ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 სექტემბერი

ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება და ორივეს უარყოფითი ელფერი აქვს. ამ გარემოებამ შეიძლება დაძაბული გავლენები შექმნას მთელი კვირის განმავლობაში.
3 სექტემბერი, მერკური-ურანის კვადრატი – ასპექტი გვიბიძგებს ნაჩქარევი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. შესაძლოა გაჩნდეს ბევრი ნათელი იდეა გაჩნდეს მყისიერი შედეგის მიღების სურვილის ფონზე.
შესაძლებელია უამრავი ნაცნობობა, შემთხვევით ადამიანებთან კონტაქტები, რომლებიც დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ახალი კონტაქტებისადმი ინტერესი შეიძლება სწრაფად გაქრეს. ცოდნის მიღებისა და მეცნიერებების შესწავლის სურვილი შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ეს შეიძლება იყოს ზედაპირული, წუთიერი ინტერესი, რომელსაც სერიოზულს ვერ ვუწოდებთ. მოსალოდნელია, რო თქვენს ენერგიასა და ყურადღებას სხვადასხვა მიმართულებით გაფანტავთ შედეგიანი ქმედებების გარეშე.
4-5 სექტემბერი, მარსი-იუპიტერის კვადრატურა – ასპექტი დიდ ამბიციებთან და აქტიური საქმიანობისთვის მზადყოფნასთან ასოცირდება. ასპექტი მოქმედებებს ძალას და წარმატების მიღწევის მძლავრ უნარებს ანიჭებს. ამ ასპექტის გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს შეუძლია ისწრაფოდეს მასშტაბური მიღწევებისა და დიდებისკენ, პატივისცემისა და ქებისკენ. ხოლო თუ ადამიანი ქებასვ ვერ იღებს, შეიძლება აგრესიულად მოიქცეს. ამ ასპექტის გავლენით, შესაძლებელია დიდი მიღწევები, განსაკუთრებით ბიზნესში, მაგრამ მხოლოდ ბრძოლისა და დაბრკოლებების გადალახვის გზით.
შემოდგომა დადებითი განწყობით იწყება – ბევრს გაუმართლებს, მაგრამ მხოლოდ ცხოვრების ერთ სფეროში: ან ფინანსურად, ან პირად ურთიერთობებში. ნუ წახვალთ ზედმეტ რისკზე და ნუ ენდობით უცნობებს.
ახალი კვირით იწყება ახალი სეზონი და ახალი თვე. უფრო მეტიც, ამ პერიოდის ენერგიები მზარდი მთვარის ეგიდითაა. ეს ნიშნავს, რომ 1-ელიდან 7 სექტემბრამდე თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები შეიძლება ახდეს. ეს დრო იდეალურია ნებისმიერი, თუნდაც რთული საქმის დაწყებისთვის, ხოლო ცხოვრების ყველა სფეროში მაქსიმალური წარმატების მისაღწევად ატარეთ დამცავი კრისტალები.
მომდევნო კვირის დეტალური ჰოროსკოპი 2025 წლის 1-ელიდან 7 სექტემბრამდე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – ვერძი, კურო, ტყუპი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები – წაიკითხეთ ქვემოთ. ეს პროგნოზი დაგეხმარებათ, ახალი კვირა მომზადებულმა დაიწყოთ!
ვერძი
ეს კვირა შეიძლება ემოციურად საკმაოდ დაძაბული იყოს, მაგრამ მეგობრები და ახლობლები მხარს დაგიჭერენ. ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა დაჰყვეთ პესიმისტურ განწყობას, განდევნეთ პირქუში აზრები. ეცადეთ, თქვენმა პრობლემებმა არ იმოქმედოს თქვენს ურთიერთობებზე გარშემო მყოფებთან, ისინი არ უნდა დაზარალდნენ ამით. და თანდათანობით სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება და შეძლებთ მიიღოთ პერსპექტიული შემოთავაზება, რაც ძალიან სასარგებლო იქნება. თქვენი ფინანსური ინტუიცია კვირის შუა რიცხვებში მომგებიან მიმართულებას გიჩვენებთ ინვესტიციებისთვის. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს, მიეცით თქვენს საყვარელ ადამიანს მეტი სივრცე თვითგამოხატვისთვის.
შეეცადეთ შაბათ-კვირა ბავშვებთან ერთად გაატაროთ, მათთან ერთად იხალისოთ.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 4.
კურო
ამ კვირის ყველა მოვლენა თქვენს პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს, თუმცა თავიდან ვერ შეამჩნევთ. ნუ იტყვით უარს შემოქმედებით თვითრეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ კრიტიკოსებს, წარმატებული კარიერული წინსვლა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, რომლებთან ურთიერთობაც სასარგებლო იქნება. შეძლებთ ოსტატურად აუაროთ გვერდი თქვენი ერთ-ერთი კოლეგის მიერ დახლართულ ინტრიგებს, შეინარჩუნოთ ავტორიტეტი და კარგი განწყობა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიჩინეთ მოთმინება და ზრუნვა, ეს გააძლიერებს თქვენს კავშირებს.
შაბათ-კვირისთვის ყველაზე რთული პრობლემების გადაჭრა დაგეგმეთ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
ტყუპი
ამ კვირაში არ უნდა იჩქაროთ პრობლემების გადაჭრა. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თავისით მოგვარდეს, არ არის საჭირო უშედეგოდ დაძაბვა. კარგი დროა თქვენი შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად და სოლიდური ჰონორარის მისაღებად. აუცილებელია სტრატეგიულად აზროვნება, ეს წარმატებების გზით სიარულის საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ ბიზნესპარტნიორებისა და კოლეგების ინტერესები. იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი, რათა შეცდომები არ დაუშვათ. რომანტიკულ სფეროში შესაძლებელია საინტერესო დიალოგი, რომელიც ურთიერთობას ნდობის ახალ დონეზე აიყვანს.
შაბათ-კვირა სავსეა კომუნიკაციით, ახალი ნაცნობებითა და სასარგებლო ინფორმაციის ნაკადით.
სასიკეთო დღეები: 1, 6.
არასასიკეთო დღე: 3.
კირჩხიბი
ახლა წარმატებით გაუმკლავდებით ყველაზე რთულ ამოცანებს, რომლებიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა, თუმცა კვირის დასაწყისში ფრთხილად იყავით ახალი საქმიანი წინადადებების მიმართ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებით, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. ოთხშაბათს სასურველია შეამციროთ სამუშაოს მოცულობა, ეცადოთ, ობიექტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები. ნუ ილაპარაკებთ ძალიან ბევრს საკუთარ თავზე, ეს ინფორმაცია შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ოჯახში უმჯობესია სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათესავებთან კამათის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
შაბათ-კვირა კარგი პერიოდია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებისთვის და არა ცარიელი ლაპარაკისთვის.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
ლომი
ამ კვირაში თქვენი ქარიზმა და ლიდერული თვისებები წინ წამოიწევს, რაც ყველას ყურადღებას მიიპყრობს. გამოიყენეთ ეს კვირა საჯარო გამოსვლებისთვის, პრეზენტაციებისა და საკუთარი იდეების პოპულარიზაციისთვის. კვირის ენერგია ხელს უწყობს შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ახალი რომანტიკული ისტორიების დასაწყისს. ეცადეთ, ამაღლებული განწყობა შეინარჩუნოთ, აკონტროლოთ ემოციები. თქვენს პროფესიულ საქმიანობაში თამამი პროექტების პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. ფინანსური წარმატება თქვენი უნიკალური ნიჭის დემონსტრირებით მოვა.
მოულოდნელად გაგებულმა მნიშვნელოვანმა ამბებმა შეიძლება შეცვალოს თქვენი გეგმები შაბათ-კვირისთვის. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა რომანტიკული პერსპექტივით.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
ქალწული
ამ კვირაში მტკიცე „არა“ უთხარით სიზარმაცეს, ხელთ გაქვთ ყველა შესაძლებლობა, რათა თქვენი ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გამოიყენოთ. დაიწყეთ თქვენი ამბიციური გეგმების განხორციელება. კოლეგები მზად იქნებიან, მხარი დაგიჭირონ და სირთულეების გადალახვაში დაგეხმარონ, თუმცა თქვენც პროფესიული მონდომება უნდა გამოიჩინოთ. ეფექტიანობა და დეტალებისადმი ყურადღება დაგეხმარებათ დიდი ხნის წინ გადადებული დავალებების შესრულებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებაში. ოთხშაბათს სამწუხარო გაუგებრობა შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს, მაგრამ მისი თავიდან აცილება თქვენზე იქნება დამოკიდებული. პირად ურთიერთობებში სასარგებლო იქნება მომავლის ერთობლივი გეგმების განხილვა.
შაბათ-კვირას ურთიერთობებში ჰარმონიის შესანარჩუნებლად თავი უნდა აარიდოთ ირგვლივ მყოფებთან ემოციურ საუბრებს.
სასიკეთო დღეები: 5, 6.
არასასიკეთო დღე: 4.
სასწორი
თუ მშვიდი და მიზანდასახული ხართ, ამ კვირაში აუცილებლად მიაღწევთ სასურველ წარმატებას. დიპლომატიური უნარები ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებაში და რთულ სიტუაციებში კომპრომისის პოვნაში დაგეხმარებათ. ეს შესანიშნავი პერიოდია კონტრაქტების დადების, საქმიანი მოლაპარაკებებისა და ალიანსების გაძლიერებისთვის. უმჯობესია ფინანსური საკითხები პარტნიორთან ერთად მოაგვაროთ. თქვენს პირად ცხოვრებაში ჰარმონია დამოკიდებული იქნება თქვენს მზადყოფნაზე, რომ დათმობაზე წახვიდეთ. შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ნათელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
შაბათ-კვირას არ დაივიწყოთ დაგროვილი ოჯახური საქმეები და პრობლემები. შესაძლოა ბავშვებთან უთანხმოება, რომლის მოგვარებაც მარტივად შეიძლება.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 3.
მორიელი
ამ კვირაში კარგი შესაძლებლობა გექნებათ თვითშეფასების ასამაღლებლად, თქვენს ბრწყინვალე საქმიან და ორგანიზატორულ თვისებებს არაკეთილმოსურნეებიც კი შეამჩნევენ. უნდა ენდოთ თვითგადარჩენის ინსტინქტს, ეს დაგეხმარებათ თქვენი ყველაზე სანუკვარი გეგმების დაუბრკოლებლად განხორციელებაში. მოერიდეთ ინტრიგებში მონაწილეობას, ფოკუსირდით საკუთარ მიზნებსა და რესურსებზე. თუ სწორი მიმართულებით იმოძრავებთ, გარშემო მყოფები ყველაფერში დაგეხმარებიან და საქმეები შეუფერხებლად წარიმართება. ოთხშაბათს შეიძლება კარგი ამბები მიიღოთ, გაგიმართლებთ სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობებში. კვირის ბოლოსთვის თითქმის ყველა პრობლემა გაქრება, სოლიდურ შემოსავალს მიიღებთ.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 3, 6.
არასასიკეთო დღე: 5.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და არ დაივიწყოთ პუნქტუალურობა. ორშაბათს შეიძლება დაგჭირდეთ მთავარზე ფოკუსირება, ნუ დაკარგავთ დროს ცარიელ საუბრებსა და სოციალურ ქსელებში. მოთმინება და სიტუაციის ფრთხილად ანალიზი დაგეხმარებათ კარიერისა და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობების საკითხების მოგვარებაში. თქვენი ამოცანაა შეინარჩუნოთ მიღწეული, მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს, თქვენს ცხოვრებაში ისედაც ყველაფერი კარგადაა.
შაბათ-კვირას თქვენი ენერგია პირადი ურთიერთობების სფეროსკენ მიმართეთ. წინასწარ დაფიქრდით სამოქმედო გეგმაზე, რათა თავიდან აიცილოთ კამათი საყვარელ ადამიანებთან.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 1.
თხის რქა
სანუკვარი გეგმების რეალობად ქცევა ამ დღეებში თქვენს აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ეს კვირა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია როგორც აქტუალური, ისე ძველი პრობლემების გადასაჭრელად. მოუსმინეთ ინტუიციას, ის გეტყვით, როგორ იმოქმედოთ საუკეთესოდ მოცემულ სიტუაციაში. იქნება რეალური შანსები პროფესიული ზრდისთვის და დიდი ხნის მიზნების მისაღწევად. თქვენს შეუპოვრობას და შრომისმოყვარეობას თქვენი უფროსები შეამჩნევენ და დააფასებენ. თქვენი ცხოვრებისეული ღირებულებები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ უფრო ბრძენი და გაწონასწორებული გახდებით. ოჯახურ საკითხებში შეიძლება თქვენი გონივრული გადაწყვეტილება იყოს საჭირო. ყურადღება მიაქციეთ თქვენს იმიჯს და რეპუტაციას.
კვირის ბოლოს პირად ურთიერთობებში უხეშობას მოერიდეთ – ეცადეთ, ნაზი და ტაქტიანი იყოთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 5.
მერწყული
ეს კვირა თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოებას, ახალ ცოდნასა და ფილოსოფიურ აღმოჩენებს მოგიტანთ. ყველაფერი უჩვეულოსა და პროგრესულისადმი ლტოლვა საინტერესო ადამიანებთან და იდეებთან მიგიყვანთ. ხელსაყრელი პერიოდია უცხო ენების შესასწავლად, შორს მყოფ ადამიანებთან ურთიერთობისთვის და ახალი ტექნოლოგიების დასაუფლებლად. სამსახურში პრობლემების გადაჭრის არატრადიციული მიდგომა საუკეთესო შედეგებს მოიტანს. პირად ცხოვრებაში ფასდება ინტელექტუალური სიახლოვე და შეხედულებების თავისუფლება. ეცადეთ, მიმდინარე საქმეები შაბათ-კვირამდე დაასრულოთ.
შაბათ-კვირას არ დაივიწყოთ თქვენი ჯანმრთელობა, ჩაიცვით ამინდის შესაბამისად და სწორად იკვებეთ.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 1.
თევზები
ამ კვირაში პირადი ფინანსების, ღრმა ემოციური კავშირებისა და შინაგანი ცვლილებების საკითხებში ჩაიძირებით. შესაძლოა, ძველი ვალების საკითხის მოგვარება მოგიხდეთ. ურთიერთობებში გულწრფელი საუბრის დროა, რომელიც ნდობას გააძლიერებს. სავარაუდოა შემოქმედებითი მიგნებები, ამიტომ მოუსმინეთ თქვენი ინტუიციის ხმას. პარასკევს პრობლემები და საკამათო სიტუაციები შესაძლებელია როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.
შაბათ-კვირას თქვენი რჩეული სასიამოვნო სიურპრიზით გაახარეთ, მოაწყვეთ რომანტიკული მოგზაურობა ან გასეირნება.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 4.
თამთა გურული
კომენტარები