ამინდისაქართველო
ამინდის პროგნოზი 3-4 სექტემბრისთვის – მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„3 და 4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო .
კომენტარები