკინას ნედი დაარქვა, სიმფსონების პერსონაჟის, ნედ ფლანდერსის პატივსაცემად, რომელიც ცნობილია, როგორც „ჭკუიანი ცაცია“. კლარკსონი წუხს, რომ ლოკოკინების აღნაგობის თავისებურებების გამო ნიჟარის დახვევის განსხვავებული მიმართულების მქონე ინდივიდების შეჯვარება შეუძლებელია, ამიტომ ნედისთვის სიყვარულის პოვნის ალბათობა ფასდება, როგორც 1:40 000.

მომავალი პარტნიორის სქესი არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ლოკოკინების უმეტესობა ჰერმაფროდიტია.

New Zealand Geographic-მა ნედის დახმარება გადაწყვიტა და წამოიწყო კამპანია, რომელშიც ახალზელანდიელებს მოუწოდა, თავიანთ ბაღებში იშვიათი ლოკოკინები მოძებნონ. პოტენციური „სასიძოების“ ფოტოებს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელოდებიან, რომელიც სპეციალურად ლოკოკინა ნედის „დასაოჯახებლად“ შეიქმნა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close